შაბათი, 27.04.2024, 05:26
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » პერ ლაშეზი.
17:14
პერ ლაშეზი.
პერ ლაშეზის სასაფლაო (Père Lachaise, თარგმანში "მამა ლაშეზი") – პარიზის უდიდესი სასაფლაო. ოფიციალური სახელწოდება cimetière de l'Est ("აღმოსავლეთის სასაფლაო").

პერ ლაშეზი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სასაფლაოა მსოფლიოში. ასი ათასობით ტურისტი ყოველწლიურად სტუმრობს პარიზის ამ უბანს, რათა თავისი თვალით იხილოს იმ ხალხის საფლავები, რომელთაც დიდი ღვაწლი აქვთ შეტანილი საფრანგეთისა და მსოფლიოს ისტორიაში უკანასკნელი 200 წლის მანძილზე.


დაარსება .


სასაფლაო დაარსებულია ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ 1804 წელს. სახელწოდება მომდინარეობს მამა ფრანსუა დე ლა შეზისგან, ლუი XIV პირადი მღვდლისგან.

თავდაპირველად სასაფლაო, რომელიც საკმაოდ შორს იყო ქალაქის იმდროინდელი ცენტრიდან არ იზიდავდა ხალხს. ხელისუფლებამ სასაფლაოს პოპულარობისტვის გადაწყვიტა გადმოეტანა მოლიერისა და ლაფონტენის ნეშთები. 1817 წელს კი პიერ აბელარისა და მისი მიჯნურის ელოიზას საფალვები გადმოიტანეს. წამოწყებამ გაამართლა, სულ რამდენიმე წელიწადში პერ ლაშეზზე უკვე 33 ათასი საფლავი იყო. სადღეისოდ კი სასაფლაოზე 300 000 ადამიანმა ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი.

პერ ლაშეზის სასაფლაოს კიდევ ერთ ღირშესანიშნაობად ითვლება კომუნარების კედელი, რომელთანაც 1871 წელს პარიზის კომუნის 147 წევრი იქნა დახვრეტილი.

პერ ლაშეზზე დაკრძალული ცნობილი ადამიანები.


ბალზაკის საფლავი.


ფრედერიკ შოპენის საფლავი.


ლაფონტენისა და მოლიერის საფლავები.


პიერ აბელარი (1079—1142), ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი
გიომ აპოლინერი (1880—1918), პოეტი
მიგელ ანხელ ასტურიასი (1899—1974), გვატემალელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში (1967)
ონორე დე ბალზაკი (1799—1850), მწერალი
ანრი ბარბიუსი (1873—1935), მწერალი
პოლ ბარასი (1755—1829), დიდი ფრანგული რევოლუციის მოღვაწე
ჟილბერ ბეკო (1927—2001), ფრანგი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი
ვინჩენცო ბელინი (1801—1835), იტალიელი კომპოზიტორი
კლოდ ბერნარი (1813—1878), ფრანგი ექიმი
სარა ბერნარი (1844—1923), მსახიობი
ჟორჟ ბიზე (1838—1875), კომპოზიტორი
ლუი ოგიუსტ ბლანკი (1805—1881), ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე
პიერ ბომარშე (1732—1799), დრამატურგი და პუბლიცისტი
პიერ ბურდიე (1930—2002), სოციოლოგი და ფილოსოფოსი
მარია ვალევსკაია (1786—1817), პოლონელი გრაფინია, ნაპოლეონ I სატრფო
ჟიულ ვალესი (1832—1885), მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე
ჯოზეფ ლუი გეი–ლუსაკი (1778—1850), ფრანგი ფიზიკოსი და ქიმიკოსი
ჟაკ ლუი დავიდი (1748—1825), მხატვარი, ფრანგული ნეოკლასიციზმის დამაარსებელი
ედუარ დალადიე (1884—1970), ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, პრემიერ–მინისტრი 1933, 1934, 1938—1940 წლებში.
ეჟენ დელაკრუა (1798—1863), მხატვარი
იაროსლავ დომბროვსკი (1836—1871), პოლონელი და ფრანგი რევოლიუციონერი, მხედართმთავარი
გუსტავ დორე (1832—1883), მხატვარი და ილუსტრატორი
აისედორა დუნკანი (1878—1927), ბალერინა
თეოდორ ჟერიკო (1791—1827), ფრანგი მხატვარი
ფილიქს ზიმი (1821—1911), მხატვარი
მარია კალასი (1923—1977), ოპერის მომღერალი
ოგიუსტ კონტი (1798—1857), ფილოსოფოსი და სოციოლოგი
კამილ კორო (1796—1875), ფრანგი მხატვარი
როდოლფ კრეიცერი (1766—1831), ფრანგი მევიოლინე, კომპოზიტორი და დირიჟორი
ჟან დე ლაფონტენი (1621—1695), მეიგავე
ჟან ფრანსუა ლიოტარი (1924—1998), ფილოსოფოსი–პოსტმოდერნისტი.
ეტიენ მაკდონალდი (1765—1840), ფრანგი მარშალი
ანდრე მასენა (1758—1817), ფრანგი მარშალი
ნესტორ მახნო (1889—1934), ანარქისტი
ჟორჟ მელიესი (1861—1938), ფრანგი რეჟისორი, მსოფიო კინემატოგრაფის ერთ–ერთი დამაარსებელი
მორის მერლო–პონტი (1908—1961), ფილოსოფოსი
ჟიულ მიშლე (1798—1874), ისტორიკოსი
ამადეო მოდილიანი (1884—1920), მხატვარი–ექსპრესიონისტი
ჟან ბატისტ მოლიერი (1622—1673), კომედიოგრაფი
გასპარ მონჟი (1746—1818), ფრანგი მათემატიკოსი
ივ მონტანი (1921—1991), მსახიობი
ჯიმ მორისონი (1943—1971), ამერიკელი მომღერალი, პოეტი და კომპოზიტორი, ვოკალისტი ჯგუფისა The Doors
იოახიმ მიურატი (1771—1815), ფრანგი მარშალი, ნეაპოლის მეფე
ალფრედ დე მიუსე (1810—1857), ფრანგი პოეტი, დრამატურგი
მიშელ ნეი (1769—1815), ფრანგი მარშალი
ჟან–პიერ ომონი (1911—2001), ფრანგი მსახიობი
ედიტ პიაფი (1915—1963), მომღერალი და მსახიობი
კამილ პისარო (1830—1903), ფრანგი ფერმწერი, იმპრესიონიზმის ერთ–ერთი დამაარსებელი
მარსელ პრუსტი (1871—1922), მწერალი
ჯეიმს დე როტშილდი (1792—1868), ბანკირი
ანრი სენ–სიმონი (1760—1825), უტოპიური სოციალიზმის სკოლის დამაარსებელი
ჟორჟ–პიერ სიორა (1859—1891), მხატვარი , ნეოიმპრესიონიზმის დამაარსებელი
სიმონა სინიორე (1921—1985), მსახიობი
ლუი–გაბრიელ სუშე (1770—1826), ფრანგი მარშალი
მარი ტრენტინიანი (1962—2003), მსახიობი
რაფაელ ტრუხილიო (1891—1961), დომინიკელი დიქტატორი(1930—1961)
ოსკარ უაილდი (1854—1900), მწერალი
ჟან–ფრანსუა შამპოლიონი (1790—1832), ფრანგი ეგვიპტოლოგი
ფრედერიკ შოპენი (1810—1849), კომპოზიტორი
პოლ ელუარი (1895—1952), ფრანგი პოეტი
დომინიკ ენგრი (1780—1867), მხატვარი
მაქს ერნსტი (1891—1976), გერმანელი მხატვარი



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1702 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები