პარასკევი, 26.04.2024, 21:52
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » მატიანე ქართლისა.
09:49
მატიანე ქართლისა.


მატიანე ქართლისა, XI საუკუნის ქართველი ანონიმური ავტორის თხზულება, რომელშიც გადმოცემულია VIII — IX საუკუნეების საქართველოს ისტორია. შესულია „ქართლის ცხოვრებაში". „მატიანე ქართლისა" პირობით უწოდა ივანე ჯავახიშვილმა. თხზულება დაწერილი უნდა იყოს 1072—1073.

შედგება 2 მთავარი ნაწილისაგან (საქართველოს ისტორია VIII საუკუნის დასასრულიდან X საუკუნის დასასრულამდე, ბაგრატ III-ის გამეფებამდე, და ერთიანი საქართველოს ისტორია გიორგი II-ის მეფობის პირველი წლების ჩათვლით, 1072 წლამდე).

პირველი ნაწილი ძალიან მოკლეა, მეორე — შედარებით ვრცელია. ავტორის კონცეფციის თანახმად, VIII საუკუნე საქართველო ერთიანი ქვეყანა იყო, მის სათავეში იდგა მეფე არჩილი , რომლის სიკვდილის შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა ვერ შეინარჩუნეს ერთიანობა და ქვეყანა დაიშალა...

ნაწარმოების მთავარი იდეაა ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის და გარეშე მტრის წინააღმდეგ. ავტორს გამოუყენებია ქართული და უცხოური წყაროები. იგი კარგად იცნობდა საქართველოს მეზობელი ქვეყნების ისტორიას, მათ ზრახვებს საქართველოს მიმართ და თანამედროვე მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ვითარებას.

ნაწარმოები გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით, დაწერილია სადა ენით, დახვეწილი სტილით. ცნობები ძირითადად სანდოა. ავტორი ცდილობს ისტორიული მოვლენები მათი მიზეზ-შედეგობრივი თანამიმდევრობით ახსნას.

დათარიღება მოცემულია ქართული ქორონიკონით. თხზულება თარგმნილია ძვ. სომხურ ენაზე (XII ს.), ფრანგულად, რუსულად.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1040 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები