პარასკევი, 26.04.2024, 12:42
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » ევროპა.
13:25
ევროპა.

ევროპა — ქვეყნის ნაწილი, აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. მათ შორის საზღვრის ხაზის თაობაზე იხილეთ სტატია: ევროპა-აზიის საზღვარი.


ფართობი 10,180,000 კმ2
მოსახლეობა 731,000,000
მოს. სიმჭიდროვე 70/კმ2
მოს. შემადგენლობა ევროპელები
ქვეყნები 50
სასაათო სარტყელი UTC+5.

გეოგრაფია.


ევროპის ფართობი დაახლოებით 10 მლნ კმ2-ია, მათ შორის კუნძულები შეადგენენ 730 ათას კმ2-ს. ევროპას გარს აკრავს ატლანტის და ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანეები და მათი ზღვები. ევროპის სანაპირო ხაზი ერთობ დანაწევრებულია, ნახევარკუნძულების (კოლის, სკანდინავიის, პირენეის, აპენინის, ბალკანეთის) წილად მოდის ევროპის ფართობის. მიუხედავად არცთუ ისე დიდი ფართობისა,ევროპა ბუნების მნიშვნელოვანი თავისებურებებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

მრავალფეროვანია არა მარტო ბუნება,არაბედ მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა,სამეურნეო საქმიანობა,მეურნეობის განვითარების ისტორია და მისი დონე,პოლიტიკური რუკა და სხვ. მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული 31 ქვეყნიდან 24 ევროპაშია,მათ შორის 4 დიდი "შვიდეულიდან".

იგი საერთაშორისო ტურიზმის მთავარი რეგიონია,მასთან ყველაზე ძლიერ შეცვლილი ველური ბუნებით. ევროპა მსოლიო ცივილიზაციის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კერაა. მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიის ყველაზე ცნობილი 100 პიროვნებიდან, 71 ევროპელია. აქედან გადიოდა უძველესი სავაჭრო გზები. ახალი ქვეყნების აღმოჩენის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი ევროპას ეკუთვნის .


რელიეფი საშუალო სიმაღლე 300 მ-ია, მაქსიმალური — 4808 მ (მთა მონბლანი). ჭარბობს დაბლობები, რომელთა შორის აღსანიშნავია — აღმოსავლეთ ევროპის, შუაევროპის, შუადუნაის, ქვემო დუნაის, პარიზის ბასეინი), მთებს უკავია ტერიტორიის 17%. ძირითადი მთიანი მასივებია: ალპები, კარპატები, პირენეები, აპენინები, ურალის მთები, სკანდინავიის მთები, ბალკანეთის მთები.

მოქმედი ვულკანებია ისლანდიაში და ხმელთაშუა სანაპირო ზოლში.
შიგა წყლები ევროპის უდიდესი მდინარეებია: ვოლგა, დნეპრი, დონი, დუნაი, ვისლა, პეჩორა, ჩრდილოეთი დვინა, ოდრა, ელბა, რაინი, ლუარა, რონა, ტახო. დიდი ტბებია: ლადოგის, ონეგის, ჩუდის, ვენერნი, ბალატონი, ჟენევის და სხვა.


ბუნებრივი ზონები. არქტიკის კუნძულებსა და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებზე მდებარეობს არქტიკული უდაბნოები და ტუნდრები, მის სამხრეთით — ტყეტუნდრები, შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები, სტეპები, სუბტროპიკული ტყეები ხმელთაშუაზღვისპირეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთში — ნახევარუდაბნოები.

გეოგრაფიული რეგიონები.


ტრადიციისამებრ, ევროპას ყოფენ 5 რეგიონად:
ჩრდილოეთი ევროპა
სამხრეთი ევროპა
ცენტრალური ევროპა
აღმოსავლეთი ევროპა
დასავლეთი ევროპა

ეს დაყოფა საკმაოდ პირობითია, მით უმეტეს, რომ აქ წმინდა გეოგრაფიულის გარდა გათვალისწინებულია პოლიტიკური ფაქტორებიც. ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული ”თვალსაზრისის” გამო შეიძლება მიკუთვნებული იყოს სხვადასხვა რეგიონს. მაგალითად, სსრ კავშირის არსებობის დროს, ევროპის დაყოფა აღმოსავლეთად და დასავლეთად უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე გეოგრაფიული. პირველ მათგანს მიაკუთვნებდნენ ე.წ. ”სახალხო დემოკრატიის” ქვეყნებს: გდრ, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, იუგოსლავია.

ამჟამად ევროპის გეოგრაფიული ცენტრი უკრაინაშია, შესაბამისად ზემოხსენებული ქვეყნები ცენტრალურ ევროპაში მდებარეობენ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპა ახალი ქვეყნებით შეივსო. ესენი არიან: რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები.

მოსახლეობა.


2003 წლის სტატისტიკური მონაცემებით ევროპის მოსახლეობა, რუსეთის გამოკლებით, 800 მლნ-ს შეადგენს. აქ ცხოვრობს 6 ენობრივი ოჯახის 209 ენაზე მოლაპარაკე ხალხი. ევროპას და ევროპელებს ისტორიულად და კულტურად უდიდესი გავლენა ჰქონდათ მსოფლიო ცივილიზაციის ფორმირების პროცესზე.


ქვეყნები. ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნებია (2004 წლის შეფასებით, რუსეთისა და თურქეთის გაუთვალისწინებლად): გერმანია — 82 მლნ, საფრანგეთი — 64.5 მლნ, გაერთიანებული სამეფო — 60.5 მლნ, იტალია — 59.5 მლნ, უკრაინა — 48 მლნ, პოლონეთი — 39 მლნ.
ქალაქები. ევროპის უდიდესი ქალაქებია: მოსკოვი — 13,6 მლნ, ლონდონი — 11,8 მლნ, პარიზი — 11,6 მლნ, სტამბოლი- 10,9 მლნ, მადრიდი — 5,6 მლნ, სანკტ-პეტერბურგი 5,6 მლნ, ბერლინი — 4,2 მლნ.


ეთნოსები. ეთნიკურ ჯგუფებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია: გერმანელები — 90 მლნ, იტალიელები — 66 მლნ, ფრანგები — 48 მლნ, ინგლისელები — 48 მლნ, უკრაინელები — 46 მლნ, პოლონელები — 44 მლნ.
რელიგია. ევროპის ტერიტორიაზ

ე 4 მთავარი რელიგიური მიმდინარეობაა გავრცელებული. მათგან 23 ქვეყანაში კათოლიკური უმრავლესობაა (საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, სამხრეთი გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, ...), 10 ქვეყანაში — მართლმადიდებლური (რუსეთი, საბერძნეთი, უკრაინა, რუმინეთი, სერბეთი, ბულგარეთი, საქართველო), 9 ქვეყანაში — პროტესტანტული (გაერთიანებული სამეფო, სკანდინავიის ქვეყნები, ჩრდილოეთი გერმანია, ...), ხოლო 5 ქვეყანაში მუსულმანური მოსახლეობა ჭარბობს (აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, თურქეთი, კოსოვო).

პოლიტიკური რუკა.


↑ სერბეთი
↑ ბოსნია და ჰერცეგოვინა
↑ ხორვატია
↑ სლოვენია
↑ მონტენეგრო
↑ მაკედონია
↑ კოსოვო
↑ ანდორა
↑ მონაკო
↑ ლუქსემბურგი
↑ ვატიკანი
↑ ლიხტენშტაინი
↑ სან-მარინო


ევროპის ტერიტორიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ განლაგებულია 49 სუვერენული სახელმწიფო, 2 თვითმმართველი ტერიტორია (ფარერის კუნძულები, ეკუთვნის დანიას, ალანდის კუნძულები, ეკუთვნის ფინეთს) და 1 კოლონია (გიბრალტარი). ეს სახელმწიფოებია:ავსტრია
აზერბაიჯანი¹
ალბანეთი
ანდორა
ბელარუსი
ბელგია
ბულგარეთი
ბოსნია და ჰერცეგოვინა
გერმანია
დანია
გაერთიანებული სამეფო
ესპანეთი
ესტონეთი
ვატიკანი
თურქეთი4
ირლანდია ისლანდია
იტალია
ლატვია
ლიტვა
ლიხტენშტაინი
ლუქსემბურგი
მალტა
მაკედონია
მოლდოვა
მონაკო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუსეთი³
რუმინეთი საბერძნეთი
სან-მარინო
საფრანგეთი
საქართველო¹
სერბეთი
სლოვაკეთი
სლოვენია
სომხეთი¹
უკრაინა
უნგრეთი
ფინეთი
ყაზახეთი²
შვეიცარია
შვედეთი
ჩერნოგორია
ჩეხეთი
ხორვატია


1 განსაზღვრების თანახმად, რომელიც კავკასიონს აკუთვნებს ევროპას, ეს ქვეყნები ევროპაში მოიაზრებიან.
2 ყაზახეთის ევროპული ტერიტორია მდებარეობს მდინარე ურალის დასავლეთით.
3 ურალის მთების დასავლეთით მდებარე რუსეთის ტერიტორია ევროპას მიეკუთვნება
4 ევროპული თურქეთი მოიცავს ტერიტორიას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დასავლეთით და ჩრდილოეთით.

ევროპა-აზიის საზღვარი.


ევრაზიის სუპერკონტინენტის ევროპისა და აზიის კონტინენტებად დაყოფა პირობითია, ვინაიდან მათს შორის რაიმე მკვეთრად გამოხატული ფიზიკურ-გეოგრაფიული ან გეოლოგიური მსაზღვრელი არ არსებობს. ამდენად ზოგადად და საერთოდ ეს დაყოფა უპირატესად კულტურულ-ცივილიზაციური ხასიათისაა.

შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის დიდ ნაწილში - როდესაც ტერმინი ევროპა ფართოდ დაინერგა და საერთაშორისო ცნება გახდა - ევროპა გაიგივებული იყო „საქრისტიანოსთან" (დღესაც კი დიდი ზომით ნებისმიერი დაყოფით ევროპა არსებითად სწორედ ტრადიციულ ქრისტიანულ ქვეყნებსა და ტერიტორიებს მოიცავს).

დაყოფის პირობითობა იქიდანაც ჩანს, რომ საზღვარი გაჰყავთ ურალის ქედის წყალგამყოფზე (ყველა ვარიანტში), მაგრამ - არა დიდი კავკასიონის ქედის წყალგამყოფზე, არამედ - ვთქვათ - კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე კუმა-მანიჩის დეპრესიის (დაბლობის) ხაზზე.

გეოგრაფებს შორის არსებობს (არსებითად პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე) 5 სხვადასხვა ვარიანტი, რომლებიც შეეხებიან ევროპასა და აზიას შორის პირობითი საზღვრის დადგენის საკითხს. ამ ვარიანტების მიხედვით, საზღვარი გადის:


(1) კუმა-მანიჩის ხაზზე.
ეს არის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ერთეულებს შორის არსებული გეოლოგიური საზღვარი. ამ ვარიანტით მთელი კავკასია მოთავსებულია აზიაში.
(2 ა) კავკასიონის მთავარ ქედზე.
ეს ქვევარიანტი ეფუძნება ტერიტორიის ყველაზე არსებით ოროგრაფიულ ანუ გეოლოგიურ გაყოფას დიდი კავკასიონის წყალგამყოფის გასწვრივ. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთი კავკასია მდებარეობს ევროპაში, ხოლო სამხრეთი კავკასია - აზიაში. ამ შემთხვევაში საქართველოს ზოგი ნაწილი - მაგალითად ყაზბეგის რაიონი და თუშეთი ევროპაში იგულისხმებიან.
(2 ბ) კავკასიონის მთავარ ქედზე.
ეს ქვევარიანტი ეფუძნება კლიმატურ პირობებს შორის განსხვავებას. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთი კავკასია მდებარეობს ევროპაში, ხოლო სამხრეთი კავკასია - აზიაში. ამ შემთხვევაშიც კლიმატური საზღვარი დიდი კავკასიონის წყალგამყოფს ემთხვევა და საქართველოს ზოგი ნაწილი - მაგალითად ყაზბეგის რაიონი და თუშეთი ევროპაში იგულისხმებიან.
(3) მდინარეებზე რიონი, ყვირილა, მტკვარი.
ეს ვარიანტი, რომელიც საქართველოს ორ ტოლ ნაწილად ჰყოფს, ეკუთვნის ძველ ბერძენ ისტორიკოსს ჰეროდოტეს. ამ შემთხვევაში თბილისის მარცხენა სანაპირო (გლდანი-ნაძალადევი, დიდუბე-ჩუღირეთი, ისანი-სამგორი) ევროპაში მდებარეობს, მარჯვენა (ვაკე-საბურთალო, ძველი თბილისი, დიდგორი) კი აზიაში.
(4) კავკასიონის მცირე მთიანეთზე.
ამ ვარიანტში გამყოფი ხაზის ჩრდილოეთით მოქცეულია საქართველო და ჩრდილოეთი კავკასია ანუ ტიპიური ევროპული პეიზაჟების ტერიტორია.
(5) ყოფილი სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ.
ეს არის წმინდა პოლიტიკური ვარიანტი, რომლის თანახმადაც მთელი კავკასია მოქცეულია ევროპაში.

როგორც აქედან ჩანს, (1) და (5) ვარიანტები ორ უკიდურესობას წარმოადგენს, დანარჩენები კი კომპრომისულია. ფაქტია, რომ კულტურულად და პოლიტიკურად კავკასიელები ევროპელები არიან (ასეთ კლასიფიკაციას ემხრობიან უმრავლესი საერთაშორისო ორგანიზაციები), მაგრამ გეოგრაფიულად მთელი კავკასია (გარდა 2 ბ ვარიანტისა) აზიას ეკუთვნის.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1902 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 3.0/2
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები