პარასკევი, 26.04.2024, 06:19
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » ჩოხოსნები - 1973.
15:10
ჩოხოსნები - 1973.

შესავალი .


ჩოხოსნობის ინსტიტუტი გულისხმობს ქართველი ერის ზნეობრივი, ისტორიული და კულტურული ფასეულობების დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის საქმიანობას. თუმცა საბჭოთა პერიოდში უფრო პროტესტის ხასიათს ატარებდა. მაგალითად, 1921 წელს რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისადი პროტესტის ნიშნად ოთხმა ახალგაზრდა ინტელიგენტმა შავი ჩოხა–ახალუხი ჩაიცვა გლოვის ნიშნად. ესენი იყვნენ: კონსტანტინე გამსახურდია, ვახტანგ კოტეტიშვილი, პავლე ინგოროყვა და ალექსანდრე აბაშელი.

ასევე, საბჭოთა რეჟიმისადმი პროტესტმა განაპირობა "ჩოხოსნები - 1973"-ის ჩამოყალიბება. დღეისთვის საქართველოში, გარდა "ჩოხოსნები - 1973"-სა არსებობს კიდევ, უკვე ქვეყნის მიერ დამოუკიდებელობის მიღების შემდეგ შექმნილი ორი საზოგადოება:


"სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება" – თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ჩამოყალიბდა 2006 წელს "საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების" (შეიქმნა 1999 წელს) ბაზაზე.

"სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი" – თავმჯდომარე, კინომცოდნე, პროფ. გოგი დოლიძე. ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა 2006 წლის 23 იანვარს.


ისტორია .

1973 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის საღამოს ფაკულტეტის სტუდენტები ამაოდ ცდილობდნენ დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 900 წლისთავი აღენიშნათ. დეკანატმა ისტორიის ფაკულტეტის საღამოს სწავლების სტუდენტებს საქართველოს დიდი მეფისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთის გაფორმების უფლებაც კი არ მისცა, რადგანაც ასეთი ქმედება (არარუსი მეფეები არ იყვნენ პატივში) არ ჯდებოდა საბჭოთა იდეოლოგიის ჩარჩოებში.

პროტესტის ნიშნად დაიბადა იდეა – ყოველ 8 თებერვალს ჩოხებში გამოწყობილ მეგობრებს ერთად ეზეიმათ დავით აღმაშენებლის ზეობის დღე.


საქართველოს წმინდა დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირი «ჩოხოსნები - 1973» შეიქმნა დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 900 წლის თავზე. დამფუძნებლები – ჰენრი კუპრაშვილი (თავმჯდომარე), გიორგი ცხოვრებაძე, ზურაბ გველესიანი და თამაზ შეროზია.

საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების ორგანოების თვალისასახვევად კავშირი გარეგნულად გამოიყურებოდა, როგორც დიდი მეფის ზეობის თარიღის (8 თებერვალი) მოზეიმე ჩოხოსანთა სამეგობრო.

კავშირის წევრები ემოციებისა და ხმაურის გარეშე კონსპირაციულად აკეთებდნენ ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისთვის საჭირო საქმეს (აქცენტები კეთდებოდა ოფიციოზის მიერ საქართველოს ისტორიის მიჩუმათებულ პერიოდების გაშუქებაზე, ქართული ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებაზე, ენაში მომძლავრებულ რუსიციზმებზე, არალეგალური პოლიტიკური ლიტერატურის გავრცელებაზე და სხვა).


დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების აშენების მტკივნეულ და ურთულეს ხანგრძლივ გზაზე, ამასთან, როდესაც ეს პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოს ყოვლისმომცველი გამალებული გლობალიზაციის პირობებში, რაც დადებიდთან ერთად გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს ჩვენი ეროვნული იერსახისა და მეობის შენარჩუნებისთვის, არანაკლებ სჭირდება სამშობლოს კავშირის წევრების პოპულიზმსა და პომპეზურობას მოკლებული, უანგარო, უამბიციო და უპრეტენზიო დაძაბული შრომა და, ამიტომაც გადაწყდა არა მარტო საქმიანობის გაგრძელება, არამედ ოფიციალურად კავშირის რეგისტრაციაც. 


ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კავშირის წევრების ნაწილს მიზანშეწონლად არ მიაჩნდა კავშირის რეგისტრაცია და მისი საქმიანობის აფიშირება, რადგანაც სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, მისი კეთილდღეობისთვის ბრძოლასა და შრომაში საკუთარი როლისა და ღვაწლის აფიშირება უზნეობაა, სამშობლოს საქმე სჭირდება და არა ხმაური.


კავშირის წესდება დამტკიცებულ იქნა 1973 წლის 8 თებერვალს, ცვლილებები (სახელწოდებამაც) განიცადა 1978 და 1995  წლებში, ხოლო მისი ახალი რედაქცია მიღებულ იქნა 2005 წლის 7 ნოემბერს და და რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2005 წლის 29 ნოემბრის #464 გადაწყვეტილებით.


წესდების ზოგადი დებულებები.


საქართველოს წმინდა დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირი «ჩოხოსნები - 1973» (შემდგომში «კავშირი») არის არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე კავშირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და თავის საქმიანობას ახორციელებს აღნიშნული კოდექსის, საქართველოს მოქმედი კანონებისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.
კავშირი წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, განცალკევებული ქონება, საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საქართველოს და საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში.


კავშირი უფლებამოსილია თავისი სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი, პირადი არაქონებრივი უფლებები და იკისროს მოვალეობები, იყოს მოსარჩელე, ან მოპასუხე სასამართლოში.


კავშირს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით და ემბლემით, შტამპი და ყველა საჭირო რეკვიზიტი, აგრეთვე საკუთარი დროშა.


კავშირის საქმიანობის მიზანი .
ეროვნული ადათ-წესების, ზნე-ჩვეულებების, ტრადიციული ჩაცმულობის დაცვა და პოპულარიზაცია;
საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ისტორიული, ეთნოგრაფიული და კულტურული ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, შესწავლა, აღდგენა და მათი დაცვა;
დემოგრაფიული პრობლემების შესწავლა, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების გაწევა;
საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული წეს-ჩვეულებების აღორძინება;
ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მოძიება, აღორძინება მათი პოპულარიზაციის მიზნით:ფილმების გადაღება, წიგნების გამოცემა, ფესტივალების, შეჯიბრებების, სპორტული სანახაობის ჩვენება;
სპორტის ქართული სახეობების, აგრეთვე ცურვის და საწყალოსნო თამაშობათა აღდგენა-პოპულარიზაცია;
კლუბების და სხვა ტიპის გაერთიანებების შექმნა;


გალერეა .


დამფუძნებლები ჩოხებში, მეუღლეებით:პირველ რიგში - გიორგი ცხოვრებაძე, ზურაბ გველესიანი, ჰენრი კუპრაშვილი, მეორე რიგში - ნანა ჭელიძე, ლელა გრძელიშვილი, თამაზ შეროზია, თემურ ბჟალავა, ლუდმილა კუპრაშვილი.

პირველ რიგში დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, მეორე რიგში-თამაზ შეროზია, ჰენრი კუპრაშვილი, ზურაბ გველესიანი.

ჩოხოსნები – 1973–ისა (თავმ. ჰენრი კუპრაშვილი) და ჩოხოსან რაინდთა დასის (თავმ. გოგი დოლიძე) ერთობლივი ღონისძიება. 2010 წლის 8 თებერვალი.




კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2080 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/2
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები