პარასკევი, 26.04.2024, 11:45
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » გულანი.
00:00
გულანი.
გულანი, საეკლესიო კრებული, რომელშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები - სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები, მარხვანი და ზატიკი, საწინასწარმეტყველო, ფსალმუნნი, ჟამნი, სვინაქსარი, ტიბიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხები და სხვა.

გულანებს, რომელთაგან ზოგი ორ-სამ ფუთსაც კი იწონიდა, იძენდნენ მდიდარი ეკლესიები და მონასტრები. ჩვენამდე მოღწეულია გელათის, დავითგარეჯის, მცხეთის, ალავერდის, კაცხის, მარტვილის, შემოქმედისა და სხვა ეკლესია-მონასტერთა გულანები. გულანის მოკლე რედაქციას ეწოდება "ჟამნ-გულანი" (შეიცავს "ჟამნსა" და მოკლე სვინაქსარულ საკითხებს; ცნობილია ყანჩაეთისა და რუისის ეკლესიის "ჟამნ-გულანი"). სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, გულანი "გულთ სანდომად შეკრებული წიგნია". იგი ორიგინალური ქართული კრებულია და არც ერთ სხვა ეკლესიას არა აქვს.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1105 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები