პარასკევი, 26.04.2024, 16:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 15 » იცოდით რომ...
00:43
იცოდით რომ...

...იულიუს კეისარმა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს იმიტომ გადმოიტანა, რომ ამ დღეს არჩეული კონსულები იწყებდნენ მოვალეობის შესრულებას...
...რომაული ისტორიოგრაფიის წარმოიშობის მიზანი იყო პროპაგანდა, ჯერ კიდევ ძვ. წ. III საუკუნეში რომაელები მიხვდნენ დამპყრობლურ ომებში პროპაგანდის მნიშვნელობას...
...როდესაც ჩინგის ყაენი დაიბადა, იმ ღამეს საშინელი ჭექაქუხილი იყო, ახალშობილს კი მარჯვენა ხელში სისხლი ჰქონდა, მას დაბადებისთანავე უწინასწარმეტყველეს, რომ იგი უდიდესი დამპყრობელი გახდებოდა და უამრავ სისხლს დაღვრიდა...
...ატილა ჰუნი, რომელმაც რომის იმპერიის უდიდესი ნაწილი დაიყრო, გარდაიცვალა საყვარლის ლოგინში...
...პირველი მონოთეისტური რელიგია ძველ ეგვიპტეში წარმოიშვა...
...რუსეთის მცდელობას შემოეერთებინა ჩუკოტკის ნახევარკუნძული, ჩუქჩებთან საუკუნოვანი წარუმატებელი ომი მოყვა...
...მცხეთა მესხთა ქალაქს ნიშნავს და აგებულია ხეთური კულტურის გავლენის ქვეშ მყოფი გადმოსახლებული მესხების მიერ...


.სწორი ჰეპტადეკაგონის (17-კუთხა მრავალკუთხედი, სურათზე) აგება ფარგლითა და 
სახაზავით შეიძლება და ეს პირველად კარლ გაუსმა მოახერხა 1796 წელს.
...ტოპოლოგიურად ფინჯანს, გირსა და ბლითს ერთიდაიგივე გეომეტრიულ ფიგურებად მიიჩნევენ.


...ნობელის პრემიის გარდა არსებობს ასევე იგ-ნობელის პრემია, ის ყოველწლიურად ადრე შემოდგომაზე ჰარვარდში მიენიჭება ისეთ ათ მიღწევას მეცნიერებაში, რომლებიც "ჯერ გვაცინებს, შემდეგ კი გვაფიქრებს".


...ჟურნალ "Scientific American"-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად ადამიანის გენიალური მიღწევები მის დაუღალავ შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული და არა დაბადებით მინიჭებულ ნიჭზე.


... ე. წ. ათი წლის წესით ნებისმიერი პროფესიის დასაუფლებლად 10 წლის დაუღალავი შრომაა საჭირო.


...მზის სისტემის მეათე პლანეტა (შემდგომში ჯუჯა პლანეტად შერაცხული, პირობითი სახელით 2003 UB313) მხოლოდ 2005 წელს აღმოაჩინეს და მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ პროზერფინა შეარქვან თუ პერსეფონი. ორივე სახელი ბერძნულ-რომაული მითოლოგიით პლუტონის (ჰადესი) მიწისქვეშეთში გამომწყვდეულ ცოლს ერქვა.


აფრიკის უმაღლესი წერტილია კილიმანჯარო.


მსოფლიოში უდიდესი უდაბნო არის ანტარქტიდა, ხოლო უდიდესი ქვიშიანი უდაბნო საჰარა.
მსოფლიოში უდიდესი ტბა არის კასპიის ზღვა.


წყნარ ოკეანეში დაახლოებით 25000 კუნძულია.


ოთხი უდიდესი კუნძული რომელზედაც განლაგებულია იაპონია არის ჰოკაიდო, ჰონსიუ, კიუსიუ და სიკოკუ.


მდინარე დუნაიზე მდებარეობს ოთხი ევროპული ქვეყნის დედაქალაქი, ვენა, ბრატისლავა, ბელგრადი და ბუდაპეშტი.


ყაზახეთის ახალი დედაქალაქი 1998 წლიდან არის ასტანა.


...ჭვირნიშანი (ნიმუში სურათზე) ქვია გამჭვირვალე გამოსახულებას (მოხატულობა ან ტექსტი ქაღალდზე), რომელიც ჩანს მხოლოდ სინათლეზე გახედვისას; კეთდება ქაღალდის წარმოების პროცესში ქაღალდის სველ ტილოზე ეგუტერის ან მრგვალბადიანი მანქანის ცილინდრების მეშვეობით...


...ოქროს ფიქსირება პროცედურაა, რომლითაც ოქროს ფასი ლონდონის ბაზარზე ფიქსირდება ლონდონის ბულიონის ბაზრის ასოციაციის ხუთი წევრის მიერ...
...აშშ-ში ცენტებისა და ნიკელების გადადნობასა და ექსპორტზე გათვალისწინებულია ჯარიმა $10.000-მდე და/ან მაქსიმუმ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა...
...მშპ დეფლატორი ეწოდება საფასო ინდექსს, რომელიც გამოიყენება ეკონომიკაში ყველა ახალი ადგილობრივად წარმოებული საბოლოო პროდუქტისა და მომსახურების ფასებში ცვლილებების გამოსათვლელად...
...ლიკვიდურობა ეკონომიკური ტერმინია, რომელიც მიუთითებს ფასიანი ნივთების (აქტივების) უნარზე სწრაფად გაიყიდოს საბაზროსთან მიახოებულ ფასად...
...ვატიკანში ბანკომატებს ინსტრუქცია ლათინურ ენაზეც აქვს...


1980 წელს თბილისში ჩატარდა საბჭოთა კავშირში პირველი სანქციონირებული როკ-ფესტივალი „გაზაფხულის რიტმები. თბილისი-80" (ფირფიტის გარეკანი სურათზე).
...შარავანდი, რომლითაც ჩვეულებისამებრ შუასაუკუნეების ქართველი ხატმწერები მონარქებს გამოსახავდნენ საეკლესიო ფრესკებში, არ ჩანს ბეთანიის მონასტრის მხატვრობაში...
...მერი შერვაშიძე, გალაკტიონის მუზა, 1921 წელს სტამბოლში გამართული მსოფლიო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა...


..დეპუტატი გიგა ბოკერია გიო ცინცაძის ფილმში „ბუზი" თამაშობს...


...დმანისში აღმოჩენილი მამონტის ჩონჩხი 2 მილიონი წლისაა და თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება...


...რაჭაში ადრე გაზაფხულზე ყველიერის დადგომამდე გოჭის ხუთშაბათს ზეიმობენ...
...საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ცნო 1920 წლის მოსკოვის ხელშეკრულებით იმ პირობით, რომ საქართველოს მიწაზე საბჭოთა რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ძალების შეიარაღება არ განლაგდებოდა...


.პლატონი ფილოსოფოსთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონიც იყო - მან ორჯერ გაიმარჯვა პანკრატიონში შეჯიბრში.
... მძიმე წონით კატეგორიას კრივში არა აქვს მაქსიმალური წონის ლიმიტი...
...საფეხბურთო კლუბი "თბილისის მრეტები" პირველი ოფიციალურად პროფესიული კლუბი იყო საბჭოთა კავშირში...


..პირველი სახელმწიფოს მეთაური, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1961 წელს, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა იაპონიაში, იყო პერუს პრეზიდენტი მანუელ პრადო ი უგარტეჩე (სურათზე) ...

...დღემდე შემორჩენილი პირველი გეოგრაფიული გლობუსი, გერმანელმა გეოგრაფმა მარტინ ბეჰაიმმა გააკეთა 1492 წელს ...
...სამწამიანი მუსიკა, რომელიც კომპიუტერში Windows 95-ის ჩატვირთვის დროს ჟღერს, 1995 წელს ბრაიან ინოუმ Microsoft-ის დაკვეთით დაწერა...
...სამხრეთამერიკელი ინდიელები მტაცებელი თევზის პირანიას ყბებს მაკრატლის მაგივრად ხმარობდნენ...
...მესამე რაიხის ერთ-ერთი სახელმწიფო მოღვაწე ჰერბერტ ბაკე ბათუმში დაიბადა...
...პრჟევალსკის ცხენის უკანასკნელი ჯოგი ბუნებაში 1967 წელს შეამჩნიეს, ხოლო უკანასკნელი წარმომადგენელი 1969 წელს. ამ ჯიშის ყველა ცხენი ამჟამად მხოლოდ ზოოპარკებში ბინადრობს...


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1236 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები