პარასკევი, 26.04.2024, 18:45
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » ანჩის სახარება.
08:28
ანჩის სახარება.


ანჩის სახარება (ოთხთავი) — სახარების ხელნაწერი, რომელიც XI—XII საუკუნეებითაა დათარიღებული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ინახება. ანჩის სახარება შესრულებულია ეტრატზე, ნუსხური დამწერლობით.


სახარება წინა მხრიდან შეჭედილია ვერცხლით, შემკულია მწვანე მინით. წმინდა წიგნს ახლავს მათე მახარებლის ფერადი მინიატურა. ყდა და შიდა გვერდების მხატვრობა შესრულებულია ბექა ოპიზარის მიერ. სახარება 269 გვერდისგან შედგება, მათ შორის 3 გვერდი დაუწერელია.

უნიკალურ დოკუმენტს ბოლოში აქვს მინაწერი, სადაც სახარების გადამწერი ანჩელი მთავარეპისკოპოსი თევდორე მოიხსენიებს დავით სოსლანს, თამარ მეფეს, ლაშა-გიორგისა და ოქროსმქანდაკებელ ბექას.

ხელნაწერი წყაროსთავის ეკლესიიდან (კლარჯეთი) ჩამოუტანიათ თამარ მეფის ბრძანებით და ანჩისხატის ტაძარში დაუსვენებიათ. უნიკალური ისტორიული ძეგლის რესტავრაცია სულიერების, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა დააფინანსა 2008 წელს.

ამავე დროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ანჩის სახარებას გამოკვლევა ჩაუტარდა. ექსპერტიზის შედეგად დაზუსტდა სახარების გადაწერის პერიოდი და ტყავის ყდაზე არსებული მწვანე თვალის სახეობა.

ანჩის სახარება 1923 წელს საისტორიო არქივისთვისთვის წალკაში მცხოვრებ მოქალაქეს გადაუცია.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1130 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები