პარასკევი, 26.04.2024, 16:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 21 » ილარიონ ქართველის ცხოვრება.
23:54
ილარიონ ქართველის ცხოვრება.
„ილარიონ ქართველის ცხოვრება", IX საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწის ილარიონ ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება. დღემდე მოღწეულია მისი ხუთი რედაქცია: ვრცელი ათონური (ხელნაწერი თარიღდება 1074), მეტაფრასული (ხელნაწერთა უმრავლესობა XVIII საუკუნით თარიღდება), მოკლე (XIII-XIV, XVIII სს.), ძველი სვინაქსარული (XII ს-დან) და გვიანდელი სვინაქსარული (XVIII ს-დან) რედაქციები. მათი წარმომავლობისა და ურთიერთმიმართების შესახებ ორი ვარაუდია გამოთქმული:

1. ვრცელი ათონური რედაქცია ექვთიმე მთაწმიდლის მიერ ბერძნულ ენაზე დაწერილი ხოტბა-ენკომიის თავისებურად გადმოკეთებას, ხოლო მეტაფრასული რედაქცია, რომლის ავტორად თეოფილე ხუცესმონაზონი არის მიჩნეული, ათონური რედაქციის გადამუშავებას უნდა წარმოადგენდეს (კ. კეკელიძე).

მოკლე რედაქცია ამ ვარაუდის გამოთქმის დროს (1919-1920) არ ყოფილა გათვალისწინებული (ხელნაწერი აღმოჩნდა 1946).


2.„ილარიონ ქართველის ცხოვრება" ქართულ ენაზე დაიწერა (ბ. კილანავა, მ. დოლაქიძე); მისი ვრცელი ათონური და მეტაფრასული რედაქციები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეიქმნა, თუმცა წყარო — თხზულების მოკლე რედაქცია — საერთო აქვთ. იგივე რედაქცია უდევს საფუძვლად სვინაქსარულსა (ე. გაბიძაშვილი).

ამ ვარაუდის თანახმად ექვთიმე მთაწმიდლისა და თეოფილე ხუცესმონაზონის ავტორობის საკითხი საბოლოოს გადაწყვეტილად ვერ ჩაითვლება.


„ილარიონ ქართველის ცხოვრებაში" აღწერილია ილარიონ ქართველის სამონასტრო მოღვაწეობა კახეთში, მისი მოგზაურობა პალესტინაში, რომში, კონსტანტინოპოლში, თესალონიკესა და ბითვინიის ოლიმპზე.

თხზულება საყურადღებოა ქართული სამონასტრო კოლონიზაციის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით.

ეს ერთადერთი წყაროა, რომელიც გვაწვდის IX საუკუნეში ბითვინიის ოლომპზე ქართველთა მოღვაწეობისა და კონსტანტინოპოლის მახლობლად პრომანის (რომანის) ქართველთა მონასტრის დაარსების შესახებ. თხზულების მეტაფრასული რედაქცია გამოსცა მ. საბინინმა (1882). ვრცელი ათონური — მ. ჯანაშვილმა (1901), ძვ. სვინაქსარული — კ. კეკელიძემ (1919) და სხვა. რუსულად თარგმნეს ა. მურავიოვმა (1860) და მ. საბინინმა (1872), ლათინურად — პ. პეეტერსმა (1913).

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1086 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები