09:48 ივერიის მონრეალის ღვთისმშობლის ხატი. | |
ივერიის მონრეალის ღვთისმშობლის ხატი 1981 წელს დაიწერა ათონის წმიდა მთაზე. იგი წარმოადგენს ივერიის (ივერონის) ღმრთისმშობლის ხატის ასლს, რომელსაც წილად ხვდა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასწაულთმოქმედი მირონმდენი ხატი მსოფლიოში. ხატის ისტორია განუყრელად დაკავშირებულია ესპანური წარმოშობის ჩილელის, იოსებ (ხოსე) მუნიოს კორტესის ცხოვრებასთან.
1982 წლის შემოდგომაზე იოსები მეგობრებთან ერთად ათონის მთაზე გაემგზავრა, რადგან დიდი სურვილი ჰქონდა მოენახულებინა ხატწერის მდიდარი ტრადიციებით განთქმული წმინდა დანიელის სკიტი. სკიტისაკენ მიმავალთ გზა აებნათ და შემოაღამდათ. ბილიკმა ისინი ქრისტეს შობის სახელობის ღარიბულ სკიტში მიიყვანა, სადაც თოთხმეტი ხატმწერი ბერი მოღვაწეობდა. მათ სიხარულით მიიღეს სტუმრები და შემდეგ მიიწვიეს ხატწერის სახელოსნოში. იოსებმა სახელოსნოში დაინახა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომლის წაბრძანებაც გადაწყვიდა ამერიკაში, მაგრამ ბერებმა ხატი მას არც აჩუქეს, და არც მიყიდეს. მეორე დღეს ბერებმა თავიანთი ნებით გადასცეს იოსებს ეს ხატი. იოსებ მუნიოსი მონრეალში (კანადა) დაბრუნდა 1982 წლის 3 ნოემბერს. 24 ნოემბერს ღამის სამ საათზე ხატმა დაიწყო ძლიერი კეთილსურნელება. ბზობის კვირას ხატი თითქოსდა შრებოდა და კვლავ განაახლებდა მირონდენას დიდ შაბათს, აღდგომის - მართლმადიდებელი ერის დიდი დღესასწაულის კარიბჭესთან. მირონი მოწვეთავდა მუდამ ერთი და იგივე ადგილიდან: ღმრთისმშობლისა და მაცხოვრის ხელებიდან და ყოვლადწმინდა ქალწულის მარჯვენა მხარზე გამოსახული ვარსკვლავიდან; ხშირად მირონს გამოჰყოფდა ხატის ჩარჩოც, თუმცა იგი შედარებით ახალი დამზადებული იყო. ერთხელ ხარების დღესასწაულზე მირონი წამოვიდა ხატის დამცველი შუშის გარეთა ზედაპირიდან: მასზე იწყეს გაჩენა ცვარის მსგავსი მირონის უმცირესმა წვეთებმა, ისე რომ ღმრთისმშობლის გამოსახულება თითქმის აღარ ჩანდა. ხატის უკანა მხარე მუდამ მშრალი რჩებოდა. მრავალი კათოლიკე და პროტესტანტი მოკრძალებით მოდიოდა, რათა თაყვანი ეცა საკვირველთმოქმედი ხატისათვის. ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ხატიდან მირონის ასეთი ხანგრძლივი დენა.
1997 წლის 30 ოქტომბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში იოსებ მუნიოსი უცნობმა პირებნა წამებით მოკლეს. გამოძიებას უშედეგოდ აწარმოებს ათენის პოლიციის სამმართველო. მირონმდენი ხატი მას შემდეგ გამოცხადებულია დაკარგულად.იოსებ მინუოსის ცხედარი 10 ნოემბერს მონრეალში გადაასვენეს. დაკრძალულია ქ. ჯორდანვილში, წმიდა სამების მონასტრის სასაფლაოზე. 1998 წლის იანვარში დაიწვა წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი მონრეალში, სადაც ესვენა ხოლმე ივერიის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი. ამჟამად ტაძრის შენობა აღდგენილია და მასში ტარდება წირვა - ლოცვა. | |
|