შაბათი, 27.04.2024, 07:31
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » ვახტანგ გორგასლის აჯანყება.
00:28
ვახტანგ გორგასლის აჯანყება.
ვახტანგ გორგასლის აჯანყება — V საუკუნის მიწურულს ქართლში მომხდარი აჯანყება.

სპარსელებს საქართველოში ბევრი წარჩინებული უჭერდა მხარს. მათ შორის ვარქსენ პიტიახშიც იყო. მან ქრისტიანობის ერთგულებისთვის თავისი ცოლი შუშანიკი აწამა. მალე ვახტანგმა ვარსქენ პიტიახში მოაკვლევინა და აჯნყებაც დაიწყო.

პირველ წელს მეფემ დიდ წარმატებას მიაღწია — ირანელები განდევნა ქართლიდან. მომდევნო წელს დიდი ჯარი დაიძრა საქართველოსკენ.

ქართველებს აჯანყებული სომხებიც შეუერთდნენ. ირანელების დასახვედრად ლაშქარი საქართველოს საზღვართან მთებში დაბანაკდა.

სპარსელები ბარში გაჩერდნენ. ვახტანგ გორგასალი შიშობდა, რომ მტერი ქართლში შეიჭრებოდა და ქვეყანას ააოხრებდა, ამიტომ აჩქარდა, მთიდან დაეშვა და მრავალრიცხოვან მტერს გაშლილ ველზე შეებრძოლა. უთანასწორო ბრძოლაში ქართველ-სომეხთა ლაშქარი დამარცხდა.

მართალია აჯანყება დამარცხდა, მაგრამ სპარსელები იძულებულნი გახდნენ დათმობებზე წასულიყვნენ. მათი ბატონობა შესუსტდა. ვახტანგ გორგასალი არ შეურიგდა ბედს. მიუხედავად დამარცხებისა, იგი აგრძელებდა დამპყრობლებთან ბრძოლას.

საბოლოოდ ვახტანგი შეეწირა კიდეც ომს. სპარსელებთან ერთ-ერთ შეტაკებისა მოღალატემ მეფეს იღლიაში ისარი სტყორცნა. ამ ადგილას ვახტანგ გორგასალს ჯაჭვის პერანგი გარღვეული ჰქონდა. მძიმედ დაჭრილი მეფე უჯარმაში წაიყვანეს.

ისარი ფილტვამდე ყოფილა შეღწეული. ვახტანგს ჭრილობა გაურთულდა და გარდაიცვალა. ამ დროს იგი დაახლოებით 60 წლისა იყო.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1098 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები