პარასკევი, 26.04.2024, 10:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 12 » დედოფალი სოფიას მუზეუმი (მადრიდი).
23:39
დედოფალი სოფიას მუზეუმი (მადრიდი).

დედოფალი სოფიას ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (ესპ. Museo Nacional Centro de Arte Reina Sofía) ესპანეთის მე-20 საუკუნის ხელოვნების ეროვნული მუზეუმია (შემოკლ. დედოფალი სოფიას მუზეუმი). მუზეუმის ოფიციალური ინაუგურაცია 1992 წლის 10 სექტემბერს მოხდა და სახელი ესპანეთის დედოფფლის სოფიას საპატივცემლოდ დაერქვა.

მდებარეობს მადრიდში, ე.წ ხელოვნების სამკუთხედის სამხრეთ ბოლოში (მუზეო დელ პრადოსა და მუზეო თისენ-ბორნამისცასთან ერთად).

მუზეუმის მთავარ კოლექციათა შორისაა მე-20 საუკუნის უდიდეს ხელოვანთა პაბლო პიკასოსა და სალვადორ დალის ნამუშევრები. უდაოდ ყველაზე განთქმული ხელოვნების ნიმუში მუზეუმში არის პიკასოს "გერნიკა". რეინა სოფიაში ასევე ხუან გრის, ხოან მიროს, ხულიო გონზალესის, ედუარდო ჩილიდას, პაბლო პალზუელოს, ანტონი ტაპიეს, ლუციო მუნიოს და სხვა მრავალ განთქმულ მხატვართა თვალსაჩინო კოლექციებია.

აქვეა თავისუფალი ბიბლიოთეკა 100.000-ზე მეტი წიგნით, 3.500 ხმისა და 1.000-ზე მეტი ვიდეო ჩანაწერებით.

მუზეუმის ცენტრალური შენობა მე-18 საუკუნეში საავადმყოფო იყო. ინტენსიური თანამედროვე რესტავრაციითა და დამატებებით ძველი შენობა მნიშვნელოვანწილად განახლდა 1980-ში. 1988 წელს ახალი მუზეუმის ნაწილიც გახსნა და ამავე წელს იგი ეროვნულ მუზეუმად გამოცხადდა.

ფრანგი არქიტექტორი ჟან ნუველის პროექტის 8000 კვ.მ. ექსპანსია, რომელიც €92 მილიონი დაჯდა, 2005 წლის ოქტომბერში გაიხსნა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1129 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები