პარასკევი, 26.04.2024, 20:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 12 » ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმი.
23:43
ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმი.

მუზეუმი მარია-ტერეზიენ-პლაცზე, ვენა.


ხელოვნების ისტორიის მუზეუმი (გერმ. Kunsthistorisches Museum) ვენაში, ავსტრია, რინგშტრასეზე მდებარეობს და ერთ-ერთი წამყვანი სახვითი და დეკორატიული ხელოვნების მუზეუმია მსოფლიოში.

მუზეუმი გახსნა 1891 წელს ბუნების ისტორიის მუზეუმთან (Naturhistorisches Museum) ერთად ავსტრო-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის მიერ. ორივე მუზეუმს იდენტური ფასადი აქვს და ერთმანეთს უყურებს მარია-ტერეზიენ-პლაცზე. ორივე შენობა აიგო 1872-91 წლებში გოტფრიდ სემპერისა და კარლ ფრაიჰერ ფონ ჰაზენაუერის პროექტით.

რინგშტრასეზე მდებარე ორივე მუზეუმი იმპერატორის ხაზინიდან დაფინანსდა ჰაბსბურგის ვრცელი კოლექციის საზოგადოებისთვის გამოფენის მიზნით. შენობების ფასადები ქვიშანარევი ქვით არის მოპირკეთებული. შენობები მართკუთხა ფორმისაა და თავზე 60 მეტრი სიმაღლის ოქტაგონალური გუმბათი ადგას. შენობების ინტერიერი მოპირკეთებულია მარმარილოთი, შტუკოს ორნამენტებით, ოქროთი მოვარაყებული და მოხატული, რაც შენობებს თავად ხელოვნების მინუშად ხდის.

მუზეუმის კოლექცია.

   
მუზეუმის ძირითადი კოლექცია ჰაბსბურგთა ქონებაა, განსაკუთრებით ფერდინანდ ტიროლელის პორტრეტთა და საჭურვლის კოლექციები, იმპერატორ რუდოლფ II-ის კოლექციები, და ასევე არქიეპისკოპოს ლეოპოლდ ვილჰელმის ფერწერულ ტილოთა კოლექცია.

ნახატთა გალერეის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებია:
იან ვან ეიკი: "კარდინალი ნიკოლო ალბერგატი", 1438.
ალბრეხტ დიურერი: "სამების გაბრწყინება", 1511.
ჯუზეპე არკიმბოლდო: "ზაფხული", 1563.
მიქელანჯელო მერისი და კარავაჯიო: "როზენკრანცის მადონა", 1606.
"ეკლის გვირგვინით შემოსვა".
"დავით გოლიათის თავით".
პეტრე პავლე რუბენსი: "ილდეფონსოს საკურთხეველი", 1630.
რაფაელი: "მადონა მწვანეში", 1506.
იოჰანეს ვერმეერი: "ხელოვანი საკუთარ სტუდიაში", 1665.
პიტერ ბრიუგელ უფროსი: "ბაბილონის გოდოლი", 1563.

მუზეუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სკულპტურა, ბენვენუტო ჩელინის "სალიერა" 2003 წლის 11 მაისს მოპარულ იქნა. ქანდაკება 2006 წლის 21 იანვარს ახლომდებარე ქალაქ ზვეტლთან ტყეში ყუთში დამარხული იპოვეს. ეს ავსტრიის ისტორიაში უდიდესი ხელოვნების ნიმუშის მოპარვა იყო.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1149 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები