შაბათი, 27.04.2024, 00:12
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » კოლონისტები საქართველოში.
09:56
კოლონისტები საქართველოში.

კოლონისტები საქართველოში, საქართველოში უცხოტომელთა ჩამოსახლება ხდებოდა გვიანდელ ფეოდალურ ეპოქაში(მგ., ოსთა ჩამოსახლება, სომხებისა და ბერძნების ჩამოსახლება ერეკლე II-ის დროს და სხვა). XIX საუკუნეში ამ მოვლენას თავისებური ხასიათი და მიზანდასახულობა მიეცა. რუსეთის მთავრობას სურდა საქართველოში კოლონისტთა სახით სოციალური დასაყრდენი გაეჩინა, ქვეყნის ბუნებრივი რესურსები აეთვისებინა.

1819 წლიდან მან დაიწყო საქართველოში გერმანელთა კოლონისტთა გადმოსახლება, რომელთაც შექმნეს სოფლები: მარიენფელდი (სართიჭალაში), ალექსანდერსდორფი (დიდუბეში), პეტერსდორფი (სართიჭალასთან), ელიზაბეტალი (ახლანდელი ასურეთი), ეკატერინენფელდი (ბოლნისთან) და სხვა.

მთავრობამ კოლონისტებს საუკეთესო მიწები მისცა და ფინანსური დახმარებაც გაუწია. კოლონისტთა საქმეებს წარმართავდა საგანგებო სამმართველო (გაუქმდა 1871).

მათთვის შეიმუშავეს წესდება, რომელიც კოლონისტებს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებდა. მაგრამ კოლონისტებმა ვერ გაამართლეს მთავრობის იმედი, ვერ აამაღლეს ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო-კულტურული დონე, თუმცა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქვეყნების ურთიერთობათა განვითარებაში (განსაკუთრებით — ხელოსნობაში).

XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთის მთავრობამ ირანისა და თურქეთის ტერიტორიიდან გადმოსახლებული სომხები და ბერძნები ჩაასახლა თრიალეთში, სამცხესა და ჯავახეთში. გამოუყო მათ მიწები და მატერიალურადაც დაეხმარა.

სომხები გადმოსახლდნენ აგრეთვე 70-იან წლებში და I მსოფლიოს ომის პერიოდში ბერძნებმა და სომხებმა საქართველოში კომპაქტური დასახლებები შექმნეს და ეროვნული თვითმყოფობა შეინარჩუნეს.

რუსეთის მთავრობამ საქართველოში რუსი ჯარისკაცებისა და სექტანტების დასახლებებიც შექმნა, მაგრამ ათ ქვეყნის სამეურნეო-კულტურულ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლი არ უთამაშიათ.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1124 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები