შაბათი, 27.04.2024, 00:30
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » » მუსიკის ჰანგები.
20:18
» მუსიკის ჰანგები.


შესაძლოა უძველესი ადამიანები ჩვენზე მეტად ბედნიერები იყვნენ. თუმცა მგონი ერთ რამეში ჩვენ უფრო გაგვიმართლა: იმიტომ რომ გვაქვს მუსიკა.


თანამედროვე ტექნიკა საშუალებას გვაძლევს არასოდეს დავშორდეთ მას. სხვადასხვა ჟანრის და სტილის მელოდიები თან ახლავს ჩვენს ცხოვრებას, მასთან ერთად ვიზრდებით, ვოცნებობთ, გვიყვარს, განვიცდით და ვიცვლებით.

ჩვენს ცხოვრებაში ყოველ ახალ ეტაპს თავისი ჟღერადობა აქვს – ზოგს ბავშვობაში ბიტლების ეპოქა ჰქონია, ზოგს, შოპენის, ზოგს კიდე ჯექსონის, ზოგიც მარიო ლანცას სიმღერებს ღიღინებდა. რაზეა დამოკიდებული არჩევანი? იქნებ პიროვნების ტიპზე? თუმცა პიროვნების ტიპიც ხომ საიდანღაც ყალიბდება.

შესაძლოა, პასუხი იმაშია, თუ როგორ მუსიკას ვუსმენდით იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ გვქონდა ჩამოყალიბებული მუსიკალური გემოვნება და დამოუკიდებლადაც არ შეგვეძლო მაგნიტოფონის ჩართვა. 


მოკლედ, ყველაფერი შორეული ბავშვობიდან მოდის.
მუსიკა, რომელიც ახალდაბადებულ ბავშვს ესმის, მისი სამყაროს ნაწილი ხდება. მას ჯერ არ აქვს მელოდიის რიტმის და განწყობის გრძნობა, თუმცა უკვე რაღაცას აღიქვამს, ითვისებს. სივრცეში ჩაღვრილი მელოდია, როგორც მზის სხივი, ბავშვის ოთახში რომ შემოდის, პატარას ცნობიერებაში იჭრება. ისევე როგორც კედლების ფერი ჩვილის ოთახში, იგი შეუმჩნევლად ზემოქმედებს მის ხასიათზე.


ინტერიერის გაფორმებას დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ოთახის თანაბარ განათებასაც, სათამაშოების ფაქტურასაც და ზოგჯერ გვავიწყდება მუსიკა. თანაც, ფსიქოლოგებმა დიდი ხანია შენიშნეს, რომ სხვადსხვა მელოდია სრულიად განსხვავებულად მოქმედებს ბავშვის განწყობაზე, ხოლო როცა ის მუდმივ ფონად გადაიქცევა, თავისებურად ზემოქმედებს პიროვნების ჩამოყალიბებაზე.

ამასთან, სპეციალისტები ერთ რამეში თანხმდებიან: საბავშვო სიმღერებისა და ტრადიციული იავნანების მერე ბავშვის ფსიქიკაზე განსაკუთრებით დადებით გავლენას ახდენს კლასიკური მუსიკა.


ბავშვი, რომელიც იზრდება ვივალდის, მოცარტის, ბახის მელოდიების გარემოცვაში, აშკარად გამოირჩევა პატარებისგან, რომლებიც პასიურად უსმენენ მუსიკას. კლასიკურ მელოდიას აქვს რამდენიმე ღირსება: ჰარმონია, კეთილშობილი ინტონაცია და ტონების საოცარი სიმდიდრე – ყველაფერი ის, რაც პატარა ადამიანს ეხმარება გახდეს კულტურული ადამიანი. თანამედროვე მუსიკის მოსმენა ხომ, როგორც კარგის, ისე ყველაზე ცუდის, უფრო იოლია – მას ის პლუსები აქვს, რაც სწორედ ჩვენს დროს ახასიათებს: მკაფიო რიტმი და დინამიკა.

მიჩვევაც პრობლემა არ არის. თუმცა კლასიკური მუსიკის შეყვარება და მოსმენა ხშირად თავიდან უნდა ვისწავლოთ. აქ კი, ჩვენს პატარას მშობლებმა უნდა გავუწიოთ დახმარება. პირველ რიგში, უნდა გავერკვეთ რომელი მუსიკის მოსმენა ჯობს ცხოვრების დასაწყისში. აღმოჩნდა, რომ არსებობს გარკვეული წესები.

 
სამ წლამდე ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული ნაღვლიანი, მშფოთვარე და ტრაგიკული მელოდიების მოსმენა – თუნდაც მომაჯადოებელი იყოს მათი ჟღერადობა. შესაძლოა, როცა ეს პატარები გაიზრდებიან, მშობლების მსგავსად უპირატესობას მიანიჭებენ მინორს და ტრაგიკულ ექსპრესიას.


მაგრამ პაწაწინა მელომანები, როგორც წესი, ირჩევენ უფრო ნათელ, მშვიდ და ოპტიმისტურ ინტონაციებს. და მართალნიც არიან!
ფსიქოლოგების აზრით, ამგვარი მუსიკა ბავშვებს უქმნის პოზოტიურ განწყობას და ეხმარება შეიგრძნონ ცხოვრება, როგორც მყუდრო და ხალისიანი სამყარო. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პატარა მელომანებისთვის ყველაზე შესაფერისი კომპოზიტორი არის ვოლფგან ამადეუს მოცარტი. მისი შემოქმედება ხომ საინტერესო გამოცანაა.

ფსიქოლოგების ურიცხვი კვლევა აჩვენებს, რომ მოცარტის მუსიკა - ჰარმონიული, ლაღი, დახვეწილი და უბრალო - უძლიერეს დადებით გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკის, შემოქმედებითი საწყისისა და ინტელექტის განვითარებაზე. ისე, მოცარტის მუსიკა მარტო ბავშვებზე როდი ახდენს ნაყოფიერ გავლენას. 


რაშია მოცარტის მელოდიების საიდუმლო - უცნობია. მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს. ერთი ვერსიით, მოცარტმა, რომელიც 4 წლის ასაკში გახდა კომპოზიტორი, თავის მუსიკაში გადაიტანა სინამდვილის სუფთა, ბავშვური აღქმა. თუმცა, რა თქმა უნდა, შეცდომა იქნება თუ მოცარტს ჩავთვლით მხოლოდ "მზის კომპოზიტორად” – მის შემოქმედებაში საკმაოდაა ჭეშმარიტად ტრაგიკული ნაწარმოებებიც. ბავშვებს კი უფრო მეტად მოსწონთ მისი "პატარა ღამის სერენადა”, თურქული მარში და ასევე არიები ოპერებიდან: ”ჯადოსნური ფლეიტა”, "დონ ჟუანი”, "ფიგაროს ქორწინება”.


კიდევ ერთი კომპოზიტორი, რომლის შემოქმედებაც უდაოდ მოეწონებათ ბავშვებს – ჩაიკოვსკი გახლავთ. თან, შესაძლოა, ფრაგმენტები მისი ბალეტებიდან "მძინარე მზეთუნახავი”, "მაკნატუნა”, "გედების ტბა” უფრო მოხიბლავთ, ვიდრე პიესები "საბავშვო ალბომიდან” და "წელიწადის დროებიდან”.

თუმცა ჩაიკოვსკის ყველა ეს ნაქწარმოები ხასიათდება ერთი უზარმაზარი ღირსებით –აქტიურად რთავს მსენელს თავის გარემოში, სთავაზობს პატარა მელომანს წარმოიდგინოს ბუნების სურათები და ჩაეფლოს ძველებური სეზონური გართობების სამყაროში ("წელიწადის დროები”), ან მოფიქროს რაიმე ისტორიები და პატარა მუსიკალური მოგზაურომა მოაწყოს მსოფლიოს ქვეყნებში ("საბავშვო ალბომი”), ან უბრალოდ იცეკვოს. ჩაიკოვსკის ბალეტის მუსიკაში ხომ მართლა არის რაღაც ისეთი, რაც გულგრილად ვერ დატოვებს ვერც ერთ გოგონას, რომელიც ოცნებობს ბალერინობაზე.

შესანიშნავი მელოდიები შიეძლება ვოპოვოთ ბახთან, რომელმაც შექმნა არა მარტო ბრწყინვალე ტრაგიკული ნაწარმოებები, არამედ საოცარი "ხუმრობა” (#2 სუიტიდან) და ღვთაებრივი არია, 33 სუიტიდან. პატარას შეგვიძლია მოვასმენინოთ როსინის უვერტიურები და შტრაუსის ვალსები, კლემენტის სონატინები, ბეთჰოვენის პიესები, ძველებური მარშები.
თუმცა, როგორც იტყვიან, მუსიკის შერჩევა მხოლოდ ნახევარი საქმეა.


თავიდან მუსიკა ჩვილის ცხოვრებაში მხოლოდ ფონად არსებობს. უფროსებს ხშირად აღარ გვახსოვს ბავშვის მუსიკის აღქმის თავისებურებები. პატარებს თითქოს არ ესმით მელოდია, არ რეაგირებნ, მშვიდად აგრძელებენ თავიანთ საქმეს: თამაშობენ, ხატავენ.

თუმცა, ამგვარი პასიური მოსმენა ილექება ქვეცნობიერში. ბავშვს შეგვიძლია დავეხმაროთ და "გავაგონოთ” მუსიკა, რომ მისი აღქმა იყოს უფრო გააზრებული და შეგნებული სიამოვნებაც მიანიჭოს. ყველაზე მარტივი ხერხია ვურჩიოთ იცეკვოს რიტმულ მუსიკაზე, ჩვენთან ერთად, ან სათამაშოს კომპანიაში – ან იქნებ ნახოს როგორ ცეკვავს დედიკო. დაინტერესების მეორე გამოცდილი ხერხი – თამაში " რას ჰგავს ეს?”, როდესაც ბავშვი შეეცდება გამოიცნოს, რა ესმის მას მუსიკაში: წვიმის შხაპუნი, ჩიტების ჭიკჭიკი: ამგვარი თამაშისთვის გამოგვადგება ისეთი საპროგრამო ნაწარმოებები, როგორიცაა "წელიწადის დროები” როგოც ვივალდის, ისე ჩაიკოვსკის.

პიესები, რომელსაც აშკარა სიუჟეტი არ აქვს, თავისებურად კარგია იმიტომ, რომ თანდათან ბავშვი შეძლებს მოიფიქროს ნებისმიერი ისტორია ყველაზე საოცარი თავგადასავლებით – და შეუძლია სურათიც დახატოს თავისი შთაბეჭდილებების საილუსტრაციოდ. საყვარელი მუსიკა შეიძლება დღის სასიამოვნო თანამგზვრი გახდეს.

ერთხელ შერჩეული მშვენიერი მელოდიები შესაძლოა გახდეს მიწვევა სუფრასთან, დღის ან ძილისპირული იავნანა, გართობის ფონი, მაგალითად ხატვისას – საკმარისია მოკლე ნაცნობი ფრაგმენტიც.

სხვათა შორის, მნიშვნელოვანია, არ გადავტვირთოთ ბავშვი მუსიკით, არ დავღალოთ – მუსიკამ ხომ სიამოვნება უნდა მიანიჭოს, და არ უნდა იქცეს მომაბეზრებელ ხმაურად. თანდათან ბავშვი ეჩვევა ცხოვრებას მუსიკის თანხლებით – თანაც კარგი მუსიკის. ის იწყებს მელოდიის ელფერების და ტონების გარჩევას. და მისი სამყარო უფრო მდიდარი ხდება, გრძნობები კი დახვეწილი.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1224 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები