შაბათი, 27.04.2024, 02:19
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 16 » ხელოვნების ძირითადი დარგები.
10:21
ხელოვნების ძირითადი დარგები.

ავსტრალიელ აბორიგენთა ხელოვნება, ავსტრალიის ეროვნული გალერეა, კანბერა.


არქიტექტურა (ბერძნ. αρχή — დაწყება, τέχνη — ხელოსნობა; „ვიწყებ ხელოსნობას") — შენობა-ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს, ანუ მაკრო დონიდან — ურბანული დაგეგმარება, ურბანული დიზაინი და პანორამული არქიტექტურა, მიკრო დონემდე — ინტერიერისა და ავეჯის შექმნის ჩათვლით. არქიტექტურული დიზაინი ითვალისწინებს, როგორც მშენებლისთვის ღირებულებასა და საინჟინრო თვალსაზრისით მართებულობას, ასევე მომხმარებლისთვის ფუნქციონალურ და ესთეტიურ მნიშვნელობას.


ლეონარდო და ვინჩი, ავტოპორტრეტი, გრაფიკა ცარცით.

გრაფიკა ნიშნავს გამოსახულების შექმნას სხვადასხვა სახის ხელსაწყოებისა და ტექნიკის მეშვეობით. ის ძირითადად მოიცავს რაიმე გლუვ ზედაპირზე (მაგ. თაბახზე) ანაბეჭდების შექმნას მასზე ხელსაწყოს ზეწოლითა ან ზედაპირის გასწვრივ მისი მოძრაობით. ძირითადი ხელსაწყოებია გრაფიტის ფანქრები, კალამი და მელანი, მელნის ფუნჯები, სანთლის ფერადი ფანქრები, კრაიონი, ნახშირი, პასტელი და მარკერები.

თანამედროვე გრაფიკაში ასევე გამოიყენება ციფრული მედია და ხელსაწყოები მსგავსი ეფექტის მისაღებად. გრაფიკაში ძირითადი ტექნიკაა: ხაზვა, ჰაჩინგი, კროსჰაჩინგი, სკრიბლინგი, სტიპლინგი და ბლენდინგი.


დეკორატიული ხელოვნება

დეკორაციული ხელოვნება ტრადიციულად განისაზღვრება, როგორც ორნამენტული და ფუნქციონალური ნამუშევარი კერამიკაზე, ხეზე, მინაზე, ლითონზე ან ტექსტილზე. ეს სფერო მოიცავს ავეჯს, ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურას. დეკორაციულ ხელოვნებას ხშირად სახვითი ხელოვნების ისეთი სახეებისგან, როგორიცაა მხატვრობა, ხაზვა, ფოტოგრაფია და სკულპტურა, საპირისპირო კატეგორიაში მოიხსენიებენ. ზოგიერთ წყაროში დეკორატიული და გამომსახველობითი ხელოვნება იმიჯნება ფუნქციონალობის, დანიშნულების, სტატუსისა და არტისტული მნიშვნელობის მიხედვით.


ძმები ლუმიერები.


კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ~") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.

კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების" პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის და სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.

კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.


ეს ანიმაცია მოძრაობს 10 კადრით წამში.


ეს ანიმაცია მოძრაობს 2 კადრით წამში. ამ სიჩქარით, ინდივიდუალური კადრები შესამჩნევია.


12 კადრი/წამში ტიპიური სიჩქარეა მულტფილმისთვის.

ანიმაცია (ასევე მულტიპლიკაცია) — სტატიკური გამოსახულებების დროში მონაცვლეობით შექმინილი მოძრაობის ოპტიკური ილუზია. კინოპროდუქციაში ანიმაციის სახელით ცნობილია ტექნიკა რომლის დროსაც ფილმის თითეული კადრი იქმნება ინდივიდუალურად.

ეს კადრები შეიძლება იქმნებოდეს კომპიუტერის, ნახატი გამოსახულებების ფოტოგრაფირების ან სანიმუშო ერთეულისთვის განმეორებითი მცირე ცვლილებების გაკეთებისა და შედეგის სპეციალური ანიმაციური კამერით გადაღების საშუალებით.


დოკუმენტური ფილმი

დოკუმენტური ფილმი – კინოხელოვნების სახეობა, რომელიც გულისხმობს რეალური ისტორიული მოვლენებისა თუ რეალური ადამიანების ასახვას (განსხვავებით მხატვრული ფილმისაგან).


კინოხელოვნების ტერმინები .

კადრი – კინემატოგრაფი – კინო – კინოაპარატი – კინოდრამატურგია – კინოთეატრი – კინომუსიკა – კინოსაპროექციო აპარატი – კინოსტუდია – კინოფირი – როლი – სცენარი – ფილმი – ფოტოფირი
კინოხელოვნების მოღვაწენი .

მსახიობი – ოპერატორი – რეჟისორი – სცენარისტი – ფოტოგრაფი

იხილეთ აგრეთვე:
გამოჩენილი კინორეჟისორები
გამოჩენილი კინომსახიობები
სხვადასხვა .

კინოფესტივალები:
ბერლინის კინოფესტივალი – „ოქროს დათვი"
ვენეციის კინოფესტივალი – „ოქროს ლომი"
კანის კინოფესტივალი – „ოქროს პალმის რტო"
ლოკარნოს კინოფესტივალი – „ოქროს ლეოპარდი"
მოსკოვის კინოფესტივალი – "ოქროს გიორგი"

კინოხელოვნების პრემიები:
გოია – ესპანეთი
ოსკარი – აშშ
სეზარი – საფრანგეთი
ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდო

ცნობილი კინოსტუდიები:
გომონი – დეფა – ლენფილმი – მე–20 საუკუნე ფოქსი – მოსფილმი – პარამაუნთი – ქართული ფილმი – ჰოლივუდი.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1517 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები