შაბათი, 27.04.2024, 04:08
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » სვიმეონ ღვთისმიმრქმელი.
09:14
სვიმეონ ღვთისმიმრქმელი.

რუსული ხატი. XV საუკუნე.

მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი იერუსალიმში ცხოვრობდა. ეგვიპტის მეფემ პტოლემეოს II ფილადელფოსმა 258-247 ქრისტეს შობამდე იგი სხვა სწავლულებთან ერთად მიიწვია ალექსანდრიაში წმინდა წერილის წიგნების ბერძნულ ენაზე სათარგმნელად. მართალი სვიმეონი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს თარგმნიდა.

როცა მივიდა ადგილამდე: ”აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს.” (ესაია 7,14) მან ჩათვალა, რომ დედანში შეცდომა იყო გაპარული და აპირებდა ”ქალწულის” ნაცვლად ”დედაკაცი” ჩაეწერა.

მაგრამ ამ დროს გამოეცხადა ანგელოზი, ხელი დაუჭირა და უთხრა: ”ირწმუნე ამ სიტყვების და თავად დარწმუნდები მაგ ჭეშმარიტებაში. არ მოკვდები მანამ, სანამ არ იხილავ ყოვლადწმინდა ქალწულისაგან შობილ ქრისტე მაცხოვარს”. ამ დღიდან მოყოლებული, სვიმეონი მესიის მოლოდინით ცხოვრობდა.

და ეს დღეც დადგა. სულიწმინდამ აუწყა სვიმეონს: ”აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი!” და ისიც ”მადლითა ქრისტიანე, მწიგნობარ კითხვით და ანგელოზ ცნობით” ტაძრისკენ გაეშურა.

მრავალ დედათა შორის მან გამოარჩია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ხელში აიყვანა ყმა იესო და შეჰღაღადა: ”აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით.

რადგანაც იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი, რომელიც განამზადე ყველა ხალხის წინაშე, ნათელი წარმართთა გასანათლებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად.” (ლუკა 2,29-32). შემდეგ მან აკურთხა მართალი იოსები და ღვთისმშობელს წინასწარმეტყველურად მიმართა: ”აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად ისრაელში, და განხეთქილების ნიშნად. და თვით შენც სულში გაგივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალი გულის ზრახვანი.” (ლუკა 2,34-35)

შემდგომ ამისა, აღესრულა ღირსი სვიმეონი. მან 360 წელი იცოცხლა. ლუკა მახარებლის მოწმობით, ”კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაი და მოელოდა ნუგეშინისცემასა ისრაელისასა; და სული წმიდაი იყო მის ზედა.” VI საუკუნეში მისი უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში დაასვენეს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1019 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები