პარასკევი, 26.04.2024, 10:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » ჟან ანტუან ჰუდონი.-ფრანგი მოქანდაკეები.
11:36
ჟან ანტუან ჰუდონი.-ფრანგი მოქანდაკეები.

ჰუდონი, უდონი ჟან ანტუან (* 20 მარტი, 1741, ვერსალი ― †15 ივლისი, 1828, პარიზი), ფრანგი მოქანდაკე. ევროპის პორტრეტული ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

1764-1768 იყო საფრანგეთის აკადემიის პენსიონერი რომში, სადაც გაიტაცა ანტიკურმა ხელოვნებამ და ანატომიამ. სახელი გაუთქვა ქანდაკებამ "დიანა" (1776, თაბაშირი, გოთის სასახლის მუზეუმი, გერმანია), რომელშიც მოდელის არისტოკრატიული დახვეწილობა ერწყმის მკაცრ კლასიცისტურ ფორმებს.

შემდომში შექმნა პორტრეტების სერია ჟ. ჟ. რუსო (1878, თაბაშირი, სამხატვრო მუზეუმი, შვერინი), ბ. ფრანკლინი (1776), ო. გ. მირაბო (1791, ორივე ტერაკოტა, ლუვრი, პარიზი). ვოლტერის ბიუსტი (1776) და ქანდაკება (1781, მარმარილო, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი). ჰუდონის პორტრეტებისათვის ნიშანდობლივია ფსიქოლოგიური დახასიათების მრავალმხრივობა და სიმახვილე, ფორმის ცოცხალი ძერწვა, სილუეტის სიცხადე, ექსპრესიულობა. მეტი ლაკონურობითა და ბუნებრივობით ხასიათდება ბავშვებისა და ქალების სახეები ("მეუღლის პორტრეტი", 1787, თაბაშირი, ლუვრი, პარიზი და სხვ.).

1805-1823 წლებში ჰუდონი ასწავლიდა პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლაში.


ჟერმენ პილონი


ჟერმენ პილონი (ფრანგ. Germain Pilon; დ. 1536/37, პარიზი – გ. 3 თებერვალი, 1590, პარიზი), ფრანგი მოქანდაკე, აღორძინების ხელოვნების წარმომადგენელი. სწავლობდა პიერ ბონტანთან. განიცადა ჟან გუჟონი გავლენა. 1570-იან წლებში შესრულებულ პორტრეტულ სტატუებსა და ბიუსტებში იგრძნობა დრამატიზმი (ანრი II-ის საფლავის ქანდაკება და ეკატერინე მედიჩის საფლავის მორთულობა).

1572 წლიდან ეჭირაპორტრეტულ გამოსახულებათა მთავარი კონტროლიორის თანამდებობა, ამავე დროს ხელმძღვანელობდა სამედალო საქმეს. მის მიერ შესრულებული მედლები გამოირჩევა დეტალების ვირტუოზული დამუშავებით, კომპოზიციის კომპაქტურობითა და სიმკაცრით.


"L'Amour menaçant", მარმარილო, ლუვრი.


ეტიენ მორის ფალკონე

"L'Amour menaçant", მარმარილო, ლუვრი.

ეტიენ მორის ფალკონე (ფრანგ. Étienne Maurice Falconet; 1716 - 1791), აღიარებული პირველი რანგის ფრანგული როკოკოს სტილის მოქანდაკე, რომელსაც მადამ დე პომპადური პატრონობდა.

დაიბადა ხელმოკლე ოჯახში პარიზში. თავდაპირველად შეგირდად ჰყავდა აყვანილი ხელოსანს, თუმცა ზოგიერთმა მისმა თიხის ფიგურამ, რომელთაც ის თავისუფალ დროს ქმნიდა, მალე მოქანდაკე ჟან-ბატისტ ლემოინის ყურადღება მიიპყრო, რომლმაც ის თავის მოსწავლედ აიყვანა. მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკულპტურა იყო კროტონის მიო, რომელმაც მას ბოზ-არტის აკადემიის წევრობის საშვი მისცა 1754 წელს.

საზოგადოებაში ცნობილი გახდა 1755-57 წლის სალონებში გამოფენილი მისი ამურისა და ნიმფას ქანდაკებით, რომელიც ამჟამად ლუვრშია.


ჟან ბატისტ პიგალი

ჟან ბატისტ პიგალის ძეგლი პარიზის მერიასთან

ჟან ბატისტ პიგალი (ფრანგ. Jean-Baptiste Pigalle; დ. 26 იანვარი, 1714, პარიზი — გ. 21 აგვისტო, 1785, პარიზი), ფრანგი მოქანდაკე. სწავლობდა (1722 წლიდან) რ. ლე ლორენთან და ჟ. ბ. ლემუანთან. იმოგზაურა იტალიაში (1736-39).

როკოკოდან კლასიციზმზე გარდამავალი სტილით შექმნა სტატუები, კომპოზიციები, რელიგიურ და მითოლოგიურ თემებზე („მერკური სკანდალს იკრავს" (1744), მარმარილო {1744); „ბიჭი გალიით", მარმარილო (1749) — ორივე ლუვრი, პარიზი). განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალულ, ზოგჯერ ნატურალისტური სიზუსტით შესრულებულ საფლავის ძეგლებში (მარშალ მორიც საქსონელის საფლავი, მარმარილო, 1753-76, სენ-ტომის ეკლესია, სტრასბური).

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1729 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები