პარასკევი, 26.04.2024, 23:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » მოზდოკის ივერიის ღვთისმშობელი.
09:56
მოზდოკის ივერიის ღვთისმშობელი.

მოზდოკის ივერიის ღვთისმშობელი - სასწაულმოქმედად შერაცხილი ღვთისმშობელის ხატი, ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი.


ისტორია.

ეს ხატი ეკუთვნოდა სახელგანთქმულ ქართველ მეფე თამარს, რომელიც განსაკუთრებულად იმით გამოირჩეოდა, რომ კავკასიის მთიელთა შორის ქრისტიანობის გავრცელებას ცდილობდა. მრავალი ჩერქეზი წარმართის მოქცევისა და გაქრისტიანების შემდეგ თამარ მეფემ მათ ივერიის ღვთისმშობლის ხატი გაუგზავნა. თამარის დროიდან 1768 წლამდე ხატი იმყოფებოდა მთებში, სადაც მრავალი სასწაულით განდიდდა.

ის უვნებლად გადაურჩა ორ ხანძარს, როდესაც მთლიანად დაიწვა ტაძარი, რომელშიც იგი იმყოფებოდა. 1768 წელს იმპერატრიცა ეკატერინე II განკარგულებით მთიანი ოსეთის მკვიდრი ჩრდილოელები მთებიდან თერგის გასწვრივ ჩამოსახლდნენ და თან ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ჩამოიტანეს.

მოზდოკის ეპისკოპოსი ლიტანიით გამოვიდა ღვთისმშობლის ხატთან შესახვედრად და მის წინაშე პარაკლისი აღასრულა, სურდა, ხატი თან წაეღო და ტაძარში მოეთავსებინა, მაგრამ იმ ურემში შებმული ხარები, რომელზედაც ხატი იყო დაბრძანებული, ადგილიდან არ იძვროდნენ. ხალხი ბრბოებად მიდიოდა, რათა თაყვანი ეცა ხატისთვის.

ღვთის ამგვარი მოწყალებით გახარებული მოსახლეობა ისწრაფოდა, რომ სამლოცველო აეგო და ივერიის ღვთისმშობლის ხატი მასში დაებრძანებინა.

გარკვეული დროის შემდეგ, 1798 წელს მოზდოკში, გამოჩინების ადგილას აიგო ეკლესია, სადაც ხატი იქნა დაბრძანებული. ზეციურ დედოფალს ავადმყოფობის და უბედურების დროს მიმართავს ყველა: მართლმადიდებლები, სომხები, კათოლიკები, ჩერქეზები და ოსები. უდიდესი სასწაულების გამო განადიდებენ მას, სანთლებს ანთებენ და სავედრებელ ლოცვას აღავლენენ.

ხალხში არსებული გადმოცემის მიხედვით, 1840 წელს, როცა შამილი მოზდოკთან იყო მისული, მას და მის ჯარს თეთრად მოსილი ქალი გამოეცხადა და ქალაქზე თავდასხმა აუკრძალა.

წმინდა ხატის თაყვანისსაცემად მოზდოკისკენ ხალხის აურაცხელი ჯგუფები მიილტვის. მორწმუნეები თავს მოვალედ თვლიან, რომ იმარხულონ და ეზიარონ სწორედ მიძინების ეკლესიაში, სადაც სასწაულმოქმედი ხატი იმყოფება.

ბევრი, დადებული აღთქმის გამო, აქ ღამის განმავლობაში ფეხშიშველი რამდენჯერმე უვლის გარს ტაძარს. ყველა ღვთისმშობლის ძლიერებისა და გულმოწყალების იმედით მოდის და შემწეობისა და ნუგეშის გარეშე არავინ რჩება.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1140 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები