პარასკევი, 26.04.2024, 15:44
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » ქართველი კინორეჟისორები.
02:39
ქართველი კინორეჟისორები.

თენგიზ აბულაძე.

თენგიზ ევგენის ძე აბულაძე (დ. 31 იანვარი, 1924, ქუთაისი ― გ. 6 მარტი, 1994, თბილისი), ქართველი კონორეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967), დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1972). 1980 წელს მიენიჭა სსრკ სახალხო არტისტის წოდება .

განათლება .

1943-1946 სწავლობდა საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩის სახელოსნო). აბულაძის სადიპლომო ნამუშევარია კინონარკვევი "დიმიტრი არაყიშვილი".

შემოქმედება.

თენგიზ აბულაძეს შემოქმედების ადრეულ წლებში კინორეჟისორ რ. ჩხეიძესთან ერთად გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები "ჩვენი სასახლე" (1953), "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" (1954) და მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა" (ე. გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით, 1955; ბოლო ფილმისთვის მიღებული აქვს მთავარი პრიზი "ოქროს შტო" კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალზე და პირველი პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალზე, ორივე 1956).


კადრი ფილმიდან "ნატვრის ხე"


აბულაძის პირველი დამოუკიდებელი ფილმია "სხვისი შვილები" (1958; საპატიო დიპლომი ტაშკენტის აზიისა და აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1958; ფინეთის ჟურნალისტთა და კინომატოგრაფისტთა კავშირების დიპლომები ჰელსინკის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1959; დიპლომი ლონდონის პრემირებული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე და II პრემია "ვერცხლის ნეადა" პორეტა-ტერმის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ორივე 1960; პრემია თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1965); ფილმში დიდი ოსტატობითაა გამოკვეთილი პერსონაჟთა ცხოვრებისეული ხასიათები.

ფილმი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (ნ. დუმბაძის მიხედვით, 1962; პირველი ხარისხის დიპლომი ბრატისლავის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1964) ჟანრით ტრაგიკომედიაა, სადაც ხალასი და ჯანმრთელი იუმორი შეზავებულია დრამატულ მოვლენებთან.

ხაზგასმულია ადამიანის ადგილი, როლი, მოვალეობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ფილმში მკვეთრად გამოჩნდა რეჟისორის მხატვრულ-პლასტიკური აზროვნება, მოვლენათა ღრმა და, ამასთან, ლაკონური გადმოცემის უნარი, სახეთა დამაჯერებლობა.

1967 წელს აბულაძემ შექმნა ტრილოგიის პირველი ფილმი "ვედრება" ( ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით; მთავარი პრემია "გრან-პრი" სან-რემოს საავტორო ფილმების XVII საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1974), სადაც გადმოცემულია სიკეთისა და ბოროტების, სიყვარულისა და სიძულვილის ბრძოლა ღრმა ფილოსოფიურ ჭრილში, დასმულია სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემები.

ფილმისთვის დამახასიათებელია მაღალი გამომსახველობითი კულტურა. რეჟისორმა მკვეთრი პლასტიკური ხერხებით გამოკვეთა და აჩვენა მოვლენებისადმი მისეული მიდგომა, ადამიანებისადმი კეთილი დამოკიდებულება, დახვეწილი რეჟისორული გააზრება და მხატვრული ხედვა.

1976 შექმნა ტრილოგიის მეორე ფილმი "ნატვრის ხე" (გ. ლეონიძის მოთხრობების მიხედვით; მთავარი პრიზი და დიპლომი რიგის X საკავშირო კინოფესტივალზე, 1977; ჟიურის სპეციალური პრიზი "ოქროს ჯიხვი" საუკეთესო რეჟისურისათვის თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1977); ჩეხოსლოვაკია-სსრკ მეგობრობის საზოგადოების პრემია, პრიზი კარლოვი-ვარის XXI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1978; პრემია დონატელოს "დავითი" იტალიაში საერთაშორისო კონკურსზე, 1979; რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1979; კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია "ფიპრესი" კაბურში რომანტიკული ფილმების I საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1983).

კადრი ფილმიდან "მონანიება"

ტრილოგიის ბოლო ფილმია "მონანიება" (1984; კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი: მთავარი ჟიურის სპრეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია "ფიპრესი"; პრიზები ჩიკაგოსა და ჰეუგესუნის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ყველა 1987; იტალიის კინემატოგფისტთა ეროვნული ასოციის პრემია საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის, 1988).

ფილმმა ერთხელ კიდევ წარმოაჩინა აბულაძის მსოფლმხედველობა, მისი უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა საზოგადოების წინაშე, რეჟისორის დახვეწილი მხატვრული აზროვნება, მოვლენების ზუსტად და მხატვრულ სახეებში გადმოცემის უნარი (ტრილოგიისათვის აბულაძეს 1988 ლენინური პრემია მიანიჭა).

სხვა ფილმები: "სვანური ჩანახატები" (1965), "სამკაული სატრფოსათვის" (1971), "მუზეუმი ღია ცის ქვეშ" ("დაღესტანი", ტელეფილმი, 1972).

მემკვიდრეობა.


აბულაძის რეჟისორული მოღვაწეობით ახალი ეტაპი დაიწყო ქართულ კინემატოგრაფიაში. იგი საკუთარი სტილისა და ხელნაწერის, მაღალი რანგის ხელოვანია, რომელსაც მყარი მხატვრული პრინციპები, მაღალი ზნეობრიობა საშუალებას აძლევს მოვლენები, ფაქტები, საგნები ასახოს ეპოქის შესაფერის მხატვრულ დონეზე. აბულაძე 1974-იდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, ამავე წლიდან იგი კინოსტუდია "ქართული ფილმის" პირველი შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელია, 1976-იდან კი - საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და "საპატიო ნიშნის" ორდენებითთ.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


ვასილ ამაშუკელი.

ვასილ ამაშუკერი – პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორი. 1908 წელს მან ბაქოში გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ქართველი სცენის მოღვაწენი", "ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით" და სხვა. ხოლო 1912 წელს ფირზე აღბეჭდა აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში (ასევე ეწოდა ამ ფილმს).


აკაკი წერეთელი და ვასილ ამაშუკელი.

სწავლობდა ქუთაისში ვასილ ბალანჩივაძის სამხატვრო სკოლაში. 1908 წელს დაამთავრა ფრანგული კინოფირმის "გომონის" მოსკოვის განყოფილების კურსები. ამაშუკელი პირველი ქართველი კინოდოკუმენტალისტია. მისი ფილმები გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებით, სოციალური სიმახვილითა და მხატვრული სიმართლით.

1908 წელს ამაშეკელმა ბაქოში შექმნა ფილმები: "ქართველი სცენის მოღვაწერნი", "გუნიბის პოლკის აღლუმი კაპიტან ს. ესაძის მეთაურობით", "ნავთობის ჭაბურღილებზე მუშაობა", "ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით" და სხვა.

1910 წელს ქუთაისში გადაიღო ფილმები:"გვირილობა", "ქ. ქუთაისის ხედები", "ქუტაისის საზოგადოება ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან", "ფერმა სოფ. ჭომაში", "ლადო ალექსი-მესხიშვილის იუბილე" და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილმი "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" (1912), რომელიც ქართული დოკუმენტური კინოხელოვნების უნიკალური ძეგლია. ამ ფილმმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ დოკუმენტურ კინემატორგაფიას.

ლანა ღოღობერიძე.


ლანა ღოღობერიძე (დ. 13 ოქტომბერი, 1928, თბილისი), ქართველი კინორეჟისორი და პოლიტიკოსი.

განათლება თბილისის და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიიღო კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე. 1975 წლიდან რუსთაველის თეატრის რეჟისორთა სტუდიას ხელმძღვანელობდა, ხოლო 1988 წლიდან კი სტუდია ქართული ფილმის დირექტორი იყო. 1992 წელს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. 2004 წელს საფრანგეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. მისმა მხატვრულმა და დოკუმენტურმა ფილმებმა რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1522 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები