პარასკევი, 26.04.2024, 21:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » ექსპრესიონისტი მხატვრები.
17:34
ექსპრესიონისტი მხატვრები.

ვასილი კანდინსკი.


ვასილი კანდინსკი (რუს. Василий Кандинский) (დ. 4/16 დეკემბერი, 1866 — გ. 13 დეკემბერი, 1944), რუსი მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე.

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ხელოვანი, აბსტრაქციონიზმის დამფუძნებელი.

დაიბადა მოსკოვში, თუმცა მთელი ბავშვობა ოდესაში გაატარა. მოსკოვის უნივერსიტეტში იურისპრუდენციასა და ეკონომიკას სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ პროფესიაში საკმაოდ წარმატებული იყო, 30 წლის ასაკში ხატვის გაკვეთილებს იღებს.

1896 წელს მიუნხენში დასახლდა და სახვითი ხელოვნების აკადემიაში დაიწყო სწავლა. მოსკოვში 1914 წელს დაბრუნდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ.

ხელოვნების საყოველთაოდ მიღებულ თეორიებთან კონფლიქტის გამო 1921 წელს ისევ გერმანიში დაბრუნდა.

აქ ის 1922 წლიდან ბაუჰაუზში ასწავლიდა, სანამ ნაცისტებმა ეს სკოლა 1933 წელს დახურეს. შემდეგ ის საფრანგეთში გადადის, სადაც დარჩენილ ცხოვრებას ატარებს. გარდაიცვალა ნიოი-სურ-სენში 1944 წელს.


კანდინსკი, ვასილი.

ედვარდ მუნკი.

ედვარდ მუნკი (Edvard Munch) (დ. 12 დეკემბერი, 1863, ლეტენი — გ. 23 იანვარი, 1944, ეკელი, ოსლოს მახლობლად), ნორვეგიელი მხატვარი და გრაფიკოსი. დიდი გავლენა იქონია გერმანულ და ზოგადად ცენტრალური ევროპის ექსპრესიონიზმზე. მუნკის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: „ყვირილი", „ავადმყოფი ბავშვი", „მადონა", „ვამპირი".

ბიოგრაფია.

მუნკი აღიზარდა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში. მამამისი, ქრისტიან მუნკი- ისტორიკოს პეტერ ანდრეას მუნკის ძმა- იყო ღრმად მორწმუნე სამხედრო ექიმი მოკრძალებული შემოსავლით. 44 წლის ასაკში იქორწინა ვაჭრის ქალიშვილზე, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსი იყო და რომელიც 33 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ედვარდი ამ დროს 5 წლის იყო. თავად ედვარდსაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა.

მისი უფროსი და სოფიაც ტუბერკულოზის მსხვერპლი გახდა. ედვარდის უმცროსი და ლაურა კი "მელანქოლიის" ( დღეს დეპრესიის) გამო მკურნალობდა. 5 და-ძმისგან მხოლოდ ედვარდის ძმამ ანდრეასმა იქორწინა. იგი ქორწინებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

შემოქმედება.

მუნკის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია "კივილი", უფრო ზუსტად, ესაა მსგავსი ნახატების სერია. თავდაპირველად ტილოს „სასოწარკვეთილება" ერქვა. ამ სურათზე გამოსახული საშინელების სახე, რომელსაც მუნკი მთელი ცხოვრება ჰქმნიდა, დღესდღეობით კონცეპტუალური ხელოვნების სიმბოლოა.

მუზეუმი.


ოსლოში მდებარე ნაციონალური გალერეიდან 2004 წლის 22 აგვისტოს შეიარაღებულმა პირებმა მუნკის ორი ცნობილი ტილო „კივილი" და „მადონა" გაიტაცეს. 2006 წლის მაისში ძარცვაში სამ ბრალდებულს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის აგვისტოში პოლიციამ ნამუშევრების პოვნა მოახერხა. მთელი ეს პერიოდი ორივე ტილო დაზიანდა: ნახატებზე ნაკაწრები და სინესტე იქნა აღმოჩენილი; ტილოები ალაგ-ალაგ დაიხია კიდეც.

მუზეუმის წარმომადგენლის განაცხადებით, „კივილის" კუთხეში გაჩენილი ლაქის მოშორება შეუძლებელია, რადგან რესტავრატორებმა რაიმე შეუქცევადი სამუშაოს ჩატარება არ ისურვეს.

მუნკის საპატივსაცემოდ მერკურიზე ერთ-ერთ კრატერს მისი სახელი ეწოდა.







კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2092 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები