პარასკევი, 26.04.2024, 22:04
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » ახალი მუზეუმი (ბერლინი).
00:52
ახალი მუზეუმი (ბერლინი).

ეგვიპტური ეზო.


ახალი მუზეუმი (გერმ. Neues Museum) — მუზეუმი ბერლინში, მუზეუმის კუნძულზე, ძველი მუზეუმის გვერდით. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. მუზეუმისთვის შენობა 1843-55 წლებში ააგეს ნეოკლასიკურ სტილში ავგუსტ შტიულერის პროექტით.

მუზეუმის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და ათეულობით წლები მას შემდეგ ნანგრევებში იყო. შენობის აღდგენა დაიწყეს 1986 წელს. მუზეუმი 2009 წლის შემოდგომაზე გაიხსნა და მასში გამოფენილია ეგვიპტური და წინა- და ადრეისტორიული ექსპონატები, ისევე როგორც ეს ომამდე იყო. აქ გამოფენილ უძვირფასეს ნივთთა შორისაა ეგვიპტის დედოფალი ნეფერტიტის ბიუსტი.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1201 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები