შაბათი, 27.04.2024, 03:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 10 » პინკ ფლოიდი.
23:05
პინკ ფლოიდი.

პინკ ფლოიდი (ინგ. Pink Floyd) - ინგლისური როკ ჯგუფი, რომელიც ცნობილი გახდა ფსიქოდელური მუსიკის შესრულებით, განვითარების მიხედვით კი - პროგრესული როკის ჟანრის მუსიკით. მისი სიმღერები ცნობილია ფილოსოფიური ლირიკით, სხვადასხვა მუსიკალური ექსპერიმენტით, ალბომების ყდების ნოვატორული გაფორმებით და ფერადი შოუებით. როკ მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფის სახით, პინკ ფლოიდმა გაყიდა ალბომების 210 მილიონი ასლი, მათ შორის - 74.5 მილიონი ასლი მხოლო აშშ-ში.

ჯგუფმა გავლენა იქონია პროგრესული როკის ისეთ შემსრულებლებზე, როგორიც არის ჯენესისი და იესი.

პინკ ფლოიდი ჩამოყალიბდა ლონდონში, 1965 წელს, კემბრიჯიდან ჩამოსული სიდ ბარეტის მიერ, რომელიც შეუერთდა ჯგუფს The Tea Set. ამ ჯგუფში შედიოდნენ რეჯენტ სტრიტის პოლიტექნიკური სასწავლებლის სტუდენტები - ნიკ მეისონი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი და ბობ კლოუზი. ჯგუფი საკმაოდ წარმატებული იყო, მაგრამ ლონდონურ ანდერგრაუნდში ნამდვილ სენსაციად იქცა "პინკ ფლოიდის" სახელით, როდესაც 1967 წელს მიიღო ფსიქოდელიური იმიჯი.

მიუხედავად ამისა, ბარეტის ექსცენტრიული ქცევის გამო წევრებმა მას ჯგუფი დაატოვებინეს და მას შეუერთდა დევიდ გილმორი. ბარეტის წასვლის შემდეგ მთავარ იდეოლოგიურ ძალად რჩებოდა როჯერ უოტერსი, სანამ 1985 არ დატოვა ჯგუფი. პინკ ფლოიდი ყოველთვის უზომოდ პოპულარული იყო ინგლისში, მაგრამ მსოფლიო წარმატება მოიპოვა ალბომებით The Dark Side of the Moon (1973), Wish You Were Here (1975), Animals (1977), და როკ-ოპერის მსგავსი ორმაგი დისკით The Wall (1979).

1985 წელს უოტერსმა პინკ ფლოიდს "ამოწურული ძალა" უწოდა, მაგრამ დარჩენილმა წევრებმა, გილმორის ხელმძღვანელობით, განაგრძეს ჩაწერა და ტური. უოტერსმა მათ სასამართლოში უჩივლა, პინკ ფლოიდის სახელის გამოყენებისათვის, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ კვლავ ჰქონდათ ამის ნებართვა. მათ გამოსცეს წარმატებული ალბომები A Momentary Lapse of Reason (1987) და The Division Bell (1994). უოტერსი შეუერთდა ჯგუფს მხოლოდ 24 წლის შემდეგ, 2005 წლის 2 ივლისს, კონცერტზე Live 8.




პინკ ფლოიდი წარმოიშვა უფრო ადრე არსებული ჯგუფიდან, რომელიც ჩამოყალიბდა 1965 წელს - ამ კოლექტივს სხვადასხვა დროს ერქვა Sigma 6, The Megga Deaths, The Screaming Abdabs, და The Abdabs.ამ ჯგუფის დაშლის შემდეგ, რამდენიმე მუსიკოსმა - გიტარისტებმა რადო "ბობ" კლოუზმა და როჯერ უოტერსმა, ნიკ მეისონმა და რიჩარდ რაიტმა - ჩამოაყალიბეს ახალი კოლექტივი სახელად 'Tea Set'.

ხანმოკლე მოღვაწეობის შემდეგ ჯგუფი დატოვა კრის დენისმა, მისი ადგილი დაიკავა სიდ ბარეტმა (ვოკალი, გიტარა), ხოლო უოტერსმა გადაინაცვლა ბას გიტარაზე.

მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ორ ჯგუფს ერთდროულად ეწოდება 'Tea Set', ამიტომაც ბარეტმა დაიწყო ორიგინალური სახელის ძებნა, რის შედეგადაც მან მიაგნო The Pink Floyd Sound-ს. ეს იყო მისი ორი საყვარელი ბლუზ მუსიკოსის, პინკ ანდერსონისა და ფლოიდ კაუნსილის სახელებიდან შექმნილი ფრაზა.

თუმცა ჯგუფი მაინც მერყეობდა ძველსა და ახალ სახელებს შორის. საბოლოოდ მაინც მეორე ვარიანტი ამჯობინეს.სიტყვა Sound მალევე ამოაგდეს, მაგრამ არტიკლი The მაინც გამოიყენებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში.1984 წლამდე დევიდ გილმორი ხშირად ასახელებდა ჯგუფს, როგორც The Pink Floyd Sound, მიუხედავად იმისა, რომ მათ აღარ გამოუშვიათ ალბომები ამ სახელით.

ჯგუფის ადრინდელი საკონცერტო რეპერტუარის ელემენტებს შეადგენდა ნასესხები სიმღერები, როგორიც იყო "Louie, Louie", მაგრამ იმ დროისათვის, როდესაც პინკ ფლოიდი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც სტაბილური კოლექტივი, მათ ამ სიმღერებს განსაკუთრებული სახე მიანიჭეს, აქციეს რა ისინი ფსიქოდელიური იმპროვიზაციებისა და 'კოსმიური' სოლოების მაგალითად.

ჯაზზე ორიენტირებულმა კლოუზმა მალევე დატოვა ჯგუფი და გაჰყვა ფოტოგრაფის კარიერას. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად ასახელებენ ბარეტს, რომელიც ვერ შეეწყო ბობს. ამგვარად, ბობის წასვლის შემდეგ, ჯგუფში დარჩნენ ბარეტი (გიტარა, ვოკალი), უოტერსი (ბას გიტარა, დამატებითი ვოკალი), მეისონი (დასარტყამები, პერკუსია) და რაიტი (კლავიშები, დამატებითი ვოკალი).

მალე ბარეტმა საკუთარი სიმღერების წერა დაიწყო ამერიკული და ბრიტანული ფსიქოდელიური როკის გავლენით, რასაც თავისებურ სპეციფიურ იუმორსაც ამატებდა.პინკ ფლოიდი იქცა ანდერგრაუნდული მოძრაობის ერთ-ერთ ფავორიტად და უკრავდა ისეთ ცნობილ ადგილებში, როგორიც იყო კლუბი UFO, კლუბი "მარკი" და რაუნდჰაუსი.

1966 წლის ბოლოს ჯგუფი მიიწვიეს პიტერ უაიტჰედის ფილმისათვის Tonite Let's All Make Love in London რამდენიმე მუსიკალური თემის ჩასაწერად.საბოლოოდ, ისინი გადაიღეს ორი ნომრის, "Interstellar Overdrive" და "Nick's Boogie" იმპროვიზებული შესრულებისას (1967 წლის იანვარში).

მიუხედავად იმისა, რომ სრული ვერსია არ შესულა ფილმში, მოგვიანებით იგი გამოიცა ცალკე ფილმის სახით, რომელსაც London '66 - '67 ეწოდება. პოპულარობის ზრდასთან ერთად, ჯგუფმა 1966 წლის ოქტომბერში ჩამოაყალიბა კომპანია Blackhill Enterprises, რომელიც იყო პარტნიორული გაერთიანება მათსა და მათ მენეჯერების, პიტერ ჯენერსა და ენდრიუ კინგს შორის.ამ პერიოდში ასევე გამოიცა პირველი სინგლები "Arnold Layne" (1967 წლის მარტი) და "See Emily Play" (1967 წლის ივნისი)."Arnold Layne"-მა 20-ე ადგილი დაიკავა ბრიტანული სინგლების სიაში, ხოლო "See Emily Play"-მ 6-ე ადგილს მიაღწია.

ამან ჯგუფს მისცა პოპულარულ გადაცემაში Top of the Pops გამოსვლის საშუალება.უფრო ადრე, ისინი გამოჩნდნენ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში "It's So Far Out It's Straight Down", რომელიც გადაღებული იყო კლუბში UFO.ეს უკანასკნელი ნაჩვენები იყო 1967 წლის მარტში მხოლოდ ბრიტანეთის ტელეარხების მეშვეობით.

1967 წლის აგვისტოში გამოიცა სადებიუტო ალბომი The Piper at the Gates of Dawn, რომელიც დღეს ითვლება ბრიტანული ფსიქოდელიური მუსიკის მთავარ მაგალითად. იგი დადებითად მიიღეს იმ დროის კრიტიკოსებმა, დღეს კი მას თვლიან ერთ-ერთ საუკეთესო სადებიუტო ალბომად.

ალბომის სიმღერებში, რომლებიც უშუალოდ ბარეტის დაწერილია, კარგად ჩანს მისი პოეტური ნიჭი და მუსიკის ეკლექტიკური ნაზავი, ავანგარდული იმპროვიზაციიდან "Interstellar Overdrive" უცნაურ "The Scarecrow"-მდე, რომლის შთაგონებაც იყო კემბრიჯის გარეუბანი.

სურეალისტური და ფოლკლორით შთაგონებული ლირიკის (რომლის კიდევ ერთი მაგალითი არის "The Gnome") ფონზე, ჯგუფმა გამოიყენა სტუდიური შესაძლებლობების მაქსიმუმი, მოსინჯა რა ელექტრონული ტექნოლოგიის ახალი მიღწევები, როგორიც იყო სტერეო-არხები, ფირის დაჭრა, ექოს ეფექტი და ელექტრონული კლავიშები.

ალბომი იქცა ჰიტად ბრიტანეთში, სადაც მან 6-ე ადგილი დაიკავა, მაგრამ მას ნაკლები ყურადღება მიაქციეს ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი მხოლოდ 131-ე ადგილას მოთავსდა ჩარტებში - და ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც 1970-იან წლებში, ჯგუფის უსაზღვრო პოპულარობის ტალღაზე, მოგების მიზნით, ამერიკულმა კომპანიამ იგი ხელახლა გამოსცა შტატებში.

1967 წელს ჯგუფი შეუერთდა ჯიმი ჰენდრიქსის ჯგუფს და მათ გამართეს ერთობლივი ტური, რამაც პინკ ფლოიდის პოპულარობას ასევე შეუწყო ხელი.


ბარეტის დაცემა .

პოპულარობასთან ერთად, ცხოვრებისეულმა სტრესმა და ჰალუცინოგენების მიღებამ ბარეტზე დიდი გავლენა იქონია.მისი ფსიქიკური მდგომარეობა უარესდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში.მისი უცნაური ქცევის მიზეზად ხშირად ასახელებდნენ მის ინტერესებს ჰალუცინოგენების მიმართ.1968 წლის იანვარში, დევიდ გილმორი მიიწვიეს ჯგუფში, რათა იგი დახმარებოდა ბარეტს სიმღერისას და დაკვრისას.

მან ასევე ასწავლა სიდს დაკვრის რამდენიმე მეთოდი.სინამდვილეში, ისინი უკვე იყვნენ დიდი ხნის მეგობრები.

ბარეტის ქცევა სულ უფრო და უფრო უცნაური ხდებოდა და ნარკოტიკის ლსდ გამოყენების გამო მისი ჯანმრთელობა არასტაბილურად იქცა.

იგი ხშირად შეშდებოდა სცენაზე და ერთ წერტილში იხედებოდა და მხოლოდ ერთ ნოტს უკრავდა, იმ დროს, როდესაც ჯგუფის დანარჩენი წევრები დამოუკიდებლად მუშაობდნენ.

თავდაპირველად ჯგუფს სურდა, რომ ბარეტი დამჯდარიყო სტუდიაში და ეწერა სიმღერები, დევიდ გილმორი კი გამოვიდოდა მათთან კონცერტებზე, მაგრამ ისეთი უცნაური სიმღერები, როგორიც იყო "Have You Got It Yet?" (მის ჩაწერისას სიდი უკმაყოფილო იყო ყოველი დუბლით და გამუდმებით ცვლიდა ტონალობასა და აკორდებს), იყო ნათელი მაგალითი იმის, რომ სიდი ვერ მუშაობდა სტუდიაში.

იგი ოფიციალურად გაუშვეს ჯგუფიდან, 1968 წლის აპრილში და კოლექტივის მენეჯერებმა, კინგმა და ჯენერმა, გადაწყვიტეს, მას გაჰყოლოდნენ. პარტნიორული კავშირი დაირღვა და, კონტრაქტის გაუქმების შემდეგ, ჯგუფის მენეჯერად იქცა სტივ ო’რურკი. იგი ამ ფუნქციას ასრულებდა 2003 წლამდე, სანამ გარდაიცვლებოდა.

ორი სოლო ალბომის, The Madcap Laughs და Barrett 1970 წელს, გილმორის, რაიტისა და უოტერსის დახმარებით ჩაწერის შემდეგ, ბარეტი საბოლოოდ ჩაიკეტა საკუთარ თავში.იგი დასახლდა კემბრიჯში, აღარ რეაგირებდა სახელზე 'სიდი', უპირატესობას ანიჭებდა ნამდვილს სახელს, 'როჯერ'-ს. 35 წლის განმავლობაში მან იცხოვრა თითქმის სრულ იზოლირებაში და იშვიათად გადიოდა მაღაზიაში.ბარეტი გარდაიცვალა 2006 წლის 7 ივლისს.
მყარი საძირკვლის ძიებაში: 1968–1970 .

პინკ ფლოიდი 1968 წელს.

აქედან მოყოლებული, ჯგუფის შემოქმედება სავსეა ექსპერიმენტებით.გილმორი, რაიტი და უოტერსი უკვე რეგულარულად იწერდნენ ვოკალურ პარტიებს ჯგუფის სიმღერებისათვის, რადგანაც მთავარი ვოკალისტი, ბარეტი, უკვე წასული იყო ჯგუფიდან. ასევე იგი იყო სიმღერების მთავარი ავტორი და, ამჯერად, სამივემ გადაინაწილა ავტორობა სიმღერებზე და ვოკალური პარტიები.

უოტერსი უშუალოდ წერდა ჯაზურ მელოდიებს, სადაც დომინირებდა ბასი და სრულყოფილი ლირიკა, გილმორის ორიენტაციას წარმოადგენდა გიტარაზე აგებული ბლუზური ჯემები, რაიტი კი მელოდიურ ფსიქოდელიურ პარტიებს ასრულებდა კლავიშებზე, რომლებსაც ოდნავ დაჰკრავდა აზიური სურნელიც.ამ პერიოდის ჯგუფის ერთ-ერთი უცნაური ნომერია "A Saucerful of Secrets", რომელიც აგებულია ხმებზე, ფიდბეკის ეფექტზე, პერკუსიაზე და ფირების ხმაურზე.

თუკი ჯგუფის პირველი ალბომი თითქმის მთლიანად ბარეტის ქმნილება იყო, მეორე ალბომზე მას მხოლოდ ერთი სიმღერა, "Jugband Blues", დაუმთმეს. A Saucerful of Secrets გამოიცა 1968 წლის ივნისში, მოხვდა 9-ე ადგილზე ბრიტანეთის ჩარტში და იქცა ჯგუფის ერთადერთ ალბომად, რომელიც არ მოხვდა ამერიკულ ჩარტში.მიუხედავად იმისა, რომ ბარეტს თითქმის არ დაუწერია სიმღერები, ამ ალბომში ჯგუფი აშკარად განიცდის მის გავლენას.ფსიქოდელიური ჟღერადობა ამ დროისათვის უფრო და უფრო მეტად იზრდებოდა ექსპერიმენტებში.სასათაურო კომპოზიცია, რომელიც 12 წუთს გრძელდება, იყო მცირე მინიშნება შემდეგ ალბომებზე წარმოდგენილ ეპიკურ პიესებზე.იმ დროის კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს ეს ალბომი, ხოლო ბევრმა მუსიკოსმა ზურგი შეაქცია ფლოიდს, როგორც მსმენელმა - მაგალითი იყო დევიდ ბოუი, რომლისთვისაც სიდი ერთგვარ გურუს წარმოადგენდა. შემდეგ ჯგუფი მიწვეული იქნა რეჟისორ ბარბეტ შრედერის მიერ, ფილმის მეტი მუსიკის დასაწერად, რომლის პრემიერაც 1969 წლის მაისში შედგა.მუსიკალური ფრაგმენტები გამოიცა ცალკეული ალბომის, Soundtrack from the Film More (1969 წლის ივლისი) სახით, ალბომმა კვლავაც 9-ე ადგილი დაიკავა ბრიტანეთში, შტატებში კი - 153-ე.მიუხედავად იმისა, რომ ალბომზე ბევრი სიმღერის სრული ხიბლის გადმოცემა შეუძლებელი იყო, ჯგუფი ასრულებდა კონცერტებზე სიმღერებს "Green Is the Colour" და "Cymbaline" ("Main Theme" შესრულდა რამდენიმეჯერ კონცერტებზე, ერთ-ერთი შესრულებისას - 14 წუთის განმავლობაში), რომლებმაც დამატებითი ელფერი შეიძინეს კონცერტების დროს.იგივე სიმღერები იქცა ჯგუფის პირველი კონცეფტუალური შოუს, The Man/The Journey ნაწილად, რომელიც დღეს ჩაწერილია მხოლოდ ბუტლეგზე.

"Cymbaline" აგრეთვე იყო უოტერსის პირველი სიმღერა, სადაც ნახსენები იყო შოუ-ბიზნესის ინდუსტრიის სირთულეები.ალბომის დანარჩენი ნაწილი აგებულია ფოლკის ელემენტების მატარებელ როკ-ბალადებზე და რამდენიმე იმპროვიზაციაზე.
მუსიკალური ნაწყვეტები:
"Echoes" (1971 წ.)

ეს სიმღერა შესულია ჯგუფის 2001 წლის ალბომ Echoes: The Best of Pink Floyd-ში

ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

შემდეგი ალბომი, ორმაგი დისკი Ummagumma გამოვიდა, როგორც საკონცერტო ჩანაწერებისა და უბრალო სტუდიური ექსპერიმენტების კრებული, სადაც ყოველ წევრს ერგო ალბომის ¼.ფაქტიურად, ეს არის ჯგუფის წევრების დამოუკიდებელი სოლო-ნამუშევრები, თუმცა აქ ასევე მონაწილეობს მეისონის მეუღლეც, რომელიც ფლეიტაზე უკრავს.

თავად ალბომის სახელწოდება მეტად უცნაურია - კემბრიჯში ასე უწოდებდნენ სლენგზე სექსუალური კავშირის დამყარებას.არა მხოლოდ სახელწოდება, არამედ სტუდიური დისკის მასალაც მეტყველებს იმაზე, რომ ჯგუფი საკუთარი თავის ძიებაში იყო.უოტერსის ფოლკური "Grantchester Meadows", რაიტის ჯაზური "Sysyphus", პროგრესივის მატარებელი "The Narrow Way" და უცნაური სავარჯიშო დასარტყამ ინსტრუმენტებზე "The Grand Vizier's Garden Party" - ყველაფერი ეს ჯერ კიდევ შორს იყო იმისგან, რითაც ჯგუფი იქცა საქვეყნოდ ცნობილად.

თუმცა, პირველი დისკის (რომელიც საკონცერტო გამოსვლებზე იყო აგებული) მასალამ კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და აგრეთვე, უფრო პოზიტიური შეფასება, ვიდრე წინა ორმა ალბომმა.ასევე, ჯგუფის ფანებისთვისაც, იმ დროს ეს იყო ყველაზე საუკეთესო ალბომი. მან 5-ე ადგილი დაიკავა ბრიტანეთში, შტატებში კი - 74-ე. 1970-იანების პირველი ალბომი, Atom Heart Mother ხანგრძლივი პიესის შექმნის კიდევ ერთი მცდელობა იყო, აგრეთვე - ორკესტრთან მუშაობის პირველი შემთხვევაც.

დისკის პირველ მხარეს ჟღერს თავად 23 წუთიანი კომპოზიცია, რომელსაც უფრო მეტად შეიძლება ვუწოდოთ სიმფონიური როკის მაგალითი.დისკის მეორე მხარეს მოთავსდა ოთხი კომპოზიცია, რომელთაგან სამი სოლო-სიმღერას წარმოადგენს: როჯერ უოტერსის "If", დევიდ გილმორის ბლუზური "Fat Old Sun" და რიჩარდ რაიტის ნოსტალგიური "Summer '68".

ალბომის ფინალია კოლაჟი "Alan's Psychedelic Breakfast", სადაც შესაძლებელია ჯგუფის ტურების მენეჯერის, ალან სტაილზის სახლში ჩაწერილი ხმების მოსმენა.მიუხედავად მკაცრი კრიტიკისა, დისკი ჩაითვალა წინ გადადგმულ ნაბიჯად.დღემდე გილმორი თვლის, რომ მთავარი პიესა საკმაოდ სულელურია, უოტერსი კი - რომ ყველაზე კარგი იქნებოდა, იგი საერთოდ არ დაეწერათ.მიუხედავად ამისა, ეს იყო შემდეგი ეტაპი, რომელიც გაიარეს შემდეგი ალბომის ცენტრალური კომპოზიციის შესაქმნელად, ხოლო ალბომის პოპულარობამ ჯგუფი დაარწმუნა ამერიკული ტურის ჩატარების რეალობაში.

შემდეგი ორიგინალური ალბომის გამოცემის წინ, ჯგუფმა გამოუშვა კრებული Relics,, რომელშიც შესულია ადრინდელი სინგლები, სიმღერასთან "Biding My Time" ერთად, რომელიც მანამდე მხოლოდ პროგრამაში "The Man/The Journey" შედიოდა.მათ აგრეთვე ჩაწერეს მუსიკა მიქელანჯელო ანტონიონის მხატვრული ფილმისათვის ზაბრისკი პოინტი

.ამ სტუდიური სესიების დროს ჩაწერილი უამრავი მასალა ანტონიონიმ უვარგისად ჩათვალა და არ შეიტანა ფილმში, თუმცა, წლების შემდეგ იგი მაინც გამოიცა არაოფიციალურად, ფანების ერთ-ერთი ლეიბლის მიერ.ამ სესიების დროს ასევე ჩაიწერა "The Violent sequence", რომელიც არ შესულა ფილმში, მაგრამ სამი წლის შემდეგ მოხვდა ალბომში The Dark Side of the Moon, გადამუშავებული სახით, სახელწოდებით "Us and Them".

ამავე პერიოდში როჯერმა იმუშავა დოკუმენტური ფილმის სხეული მუსიკალურ თემებზე, რომლებიც გამოიცა ცალკე ალბომის, Music from "The Body" სახით.იგი ითვლება როჯერის პირველ სოლო ალბომად და არის რონ გიზინთან, ალბომის Atom Heart Mother პროდიუსერთან, თანამშრომლობის შედეგი.

ამავე პერიოდში ჯგუფი კონცერტებზე აქტიურად იყენებდა მოწყობილობას სახელწოდებით „აზიმუტ კოორდინატორი". ეს არის პირველი კვადროფონული სისტემა, რომელიც შედგება რამდენიმე დინამიკისგან. დიდ ყუთთან მიერთებული სახელურების მეშვეობით შესაძლებელი იყოს ხმის რეგულირება ისე, რომ კონცერტის დროს იგი მოძრაობდა დარბაზში წრიულად.

პირველი ამ მოწყობილობებიდან მოპარული იქნა დედოფალ ელისაბედის დარბაზში გამართული კონცერტის შემდეგ, ხოლო მეორე ასლი პირველად გამოყენებული იქნა 1969 წლის 14 აპრილის კონცერტზე. მოწყობილობა, როგორც წესი, იდგა რაიტის ორღანზე და რიჩარდი თავად მართავდა მას. დღეს იგი არ გამოიყენება, თუმცა, ცნობილია, რომ მისი გამოყენების უფლება მხოლოდ როჯერ უოტერსს აქვს.
შემოქმედების პიკი: 

შემდეგ ეტაპზე, ჯგუფმა დაიწყო ფსიქოდელიური იმიჯის მოცილებაზე ზრუნვა და იქცა უფრო დახვეწილ კოლექტივად, რომლის მუსიკალური მიმართულების ზუსტი დასახელება რთულია.სხვადასხვა სტილი, რომელსაც მიჰყვებოდა ჯგუფის სამი წევრი, იქცა ერთ უნიკალურ ჟღერადობად.

ამ პერიოდში გამოიცა ჯგუფის ორი შედევრი, The Dark Side of the Moon და Wish You Were Here.ჟღერადობა უფრო მეტად დახვეწილი და შეთანხმებული გახდა.როჯერ უოტერსის ფილისოფიური ლირიკა იდეალურად ერწყმოდა მისთვის დამახასიათებელ ბას-პარტიებს, გილმორის უნიკალური ბლუზური დაკვრის სტილს და რაიტის მსუბუქ მელოდიებს.

ამ პერიოდში გილმორის ვოკალი უფრო მეტად დომინირებს, ისევე, როგორც ქალური ვოკალი და დიკ პერის საქსოფონი, რომელიც ჯგუფის სტილის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.ჯგუფისათვის დამახასიათებელმა ატონალურმა და უხეშმა ჟღერადობამ გზა დაუთმო მშვიდ, რბილ და შემსუბუქებულ ჰანგებს, ეპიკური კომპოზიციების მწვერვალად კი "Echoes" იქცა.ეს პერიოდი ასევე ცნობილია ჯგუფში წარმატებული თანამშრომლობის წლებად.1973 წლის შემდეგ უოტერსის გავლენა უფრო მეტად გაძლიერდა მუსიკალურად და ლირიულად.

რაიტის თანაავტორობით შექმნილი უკანასკნელი კომპოზიციები ამ რამდენიმე წლის განმავლობაში არის "Shine On You Crazy Diamond" და "Time".ბარეტის უკანასკნელი "გამოჩენა" მუსიკისა და ლირიკის მხრივ, ჩანს კომპოზიციაში Wish You Were Here და ამავე სახელწოდების ალბომის ყველა დანარჩენ სიმღერაში.

ჯგუფის ჟღერადობა უფრო მეტად კონცენტრირებულია ალბომზე Meddle (1971), სადაც ჟღერს 23 წუთიანი "Echoes".მას დისკის ერთი მხარე უკავია, მთლიანად.

ეს არის მშვიდი სიმღერა პროგრესიული როკის ჟანრში, რომელშიც ჟღერს ხანგრძლივი გიტარული/ორღანული იმპროვიზაცია, შუაგულში კი - ვეშაპის ხმების იმიტაცია, რომელსაც გილმორი გამოსცემდა გიტარიდან.ნიკ მეისონი ამ ალბომს აღწერს, როგორც "პინკ ფლოიდის პირველ რეალურ ალბომს, რადგანაც სწორედ მასში წამოიწია თემებმა, რომელთა განხილვაც შემდეგ ალბომებშიც შეიძლებოდა".

ალბომზე იგრძნობა შემდგომი ალბომების მუსიკალური ელემენტებიც, მაგრამ მასში ამოგდებული ორკესტრი, რომელმაც ასეთი დიდი როლი ითამაშა წინა დისკზე.მასში ასევე შედის ატმოსფერული და ნახევრად მძიმე "One of These Days", რომელსაც გილმორი უკრავს "ლეპ სტილ" გიტარაზე და რამდენიმე სიმღერა, რომელიც უფრო ალბომის შესავსებ მასალად ითვლება.

ალბომი დიდი ენთუზიაზმით მიიღეს და იგი მოექცა 3-ე ადგილას ბრიტანულ ჩარტში.შტატებში მას მხოლოდ 70-ე ადგილი ერგო, თუმცა ნიკ მეისონი ამაში ამერიკულ კომპანიას ადანაშაულებდა, რომელმაც საკმარისი რეკლამა არ გაუწია ნამუშევარს. 1972 წელს გამოიცა ბარბეტ შრედერის კიდევ ერთი ფილმის, Obscured by Clouds თანმხლები დისკი, მუსიკით, რომელიც მასშია შესული.ეს მუსიკა, ისევე, როგორც შრედერის ჯგუფთან წინა ნამუშევრის, მთლიანად ეკუთვნის პინკ ფლოიდს.

წლების შემდეგ მეისონი თვლიდა, რომ ალბომი სენსაციურია, კრიტიკოსებმა კი იგი უარყვეს.დისკი, მიუხედავად ამისა, შესანიშნავ სიმღერებს წარმოგვიდგენს.უშუალოდ, აქ წარმოდგენილია ნახევრადბლუზური ნამუშევრები.ერთ-ერთი სიმღერა, თითქოს და მხიარული "Free Four", შეიცავს ისტორიას როჯერ უოტერსის მამის, ერიკ ფლეჩერის დაღუპვაზე მსოფლიო ომის დროს.

სტილისტიკით, ალბომი შორს იყო მისი წინამორბედისაგან, თუმცა, კვლავაც შეიცავდა მომაჯადოვებელ აკორდებს.ეს ასევე იყო ერთგვარი კავშირი შემდგომ სტუდიურ დისკთან. 1973 წლის ალბომი The Dark Side of the Moon ითვლება პინკ ფლოიდის ყველაზე დიდ წარმატებად - დღემდე იგი არა მხოლოდ ჯგუფის ალბომებში, არამედ მსოფლიო ხუთეულების სიაშიც იკავებს ერთ-ერთ საპატიო ადგილს (გაყიდვის მიხედვით).

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი არასოდეს იყო სინგლების გამოცემის მომხრე და ასეთ სტრატეგიას მიჰყვებოდა 1968 წლიდან, ამერიკულმა კომპანიამ მოითხოვა სინგლის გამოცემა, რისთვისაც შეარჩიეს "Money".ამან სათანადო რეკლამა გაუწია ალბომს და ჯგუფი პირველად აღმოჩნდა ამერიკულ ჩარტებში პირველ ადგილზე.

2006 წლის დეკემბრისათვის ალბომი მხოლოდ შტატებში გაიყიდა 15 მილიონი ასლის რაოდენობით, მსოფლიოში კი - 40 მილიონზე მეტი ასლის რაოდენობით."ბილბორდის" 200 საუკეთესო ალბომის სიაში მან დაჰყო ზუსტად 301 კვირა და დადებითად შეფასდა თითქმის ყველა კრიტიკოსის მიერ.გილმორის ნაცნობმა მუსიკოსებმა აღიარეს, რომ ეს მისი საუკეთესო ნაშრომი იყო, პინკ ფლოიდში მოსვლის შემდეგ. ამ ალბომზე საქსოფონი მნიშვნელოვან როლს თამაშობს.გარდა ამისა, წინ წამოწეულია ჯაზური იმპროვიზაციები და ქალების ვოკალური პარტიები.

ასევე, ტიპიურ როკ-სიმღერებში "Money" და "Time", გილმორის ტრადიციული გიტარის ჟღერადობა უპირისპირდება დანარჩენ ნომრებში გამოყენებულ "ლეპ სტილს" და კლერ ტორის ვოკალს, კომპოზიციაში "The Great Gig in the Sky".ალბომზე აგრეთვე გამოყენებულია ელექტრონული მუსიკის ელემენტები ("On the run") - სინტეზატორზე VCS3 ჯგუფი, მონოტონურად ჟღერს რამდენიმე ნოტი, რომლის ფონზეც ჯგუფი გადმოსცემს დიდი გადაფრენის ისტორიას - ეს ინსტრუმენტული ნომერი ასევე გულისხმობს ფრენის შიშსაც.

ასევე საგულისხმოა ალბომის ლირიკა, რომელმაც აქ საუკეთესო ფორმები შეიძინა და ითვლება ტექსტების მხრივ როჯერის ყველაზე სრულყოფილ ნამუშევრად ჯგუფთან ერთად.ფრენის, დაბერების, სიკვდილის შიში, უთანასწორობა ადამიანთა შორის, ანტილიმიტარიზმი, ფული, შეშლილობა - ეს არის დისკის მთავარი თემები, ხოლო პარანოიას, რომელიც აერთიანებს ყველა სიმღერას, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თითქოს და უმიზეზოდ ჩასმული მონოლოგები სხვადასხვა თემაზე, რომლებიც ჩაიწერეს სტუდიაში მყოფი თანამშრომლებისგან.უშუალოდ, ეს საუბრები აგებული იყო კითხვებზე "გეშინიათ თუ არა სიკვდილის?" და "ბოლოს როდის გამოიჩინეთ ძალადობა?".

ალბომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად იქცა მისი შავი ყდა, რომელზეც გამოსახულია შუქის დისპერსია, ანუ პრიზმაში გარდატეხილი სინათლის სხივი, რომელიც ფირფიტის ყდის ორივე მხარეს გაერთიანებულია ერთი სხივით.ეს სურათი, რომელიც უფრო ხშირად ფიზიკის სახელმძვანელოში გვხვდება, იქცა ერთ-ერთ საუკეთესო და ადვილ ამოცნობად ყდად მუსიკის ისტორიაში.

მოზღვავებული წარმატების ტალღაზე, ხმისჩამწერმა კომპანიამ ჯგუფის პირველი ორი ალბომი გააერთიანა ერთ კრებულში, სახელწოდებით A Nice Pair.

ამავე პერიოდში რეჟისორმა ედრიან მეიბენმა გამოუშვა ფილმი Live at Pompeii, რომელსაც იღებდა 1971-1972 წლებში - ეს არის პომპეის ნანგრევებში გადაღებული პინკ ფლოიდის კონცერტი, ყოველგვარი მაყურებლის გარეშე, რომელსაც ემატება კადრები ხმისჩამწერი სტუდიიდან.რამდენიმე წლის წინ გამოცემულ ამ ვიდეოფილმის ახალ ვერსიებში შეტანილია დამატებითი ინტერვიუებიც. Wish You Were Here, რომელიც გამოვიდა 1975 წელს, ატარებს თავის თავში გაუცხოების აბსტრაქტულ თემას - გაუცხოების მუსიკალური ინდუსტრიისაგან და, კონკრეტულად, სიდ ბარეტის გაუცხოების თემას.

ალბომი უფრო მეტად ცნობილია სასათაურო სიმღერით, თუმცა ასევე აღსანიშნავია ცხრა ნაწილისაგან შემდგარი "Shine On You Crazy Diamond", სადაც საუბარია ბარეტის პიროვნულ ტრაგედიაზე.ჯგუფისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი აქ კიდევ ერთხელ გაერთიანდა - ატმოსფერული ორღანი, ბლუზური პარტიები, საქსოფონი, ჯაზური იმპროვიზაცია და აგრესიული "სლაიდ" გიტარა - ფინალში კი გამოიყენება საყვირის იმიტაცია, რომელიც იყენებს მელოდიას ადრინდელი სინგლიდან "See Emily Play", რომლითაც ჯგუფი, თითქოს და საბოლოოდ ემშვიდობებოდა ბარეტის გავლენას.

ალბომში ასევე შესულია ორი სიმღერა "Welcome to the Machine" და "Have a Cigar" - ორივე შოუ-ბიზნესს ეხება, მეორე მათგანზე კი ჟღერს როკ-მუსიკოსის, როი ჰარპერის ვოკალი - ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც მთავარ ვოკალს (ერთი ვოკალისტის სახით) ჯგუფის ალბომზე ასრულებს მოწვეული მუსიკოსი.მიუხედავად იმისა, რომ იყო ვოკალის ჩაწერის მცდელობები, არც უოტერსმა და არც გილმორმა არ გაბედეს სტუდიურ ვერსიაში საკუთარი ხმის დამატება და, ამგვარად, მიღებული იქნა განსხვავებული კომპოზიცია, რომელსაც კრიტიკულად შეხვდა მსმენელი

.ალბომი კი, მთლიანობაში, დადებითად მიიღეს, შეადარეს რა იგი წინა ნამუშევარს. ცნობილია, რომ ალბომის ჩაწერის დროს სტუდიაში გამოჩნდა უცნაური მსუქანი, მელოტი, წარბებგაპარსული მამაკაცი.ჯგუფმა მასში მოგვიანებით სიდ ბარეტი იცნო.

იმ საღამოს იგი გილმორის ნიშნობას დაესწრო და გაქრა.ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც იგი შეხვდა ჯგუფის რომელიმე წევრს.გილმორის თქმით, ეს მართლა ასე მოხდა, თუმცა მას ზუსტად არ ახსოვს, რომელი სიმღერის დროს გამოჩნდა ბარეტი.
როჯერ უოტერსის ლიდერობა: 1976–1985 [რედაქტირება]

ამ პერიოდში უოტერსი უფრო და უფრო მეტ კონტროლს ამყარებდა პინკ ფლოიდზე. რაიტის მონაწილეობა სულ უფრო ნაკლებად იგრძნობოდა, მით უმეტეს, ალბომის The Wall ჩაწერისას, როდესაც უოტერსმა იგი უბრალოდ გააგდო ჯგუფიდან (თუმცა რაიტს ეს ნაკლებად ადარდებდა და იგი მშვიდად ისვენებდა საბერძნეთში, საკუთარ გემზე).

ამ პერიოდში შექმნილი მუსიკალური თემები ბევრი მსმენელის აზრით, მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ და უოტერსი უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ტექსტურ მხარეზე, რომელიც კიდევ უფრო ანტილიმილიტარისტული და ანტიპოლიტიკური გახდა.

შემდეგი ალბომის ჩაწერა დაემთხვა ინგლისში (და მსოფლიოში) დაწყებულ პანკ-მოძრაობას.იმ დროს, როდესაც პანკები აკრიტიკებდნენ თითქმის ყველაფერს, პინკ ფლოიდმა სოციალური მდგომარეობის გაუარესებას დაუპისპირა საკუთარი ლოზუნგი, სახელწოდებით Animals.ეს დისკი აგებულია ჯორჯ ორუელის 1945 წლის ნაწარმოებზე ცხოველთა ფერმა, სადაც ცხოველების მიერ დაწყებული დამოუკიდებელ მინი-სახელმწიფოდ ქცეული რევოლუციის გმირი ცხოველები გაიგივებულები არიან ადამიანებთან. ამ ალეგორიაში უოტერსის მიერ გამოყენებულია სამი პერსონაჟი - ღორი, ძაღლი და ცხვარი.ალბომის სიმღერები მათი თემის ირგვლის ტრიალებს.

საგულისხმოა, რომ ლირიკით ზედმეტად გამდიდრებული ალბომი ასევე უფრო მეტად იყო გიტარის პარტიებით სავსე, ვიდრე მისი წინამორბედი, რაც მის ერთ-ერთ დადებითად მხარედ ითვლება. მაგრამ, მიუხედავად ყველა დადებითი ფაქტორისა, ალბომს აფუჭებს ოდნავ მიყრუებული ჟღერადობა, რაც იმის ბრალია, რომ იგი იწერებოდა ჯგუფის საკუთარ სტუდიაში, ბრიტანია როუზე. ეს სტუდია ჯერ არ იყო ტექნიკურად სრულყოფილი. 2008 წელს მისი შენობა გაიყიდა.

ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომლისთვისაც რაიტს არაფერი დაუწერია (თუმცა კი მან შესანიშნავად აითვისა მისი მუსიკალური თემები და იდეალურად გადაამუშავა ისინი საკონცერტო შესრულებისათვის).

ისევე როგორც წინა ალბომზე, მას იწყებს და ასრულებს ერთი კომპოზიცია, ამ შემთხვევაში - "Pigs on the Wing", რომელიც აქ უფრო მოკლე და ლაკონური პროლოგისა და ეპილოგის როლს ასრულებს, ვიდრე მთავარი თემის (როგორც"Shine On You Crazy Diamond").ცენტრალური სამი ნომერია: სინტეზატორისა და გიტარის პიესა "Dogs", მონოტონური "Pigs (Three Different Ones)" და ბას გიტარის პარტიაზე აგებული "Sheep". ალბომში არ ჟღერს საქსოფონი და არ არის გამოყენებული ქალების ვოკალები.

ყდისთვის გამოიყენეს ლონდონის "ბეტერსის" ელექტროსადგური და გასაბერი ღორი, რომლის დაფიქსირებაც ფოტოფირზე ამ ელექტროსადგურთან ერთად ვერ მოხერხდა, ამიტომაც საბოლოო ვარიანტში გამოყენებულია უბრალო კოლაჟი. ამ დროიდან მოყოლებული, გასაბერი ღორი იქცა პინკ ფლოიდის კონცერტების განუყრელ ნაწილად.

1977 წლის დამქანცველი საკონცერტო ტურის დროს, რომელზეც პინკ ფლოიდს შეუერთდა ახალგაზრდა გიტარისტი სნოუი უაიტი, უოტერსმა შეამჩნია, რომ ბევრი მსმენელი ნაკლებ ყურადღებას აქცევს საერთოდ შესრულებას და ხშირად მისი ხმა უფრო ხმამაღალია, ვიდრე ინსტრუმენტების.

ასევე, აშკარა იყო, რომ ჯგუფის მაგია, რომელშიც იგულისხმებოდა მსმენელის მოჯადოვება უნაკლო შესრულებით, სადღაც გაქრა და წინა რიგებში მდგომი მსმენელები უოტერსს სულ უფრო და უფრო აღიზიანებდა, რადგანაც იგი ხედავდა მათ მაგალითზე, რომ მსმენელი კარგავს მუსიკოსთან კავშირს, სხვადასხვა

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1294 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები