პარასკევი, 26.04.2024, 09:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 12 » ლავრა.
22:35
ლავრა.

                        კიევ-პეჩერსკის ლავრა.

ლავრა (ბერძნ. laura), მამათა დიდი მართლმადიდებლური მონასტრის სახელწოდება. რუსეთში ცნობილია კიევ-პეჩერის (1598-იდან), სერგის სამების (1744-იდან) და სხვა ლავრები. საქართველოში — დავითგარეჯისა (VI ს.).

დავითის ლავრა.


დავითის ლავრა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. დაარსებულია VI საუკუნის I ნახევარში დავით გარეჯელის მიერ. დავითის ლავრის არქიტექტურული ანსამბლი, მისი სამონასტრო მეურნეობა სხვადასხვა პერიოდის ნაგებობათაგან შედგება (VI-XVIII სს.). გამაგრებულია გალავნითა და საგუშაგო კოშკებით. ეკლესიები, განდეგილთა სენაკები, საერთო საცხოვრებელი სამლოცველოთი ან სატრაპეზოთი, აგრეთვე საჯინიბო, საწყობები და სხვა.

სათავსები ძირითადად მღვიმეებშია მოთავსებული. მთის მასივში ხელოვნურად გამოკვეთილია წვიმის წყლის შესაგროვებელი სისტემა, წყალმიმღბი ღარები. ერთ-ერთ მღვიმეში წვეთ-წვეთობით გროვდება წყალი, ლეგენდის მიხედვით - "დავითის ცრემლი".

დავითის ლავრის ანსამბლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფართო ნაგებობა იყო იოანე ღვთისმეტყველის სახელობის კლდეში ნაკვეთი ეკლესია (XII ს., ამჟამად დანგრეულია), რომლის ჩრდილოეთ კედელზე (XVII ს.) ასახულია სცენები დავით გარეჯელის ცხოვრებიდან: "ლუკიანე წველის ირმებს" და "გველეშაპის დაწვა".



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1153 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები