პარასკევი, 26.04.2024, 17:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » რომანტიკოსი მწერლები.
22:49
რომანტიკოსი მწერლები.

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე.

ბიოგრაფია.


დაიბადა შეძლებული ბიურგერის ოჯახში. სწავლობდა ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. სტრასბურგში დაუახლოვდა "ქარიშხლისა და შეტევის" მოძრაობას, მალე მისი აღიარებული თავკაცი გახდა.

"ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდის გოეთესეულ გმირებში ერთი-მეორეს ერწყმის თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი.

დრამის "გეც ფონ ბერლიხინგენის" (1773) გმირის ტრაგედია ისაა, რომ იგი ვერც ფეოდალებს მოსწყდა და ვერც ხალხს დაუკავშირდა ჯეროვნად.

რომანში "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი" (1774) აისახა ტრაგიკული ვითარება იმჟამინდელი გერმანიისა, სადაც "ძალა უსულო იყო, ხოლო სული უძალო" (ენგელსი). ვერთერის ტრაგედია ისაა, რომ ძალზე ბევრი სურს და ძალზე ცოტა შეუძლია. იგი ზედმიწევნით რბილი და "ლირიკული" პიროვნებაა საიმისოდ, რომ ყოფიერების ტრაგიკ.

ასპარეზზე ღირსეული მორკინალობა შეძლოს. "ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდში გოეთე წერდა ფილოსოფიურ ჰიმნებს ("პრომეთე", "მეეტლე კრონოსი", "განიმედი" და სხვ.).

მათ გასდევს გოეთესეული "ნათელი ერესის" კადნიერი იდეა, ღმერთთან ადამიანის სწორფრობის ტენდეცია. მძაფრი პანთეისტური მსოფლგანწყობითვეა გაპირობებული ამ ჰიმნთა სალექსო ფორმა: თავისუფალი, შინაგან ექსპრესიას დაქვემდებარებული, რითმის უგულვებელმყოფელი რიტმიკა.

1775 გოეთე ვაიმარის სასახლის მინისტრი გახდა. გოეთეს ვაიმარული ცხოვრების პერიოდი "მომთმენიანი წინააღმდეგობით" აღიბეჭდა; იძულებით კომპრომისზე წასვლა, "რეზინიაცია" ერთადერთი გზა აღმოჩნდა საიმისოდ, რომ გოეთეს მტრულ ცხოვრებისეულ გარემოცვაში "ფაუსტისა" და სხვა შედევრების შექმნა დასცლოდა.

1786 გოეთე ფარულად იტალიას გაემგზავრა. იტალიაში მან შეძლო ხელოვნებისა და მეცნიერების სიღრმეთა წვდომა.

"ქარიშხლისა და შეტევის" იდეოლოგიის რკალის გარღვევა და სინამდვილისადმი რეალისტური-პოზიტიური მიმართების დამყარება. იტალიაში მოგზაურობა საფუძვლად დაედო გოეთეს ვაიმარულ კლასიციზმს.

შემოქმედება.


გოეთემ ყველა სხვა კლასიცისტზე უკეთ შეძლო ანტიკური ხელოვნების სახეთა მოდერნიზაცია, მათი შევსება საკუთარი შინაარსით ("იფიგენია ტავრიდაში", გამოქყვენდა 1787; "პანდორა", 1808). იტალიაში დაწერა გოეთემ ციკლი "რომაული ელეგიები". ამ პერიოდში შეიქმნა ნაშრომი "იტალიური მოგზაურობა" (ტ. 1-3, გამოქყვენდა 1816-29).

1788 გოეთე იტალიიდან დაბრუნდა. მის "ვაიმარულ" ნაწარმოებებში მკვეთრად გამოვლინდა რეზინიაციის პრობლემა, თუმცა პირველ ხანებში გოეთე სავსებით და ერთბაშად მაინც არ გასდგომია "ქარიშხლისა და შეტევის" სულისკვეთებას (დრამები "ეგმონტი", 1788; "ტორკვატო ტასო", გამოქყვენდა 1790; რომანი "შერჩევითი ნათესაობა", 1809 და სხვ.).

გოეთეს ყველაზე ტრაგიკული, თავისი ჩანაფიქრით შემზარავი პიესაა "ტორკვატო ტასო". გენიალური ხელოვანი ტასო, რომელსაც სასახლის კარზე იახლოვებენ, არ სჯერდება მასხარად ყოფნას და ჰერცოგის დასაც კი შეიყვარებს.

ესაა მისი ტრაგიკული დანაშაული, რომლის არსს გამოხატავს პირფერი კარისკაცის ანტონიოს "სიბრძნე": ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. დრამას ქვეტექსტად გასდევს: გოეთე მხოლოდ მწარე გამოცდილების კარნახით ეთანხმება ანტონიოს, გულით კი ტასოს თანაუგრძნობს, რომლის კადნიერ პრეტენზიას მისივე ადამიანური დიდბუნებოვნობა ასაზრდოებს.

მაღალი ტრაგიკული პათოსი, რითაც გაგიჟებული ტორკვატო საკუთარ დანაშაულს ცნობს, ააშკარავებს, თუ რა მწვავედ განიცადა გოეთე-გენიოსმა ვაიმარის კარისკაცად თავისი გარდასახვის აუცილებლობა. 1789 საფრანგეთის რევოლუცია საკუთარ ფილოსოფიურ-მეცნიერულ ძიებასთან ერთად გოეთეს მსოფლმხედველობრივი მრწამსის წყაროდ იქცა.

გოეთემ რევოლუციურ თემას უძღვნა ნაწარმოებები: "მოქალაქე გენერალი" (1793), "აჯანყებულნი", "ვენეციური ეპიგრამები" (1796), "ჰერმანი და დოროთეა" (1798), "რაინეკე მელა" (1794), "უკანონო ასული" (1799-1803) და სხვ.

ყოფიერების რევოლუციის რიტმის ტრაგიკული ხასიათს გამოხატავს გოეთეს "ფაუსტის" ძირითადი კონცეფციის შემცველი ექსპოზიცია "პროლოგი ცაში" (1797-1800). გოეთეს დამოკიდებულება რევოლუციისადმი არც აპოლოგეტურია და არც ნიჰილისტური.

იგი მოვლენის ანალიტიკურ-კრიტიკულ განსჯას ემყარება და საბოლოოდ პოზიტიურია. გოეთეს რწმენით, ყოველი დიდი იდეა ტირანულად მოქმედებს თავისი დამკვიდრების პროცესში.

"იაკობინურ ძალდატანებას" იგი პრინციპულად არ უარყოფდა. გოეთე მის მიმართ კრიტიკულად განეწყო 90-იან წლებში, როცა იაკობინელთა საქმიანობა რევ. ამაღლებულ იდეათა პროფანაციად აღიქვა.

1796 გოეთემ შილერთან ერთად გამოაქვეყნა ეპიგრამების ციკლი "ქსენიები". ამ პერიოდში დაწერა რომანი "ვილჰელმ მაისტერი" ორ ნაწილად: "ვილჰელმ მაისტერის განსწავლის წლების" (1796) გმირი ინდივიდუალიზმითაა შეპყრობილი და ობიექტურ სინამდვილესთან გადაუჭრელი წინააღმდეგობის გამო სულიერი კრახის წინაშე დგება; "ვილჰელმ მაისტერის მგზავრობის წლები, ანუ ხელის ამღებნი" (1829) გვიჩვენებს ეგოისტის გარდასახვას ჭეშმარიტ ადამიანად, კაცურ კაცად.

გოეთემ მუშაობა დაიწყო ავტობიოგრაფიულ წიგნზე "პოეზია და სინამდვილე" (ნაწ., 1-4 გაბოქვეყნდა 1811-1833), დაწერა დრამა "ეპიმენიდეს გამოღვიძება" (1815), ლექსების ციკლი "დასავლურ-აღმოსავლური დივანი" (1813-1819). "დივანს" ბოლომდე გასდევს სამყაროს ერთიანობისა და "მშვენიერი ადამიანის" იდეა; გოეთე არ კმაყოფილდება ბუნებასთან ღმერთის მხოლოდ პანთეისტური გაიგივებით.

იგი ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და "მსოფლიო გონთან" მორკინალ არსებად წარმოგვიდგენს.

ადამიანის ეს გაღმერთება გვევლინება ხანდაზმული გოეთეს მთელი ფილოსოფიური პოეზიის, როგორც ლირიკის, ისე "ფაუსტის", ზეიდეად.

"ფაუსტი".


გოეთეს შემოქმედების მწვერვალია "ფაუსტი"( I ნაწ. 1801, გამოქვეყნდა 1808, II ნაწ. 1832), რომელსაც იგი თითქმის მთელი სიცოცხლე წერდა. "ფაუსტში" გარდამავალი ეპოქის მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობაც ჯამდება და მომავალ ისტორიულ ეტაპთა პროფილიც ისახება.

მსოფლიო პოეზიის ერთ-ერთი უღრმესი რეალისტური ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული სტილის ნაწარმოებია; სახეთა და ეპოზოდთა უმეტესობა სიმბოლური ხასიათისაა და ორ აზრს შეიცავს ― პირდაპირსა და გადატანითს, რომელიც ღრმა ფილოსოფიურ აზრს გამოხატავს. ჭარბად გვხვდება ალეგორიული, ქარაგმული სახეები, რომლებიც უზოგადეს იდეებსა და მოვლენებს მიანიშნებენ (მაგ., ტრაგედიის ექსპოზიცია და ფინალი, რომელთა ერთიანობა ნაწარმოების დედააზრს გამოხატავს); ფაუსტი განასახიერებს ადამიანის სულის კადნიერ ლტოლვას თავისი ემპირიული ყოფის შეზღუდულობათა დასაძლევად.

მაღალი ჰუმანისტური იდეალისათვის, ახლისათვის ჭიდილი მიმდინარეობს "უკანასკნელ საზღვარზე", "ყოფიერების კიდეზე".

ფაუსტის გენიალური ძალთახმევა მოქმედებს ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, მთელი სისრულით, აბსოლუტური მასშტაბებით.

ფაუსტის ანტაგონისტურად გვევლინება ბოროტი სული მეფისტოფელი. მისი სამყარო ცინიზმისა და უნაყოფო გონებამახვილობის, ნიჰილიზმისა და უსულგულობის ნიშნითაა დადაღული. მეფისტოფელის ერთადერთი ღირებულება ისაა, რომ მისი ნეგატიურობა ფაუსტს იმპულსად ექცევა პოზიტიურისაკენ სწრაფვაში. ნაწარმოების I ნაწილში ფაუსტი ინდივიდუალისტად გვევლინება, რომელიც თვითდადგინებისაკენ სწრაფვას საკუთარი სურვილით საზღვრავს. II ნაწილში ფაუსტს ცდომილებათა დაძლევის გზაზე თანდათანობით მოთხოვნილებად ექცევა "საზოგადო თავისუფლების" პრინციპი.

მას ბუნებისა და საზოგადოების გარდაქმნის იდეა მოიცავს. ამ "დიადი საქმის" განხორციელების ჟამს ფაუსტს აუცილებლობად ექცევა რადიკალური ზომების მიღება (ბავკიდასა და ფილემონის ეპიზოდი).

ფაუსტის "მშვენიერი წამის" პოტენციურ არსად გვევლინება "თავისუფალ მიწაზე თავისუფალი შრომის" დამკვიდრება. ტრაგედიის I ნაწ. ხალასი პოეზიით, ემოციურობითა და დინამიკით აღსავსე შედევრია ხელოვნებისა; II ნაწ., თ. მანის თქმით, სანახევროდ ფეერიას წარმოადგენს და სანახევროდ მსოფლიო ეპოსს, რომელშიც გერმანული ენის ყველა წყარო ჩქეფს.

მისი ყოველი ეპიზოდი გასაოცარია და ბრწყინვალე, ღრმა აზრითა და დიდებულებით გამორჩეული. სცენა ფარსალიის ველებზე და პენეისზე, ელენეს ლეგენდის ჰუმორისტული წარმოდგენა ისეთი მხიარულებითა და სიმსუბუქით ბრწყინავს, რომ ამ ნაწარმოებთან ყოველი შეხება აღგვაფრთხოვანებს, ხელოვნების წყურვილს გვიღვიძებს.

ფილოსოფია.

გოეთე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ფილოსოფიური პოეტია. სპინოზას მსგავსად, იგი ღმერთთან გაიგივებულ ბუნებას მიიჩნევს causa sui-დ ანუ ყოველივეს მიზეზად. უმთავრესი, რასაც გოეთე "სპინოზიზმს" მატებს, არის ის, რომ ბუნება-სუბსტანციას არსებითი თვისების სახით აკუთვნებს მოძრაობას.

გოეთეს მოძრაობა წარმოდგენილი აქვს არა მექანიკური დინამიკის, არამედ სიმპათიური და პოეტური "მისწრაფების", სამყაროს "სასიცოცხლო სულის" სახით. მოძრაობის გამოსახატავად გოეთე იყენებს არისტოტელესა და ლაიბნიცის ტერმინს "ენტელექიას", ოღონდ ისე, რომ ამ იდეალისტურ ცნებას საკუთრივ შინაარსს უკარგავს.

გოეთემ ბუნების დიალექტიკური კონცეფცია შეიმუშავა. მისი დიალექტიკის პრინციპია დაპირისპირება და აღმასვლა, ცენტრალური ცნებებია "მეტამორფოზა" და "პირველფენომენი". გოეთეს მატერიალური-დიალექტიკური სინთეზისათვის არ მიუღწევია, მაგრამ მძლედ იკაფავდა გზას მისკენ. ესთეტიკაში გოეთე იზიარებს არისტოტელესეულ "მიმეზისის" ანუ ბუნებისადმი ხელოვნების "მიბაძვის" კლასიკურ-რეალისტურ თეორიას.

ბუნებისმეტყველება.

გოეთეს ისტორიული მნიშვნელობის შრომები აქვს ბუნებისმეტყველობის დარგში. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოეთეს მიერ ყბათაშორისო ძვლის აღმოჩენა (1784), მისი ნაშრომი მცენარეთა მეტამორფოზის შესახებ (1790); მანვე შემოიღო ტერმინი "მორფოლოგია". მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმების აგებულების შესახებ გამოთქმული უმნიშვნელოვანესი დებულების გამო გოეთეს თავის დიდ წინამორბედად თვლიდა ჩ.დარვინი. გოეთეს მეცნიერულ შესწავლას საფუძველი ჩაუყარა მარქსიზმის კლასიკოსებმა.

საქართველოში.

გოეთესადმი ინტერესი საქართველოში XIX საუკუნეში გამოვლინდა და დღითი დღე იზრდება. ამას მოწმობს პოეტის ნაწარმოებთა თარგმანები, მისი ღრმად ჰუმანისტურ პრობლემატიკის მრავალასპექტოვანი ძიებანი და მეცნიერული შესწავლის წარმატებითი ცდები. ჩვენში გოეთეს მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრის გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების ქართული განყოფილება.




ჯორჯ გორდონ ბაირონი.

ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი (Byron) (დ. 22 იანვარი, 1788, ლონდონი — გ. 19 აპრილი, 1824, მისოლუნგი, საბერძნეთი), ინგლისელი პოეტი.

ბიოგრაფია.

დაიბადა გაღარიბებული დიდგვაროვანი არისტოკრატის ოჯახში. სწავლობდა ჰაროუს არისტოკრატიულ სკოლაში, კემბრიჯის უნივერსიტეტში. ბაირონის ლექსების პირველი კრებული "მოცალეობის საათები" 1807 გამოვიდა.

სატირაში "ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველნი" (1809) დაგმო ინგლისის რომანტიკოსთა რეაქციული ტენდენციები. 1811 გამოაქვეყნა პოემა "ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობის" პირველი ორი ქება.

ამავე პერიოდს განეკუთვნება ბაირონის ხანმოკლე, მაგრამ პროგრესიული საპარლამენტო მოღვაწეობა.

1812-1814 წლების ლირიკაში ვლინდება ავტორის სიძულვილი ლონდონის არისტოკტატიული წრეებისადმი; ინგლისის მაღალ საზოგადოებასთან ადრევე დაწყებული კონფლიქტი 1815-1816 ოჯახური დრამითაც გართულდა.

ბაირონი შვეიცარიაში წავიდა, სადაც დაუმეგობრდა თანამემამულე პოეტს პ.ბ. შელის.

1817-იდან იტალიაში გადავიდა და 1820-1821 უშუალოდ მონაწილეობდა იტალიელი ხალხის ბრძოლაში ავსტრიელთა ბატონობის წინააღმდეგ.

1823 ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც მალე ავად გახდა და გარდაიცვალა.

შემოქმედება.


ბაირონის დიდი პოპულარობა "ჩაილ ჰაროლდის" გამოქვეყნებით დაიწყო. პოემის გმირი, იმედგაცრუებული ახალგაზრდა არისტოკრატი, მალე იქცა სინამდვილის წინააღმდეგ ამბოხებული პიროვნების სინონიმად.

პოემაში ისმის პროტესტი არსებული სოციალური წყობილების მიმართ; საფრანგეთის განმანათლებლური იდეების გავლენით ბაირონი სოციალური მოუწესრიგებლობისა და ეროვნული ჩაგვრის მიზეზებს ზნეობის დაცემასა და უმეცრობაში ეძიებს.


პოემის თემატიკური, კომპოზ. (დღიურის ფორმა, ლირიკული გადახვევები), პოეტიკური სიახლენი კარგად ესადაგებოდნენ თხზულების რთულ თანადროულ პრობლემატიკას.

ბაირონი თავისი ყოვლისმომცველი მელანქოლიური განწყობილებით ე. წ. "მსოფლიო სევდის" გამომხატველი პოეტი გახდა. ბაირონის ტრაგიკულმა მსოფლაღქმამ მეტი სიღრმით იჩინა თავი 1813-1816 შექმნილი აღმოსავლური პოემების ციკლში ("გიაური", "აბიდოსელი სარძლო", "კორსარი", "ლარა", "კორინთის ალყა", "პარიზინა").

ამ ტიპური რომანტიკული პოემების გმირები განასახიერებენ აბსტრაქტულ პროტესტს ისტორიის სინამდვილის მიმართ. ისინი ჩვეულებრივ ყაჩაღები, მეკობრენი, საზოგადოებას მოკვეთილი ადამიანები არიან - ძლიერნი, ამაყნი, და დასაღუპავად განწირულნი. პოემების სიუჟეტი ეგზოტიკური აღმოსავლეთის ფონზე ვითარდება.

დრამატულია ბაირონის ლექსების ციკლიც "ებრაული მელოდიები" (1814-1815), რომლებშიც სამშობლოს დაკარგვის ტკივილთან ერთად გამოხატულია ადამიანის ძალისა და გამარჯვების რწმენა. შვეიცარიაში დაწერილ ლექსებსა და პოემებში ასახულია ბაირონის შინაგანი წინააღმდეგობრივი განწყობილებანი - უიმედობა და, ამავე დროს, თავისუფლებისათვის ბრძოლის წყურვილი; წინააღმდეგობრივია აგრეთვე ფილოსოფიური-დრამატული პოემა "მანფრედი" (1817), რომლის გმირი უკიდურესი ინდივიდუალისტია, განდგომილი, სარწმუნოების, ძალაუფლებისა და დიდების უარმქოფელი; ამასთანავე მას სწამს ადამიანური აზრის ძალა, რომელიც იმორჩილებს ბუნების სულებს.

ეს პოემა ფაუსტური იდეის რომანტიკული ინტერპრეტაციაა.

ასეთივე სულისკვეთებისაა მისტერია "კაენი" (1821); ბიბლიური გმირი გამოყვანილია შეურიგებელ მეამბოხედ, რომელიც ღმერთს აუჯანყდება და ადამიანის ბედნიერების მისაღწევად არსებულის უარყოფისა და ბრძოლის გზას ირჩევს.

1817-იდან ბაირონის შემოქმედებაში ღრმავდება ინტერესი სოციალური პრობლემებისადმი ("ტასოს ჩივილი", 1817; "მაზერა", 1818; "ჩაილდ ჰაროლდის" ორი უკანასკნელი ქება, 1816-1817); პოლიტიკური მოტივებითაა გამსჭვალული ტრაგედიები "მაჩინო ფალიერო, ვენეციის დოჟი", "სარდანაპალი", "ორი ფოსკარი" (სამივე 1821); ბაირონის მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოლიტიკური და ლიტერატურული შინაარსის შემცველ სატირას ("ბეპო", 1818; "ირლანდიელი ავატარა", 1821; "სამსჯავროს ხილვა", 1822 და სხვა).

ბაირონის შემოქმედებით ევოლუციაში მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია დაუმთავრებელი რომანი ლექსად "დონ ჟუანი" (დაიწყო 1818), რომელშიც ასახულია ინდივიდუალისტი პიროვნების ამბოხება მსოფლიო სოციალური სისტემის წინააღმდეგ, მისი პესიმისტური მსოფლაღქმა. ამ რომანშივე ბრძოლის რომანტიკულ პათოსს ენაცვლება პიროვნების სოციალური მნიშვნელობის აღიარება, მომავლის რწმენა, რაშიც მოჩანს ბაირონის შემოქმედებითი მეთოდის განვითარება რომანტიზმიდან რეალიზმისაკენ.

ბაირონი რომანტიზმის პროგრ. ფრთის უდიდესი წარმომადგენელია და, ამასთან, მხატვრული სიტყვის დიდი ოსტატი და ნოვატორი. XIX საუკუნის მრავალი ქვეყნის ლიტერატურაში ბაირონის პოეზიამ წარმოშვა თავისებური მიმდინარეობა, რომელსაც ბაირონიზმი ეწოდა.

მას სხვადასხვა ქვეყანაში განაპირობებდა კონკრეტული ისტორიული პირობები; სხვადასხვა მწერლების შემოქმედება შესაბამისად გამოხატავდა ბაირონის პოეზიისათვის დამახასიათებელ სხვადასხვა მხარეს.

მაგალითად ინგლისში ჩარტისტულმა პოეზიამ შეითვისა ბაირონის რევოლუციური პათოსი, საფრანგეთში ვ. ჰიუგომ - ბაირონის თავისუფლების იდეალი, ა. დე ვინიმ - მარტოობის განწყობილება.

ბაირონის პოლიტიკური იდეალები გაიზიარეს იტალიელმა პოეტებმა უ. ფოსკოლომ, ს. პელიკომ, ჯ. ლეოპარდიმ, გერმანელმა ჰ. ჰაინემ და უნგრელმა შ. პეტეფიმ. რუსეთში ბაირონის მეამბოხე განწყობილებას ეყმაურებოდნენ კ. რილეევი, ა. პუშკინი, განსაკუთრებით კი მ. ლერმონტოვი. საქართველოში ბაირონს ენათესავება ნ. ბარათაშვილი თავისი რომანტიკულ-ლირიკული განწყობილებითა და პათეტიკური ინტონაციით.

ბაირონის თარგმნა საქართველოში XIX საუკუნიდან დაიწყო, მის პირველ ქართველ მთარგმნელთა შორის იყვნენ ი. ჭავჭავაძე და ა. წერეთელი.


ფრიდრიხ შილერი.


იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი (გერმ.: Johann Christoph Friedrich von Schiller) (* 10 ნოემბერი 1759, მარბახ ამ ნეკარი, ბადენ-ვიურტემბერგი; † 9 მაისი 1805, ვაიმარი, თიურინგია) - გერმანელი პოეტი, დრამატურგი და ისტორიკოსი. იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესთან ერთად იყო კლასიკური გერმანული ლიტერატურის უდიდესი წარმომადგენელი.

ბიოგრაფია.

cდაიბადა მარბახში, ვიურტერმბერგი, სამხედრო ექიმის იოჰან კასპარ შილერის და ელისაბედ დოროთეა კოდვაისის ოჯახში. იყო ერთადერთი ვაჟი ხუთ დასთან ერთად. ბავშვობა სიღარიბეში გაატარა რელიგიურ-პიეტისტურ გარემოცვაში.

დაამთავრა ლუდვიგსბურგის ლათინური სკოლა, სამხედრო სკოლაში ჯერ იურიდიულ, შემდეგ სამედიცინო განყოფილებაზე. ამ პერიოდში გაეცნო მორალისტურ ფილოსოფიას, ინგლისური და ფრანგული განმანათლებელთა იდეებს, დაინტერესდა ამერიკის განმათავისუფლებელი მოძრაობით. მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა შექსპირის დრამატურგიამ.

შილერის პირველ ნაწარმოებებში აშკარად ჩანს "ქარიშხლისა და შეტევის" თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი. იმავე იდეებსა და მხატვრულ პრინციპებს მიჰყვება შილერის დრამა "ყაჩაღები" (გამოქვეყნდა 1781, დაიდგა 1782), რომელმაც დასაბამი მისცა ლირიკულად მძაფრ, პოლიტიკურად მიზანდასახულ და ემოციურად მოქმედ ახალი ტიპის დრამას.

ამ პიესის იდეური პათოსი გაჰყვა მეორე, იტალიის ისტორიულ თემაზე აგებულ დრამასაც "ფიესკოს შეთქმულება გენუაში" (1783).

უოლტერ სკოტი.

სერ უოლტერ სკოტის პორტრეტი რაებარნისგან. 1822


სერ უოლტერ სკოტი (Sir Walter Scott, 1st Baronet; დ. 15 აგვისტო, 1771 - გ. 21 სექტემბერი, 1832), შოტლანდიელი ისტორიული რომანისტი და პოეტი, პოპულარული მისი დროის ევროპაში.

გარკვეული თვალსაზრისით სკოტი პირველი ინგლისურენოვანი ავტორი იყო, რომელიც ნამდვილი საერთაშორისო წარმატებით სარგებლობდა საკუთარი სიცოცხლის პერიოდში, ჰყავდა რა მკითხველები ევროპაში, ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მისი რომანები და პოემები დღემდე აქტუალურია და მისი ნაწარმოებების უმრავლეოსბა კლასიკად ითვლება, როგორც ინგლისურენოვან ლიტერატურაში, ისე შოტლანდიურ ლიტერატურაში. განთქმულ ნაწარმოებთა შორისაა "Ivanhoe", "Rob Roy", "The Lady of The Lake", "Waverley", "The Heart of Midlothian" და "The Bride of Lammermoor".

ვიქტორ ჰიუგო.


ვიქტორ-მარი ჰიუგო (Victor-Marie Hugo; ფრანგ. IPA viktɔʁ maʁi yˈɡo; დ. 26 თებერვალი, 1802 ბეზანსონი - გ. 22 მაისი, 1885 პარიზი) ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სახელმწიფო მოღვაწე და ადამიანის უფლებათა აქტივისტი.

საფრანგეტში ჰიუგოს სამწერლო რეპუტაცია პირველ რიგში ეყრდნობა მის პოეტურ და დრამატულ შემოქმედებას და მხოლოდ შემდეგ მის რომანებს. პოეზიის მრავალ ტომთა შორის "განჭვრეტა" და "საუკუნეთა ლეგენდა" განსაკუთრებით გამორჩეულია, რის გამოც ჰიუგოს ხშირად უდიდეს ფრანგ პოეტს უწოდებენ. საფრანგეთს გარეთ, მისი ყველაზე უკეთ ცნობილი ნამუშევრებია რომანები "საბრალონი" და "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი".

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში ჰიუგო ზედმიწევნით კონსერვატიული იყო, ათწლეულების შემდეგ ის პოლიტიკურ მემარცხენეთა პოზიციაზე ინაცვლებს; ის რესპუბლიკანიზმის მგზნებარე მხარდამჭერი ხდება და მისი ნამუშევრები თანამედროვე პოლიტიკის, სოციალური თუ ხელოვნების მიმდინარეობების თითქმის ყველა ძირითად საკითხს ეხება.

ბიოგრაფია.


ჰიუგომ ბავშვობა პარიზში გაატარა. ის ჭაბუკობიდანვე იწყებს ლექსების წერას და 15 წლის ასაკში საფრანგეთის აკადემიისგან ჯილდოსაც იღებს. ამ დროისთვის მისი ამბიციები უკვე საკმაოდ დიდია: "მე მინდა ვიყო შატობრიანი ან არავინ" - წერს იგი სკოლის ჟურნალში [1]. დედის სიკვდილის შემდეგ, 1819 წელს ძმებთან ერთდ აარსებს ჟურნალს "Le conservateur litteraire", რითიც ლიტერატურულ წრეებში ცნობილი ხდება. მალე იგი თავს ანებებს მათემატიკის შესწავლას, რომლის მიმართაც ერთ დროს დიდი ინტერესი ჰქონდა, და მთლიანად ლიტერატურულ მოღვაწეობაში ერთვება. ამ დროისთვის ჰიუგო უკვე გამოკვეთილია როგორც რომანტიზმის წინამძღვარი. მისი შემოქმედება უკვე მოიცავს არა მხოლოდ ლექსებს, არამედ რომანებს, პიესებსა და პუბლიცისტურ სტატიებს.

1822 წლის 12 ოქტომბერს ცოლად ირთავს ადელ ფუშერს, რომელთანაც 5 შვილი შეეძინება. 1841 წელს ჰიუგო საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს. 1843 წელს დაიღუპა მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, ლეოპოლდინა, რამაც ძალიან იმოქმედა მამაზე.

მწერალი 10 წლის მანძილზე თავს ანებებს ლიტერატურულ მოღვაწეობას და თავს მხოლოდ პოლიტიკას უძღვნის. იგი როიალისტების საწინააღმდეგოდ ლიბერალთა მხარეზე იბრძვის. 1852 წელს ლუი ნაპოლეონის მიერ სახელმწიფო გადატრიალება იმედებს უმსხვრევს და აიძულებს გაიქცეს.

18 წლის მანძილზე ჰიუგო ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. ამ პერიოდში იგი წერს განჭვრეტას, ნაცვალგებასა და საბრალონს. 1870 წელს, იმპერიის დაცემის შემდეგ პარიზში ბრუნდება, სადაც მისი სახელი უკვე ლეგენდადაა ქცეული.

მწერალი გარდაიცვალა 1885 წელს, 84 წლის ასაკში. დაკრძალვაზე მას სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიაგო პატივი. ვიქტორ ჰიუგოს პარიზის პანთეონში დაკრძალეს.

რომანტიკული დრამის თეორეტიკოსი.

რომანტიკული დრამის თეორეტიკოსი.


1827 წელს გამოქვეყნებული კრომველის შესავალში ჰიუგო კონკრეტულად აყალიბებს რომანტიზმის პრინციპებს. იგი ბრძოლას უცხადებს კლასიცისტურ ერთიანობებს, გამოთქვამს ჭეშმარიტების დახატვის სურვილს და ხოტბას ასხამს შექსპირს. «უძველესი პრიმიტიული ხანა ლირიკული იყო, ანტიკური - ეპიკური, თანამედროვე კი - დრამატული. ოდა უსასრულობას უმღეროდა, ეპოპეა – ისტორიას, დრამა კი ცხოვრებას ხატავს.

შექსპირის დრამა შემდგარია გროტესკისა და ამაღლებულისგან, ტრაგედიისა და კომედიისგან.»
("კრომველი", ვიქტორ ჰიუგო[2])


აქედან გამომდინარეობს აზრი ჟანრების აღრევის შესახებ, რადგან თავად ცხოვრება ასეთივე ნაზავს წარმოადგენს.

ჰიუგოს მიაჩნია, რომ თანამედროვე ხანა ქრისტიანობიდან იწყება. ქრისტემ გვასწავლა ადამიანის გაორება სულსა და სხეულს, სუბლიმურსა და გროტესკულს, ზეცასა და მიწას შორის. ამ ორ ნაწილს შორის დიალოგი არის თანამედროვე ადამიანის მორალური ცხოვრების ძირითადი არსი. თეატრშიც ეს ორივე უნდა იქნას წარმოდგენილი.

დრამა ერთადერთი ჟანრია, რომელსაც ეს ძლუძს. დრამა სრულყოფილი ჟანრია, რადგან შეიცავს ლირიზმსა და ეპოპეას. ტრაგედიიდან კი გაძევებულია პოეზია. მართალია დრამა თავისუფალი ჟნრია, მაგრამ მაინც ხელოვნებაა და ამიტომ გარკვეულ შეზღუდვებთან მაინც გვაქვს საქმე.

ეს შეზღუდვაა ლექსის ფორმის ხმარების აუცილებლობა. ჰიუგო წინააღმდეგია პროზაული დრამისა და ალექსანდრინის გამოყენებას მოითხოვს.

თუმცა აუცილებელია დარღვეულ იქნას ამ ფორმის მონოტონურობა და საჭიროების მიხედვით გამოყენებულ იქნას ლირიკული, ეპიკური, ამაღლებული გრძნობები. ლექსი უნდა იყოს თავისუფალი, გულწრფელი, უნდა გაბედოს თქვას ყველაფერი შიშის გარეშე, უნდა გადადიოდეს კომიკურიდან ტრაგიკულში, არტისტულიც უნდა იყოს და ნამდვილიც.

1830 წელს კომედი ფრანსეზში იდგმება ჰიუგოს რომანტიკული დრამა, ერნანი, რომელიც ძველსა და ახალ თაობას შორის დაპირისპირებას იწვევს.

ერნანში სრულიად უარყოფილია კლასიცისტური ნორმები: დარღვეულია ადგილის ერთიანობა - მოქმედება გადადის სარაგოსადან არაგონის მთებში; დროის ერთიანობა - მოქმედება 24 საათის ნაცვლად 6 თვე გრძელდება.

ჰიუგო არ უარყოფს მოქმედების ერთიანობას, მაგრამ მისთვის ეს არ ნიშნავს სიმარტივესა და მეორეული მოქმედების არარსებობას, არამედ სხვადასხვა მოქმედებების ერთი ღერძის ირგვლივ გაერთიანებას.

კლასიციზმისათვის უკეთილშობილეს ფორმად მიჩნეული ალექსანდრინი ერნანში გათავისუფლებულია და ემორჩილება ფარსული საუბრის რიტმს, რაც აღშფოთებას იწვევს ძველ თაობაში. ამასთანავე ხდება ტონთა აღრევაც, ერთდროულად გვაქვს ფარსული, ლირიკული და ეპიკური ჩანართები.

პოეტი.

ლიტერატურულ მოღვაწეობას ჰიუგო პოეზიით იწყებს. მისი პირველი პოეტური ნაწარმოებები ოდებია, რომელთა მთავარი თემებია თანამედროვე სამყარო, ისტორია, რელიგია, პოეტის როლი. ამ ნაწარმოებებში უკვე იკვეთებ კლასიკური ნორმების უარყოფა და პოეზიის ახლებური ხედვა. 1828 წელს ჰიუგო მთელ თავის ადრეულ პოეტურ ნაწარმოებებს თავს უყრის კრებულში ოდები და ბალადები.

1830 – 1840 წლებში დაწერილი ლექსები უფრო ლირიკულია და მიემართება ქალს, ღმერთს, მეგობრებს, ბუნებას. თუმცა ჰიუგო მაინც ვერ უძლებს ცდუნებას და ლექსების უმრავლესობაში გატარებული აქვს ეპიკური თემებიც. 1853 წელს ბელგიაში მყოფი პოეტი წერს ნაცვალგებას, რომელიც მიმართულია ნაპოლეონ III-ის წინააღმდეგ, და ფარულად ავრცელებს მას საფრანგეთში იმ იმედით, რომ ამით ხალხის ამბოხს გამოიწვევდა.

პოემაში აღწერილია მთელი ის უბედურებები რაც იმპერიალიზმმა მოიტანა და მოწოდებაა ხალხისადმი, გამოიღვიძონ და ერთად შეებრძოლონ ამ ბოროტებას. აქვე პოეტი მსჯელობს უმაღლეს დასჯაზე: ჰიუგო წინააღმდეგია სიკვდილით დასჯისა და სჯერა რომ საბოლოოდ ღმერთი ყველას სამაგიეროს მიაგებს.

ბოლოს კი ავტორი იმედიან მომავალზე ლაპარაკობს, როცა დასრულდება იმპერია და ადამიანთა ტანჯვას ბოლო მოეღება. 1856 წელს იწერება განჭვრეტა, რომელიც ჰიუგოს პოეზიის მწვერვალად ითვლება.

პოემის დიდი ნაწილი ეძღვნება პოეტის დაღუპულ ქალიშვილს, ლეოპოლდინას და თავად ავტორის სამშობლოდან წასვლას.

აქ გადმოცემულია პოეტის ტრანსფორმაცია ბუნების უბრალოდ თვალიერებიდან ციურ სხეულთა განჭვრეტამდე, ბუნების აღწერიდან ისტორიულ მსჯელობებამდე.

ყოველივეს ცენტრშია სიკვდილი, რაც შედარებულია გადასახლებასა და სულიერ უბედურებასთან. აქვე იკვეთება წმინდად რომანტიკული ფილოსოფია.

პოეტს მიაჩნია, რომ სული გაფანტულია ირგვლივ ყველაფერში - უბრალო ქვიდან დაწყებული ანგელოზით დამთავრებული.

ყველაფერი ცოცხლობს, ყველაფერი განიცდის. პოეტი-წინასწარმეტყველის თვალში ყველაფერი ცოცხლდება და მიიწევს სიწმინდისკენ, სულიერებისკენ.

საბოლოოდ კი ერთ დღესაც ადამიანი ღმერთთან მიაღწევს. ამასთანავე, ჰიუგო ავტორია საუკუნეთა ლეგენდისა, რომელიც ფრანგულ ლიტერატურაში ერთადერთ ჭეშმარიტ ეპიკ

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 6218 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 4.3/3
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები