ხუთშაბათი, 02.05.2024, 00:48
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » ვენის კულტურა".
20:48
ვენის კულტურა".

ბურგთეატრის მთავარი ფასადი.


ბურგთეატრი (გერმ. Burgtheater, საიმპერიო კარის თეატრი), თავდაპირველად ცნობილი, როგორც "der Burg", ხოლო 1920 წლამდე კი "Hofburgtheater", არის ავსტრიის ფედერალური თეატრი ვენაში და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულენოვანი თეატრი მსოფლიოში.

თეატრი დაარსდა 1741 წლის 13 მარტს ჰაბსბურგის დედოფალი მარია ტერეზა ავსტრიელის მიერ საკუთარი სასახლის გვერდით; მისმა ვაჟმა იმპერატორმა იოზეფ II-მ მას გერმანიის ნაციონალური თეატრი დაარქვა 1776 წელს.

1794 წლიდან თეატრს ერქვა "K.K. Hoftheater nächst der Burg". თეატრი ახალ შენობაში გადავიდა რინგშტრასეზე 1888 წლის 14 ოქტომბერს, რომლის პროექტი ეკუთვნის გოტფრიდ სემპერსა და კარლ ფრეჰერ ფონ ჰაზენაუერს. 1944 წელს ხანძრის მიერ განადგურებული სასახლის თეატრი 1955 წელს აღადგინეს. ისტორიულად კლასიკური ბურგთეატრის სტილი და ბურგთეატრის გერმანული ენა ყველა გერმანულენოვანი თეატრისთვის მაგალითის მიმცემი იყო.


გვერდითი ფასადი.

ვენის სახელმწიფო ოპერა.


შტაატსოპერის შენობა ამჟამად.


ოპერნჰაუსი 1900 წელს.


ვენის სახელმწიფო ოპერა (გერმ. Wiener Staatsoper) მდებარეობს ვენაში, ავსტრია, და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საოპერო თეატრია ევროპასა და მთელ მსოფლიოში. 1920 წლამდე "ვენის კარის ოპერა" ერქვა (k.k. Hofoper).

ოპერის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული დირიჟორი იყო გუსტავ მალერი. მისი მოღვაწეობის პერიოდში მალერმა აღზარდა მომღერალთა ახალი თაობა, მათ შორის ანა ბარ-მილდენბურგი, სელმა კურცი და ლეო სლეზაკი.

მასვე ეკუთვნის სცენის ისტორიული მდიდრული დეკორაციების უფრო მოდერნისტულ, იუგენდსტილის გემოვნებით შეცვლა.

მალერმა შემოიღო თეატრში წარმოდგენის დროს განათების დამუქების პრაქტიკა, რასაც თავდაპირველად მაყურებელთა წინააღმდეგობა შეხვდა.

კომპანიას ამჟამად სეიჯი ოზავა მეთაურობს. ვენის ოპერის სხვა დირიჟორთა შორის იყვნენ ჰანს რიხტერი, ფელიქს ვაინგარტნერი, რიხარდ შტრაუსი, კლემენს კრაუსი, ვილჰელმ ფურტვენგლერი, ბრუნო ვალტერი, კარლ ბომი, ჰერბერტ ფონ კარაიანი, ლორინ მააცელი, კლაუდიო აბადო და რიკარდო მუტი.

ფონ კარაიანის დირექტორობამდე ვენის ოპერას პერმანენტული ანსამბლი ჰყავდა. ფონ კარაიანმა შემოიღო მოწვეულ მომღერალთა პრაქტიკა. თეატრს მჭიდრო კავშირი აქვს ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან, რომლის წევრები ვენის სახ. ოპერის ორკესტრიდან ირჩევიან.

ოპერის შენობა.


სახელმწიფო ოპერის ძირითადი ნეო-რომანული შენობა გახსნის პერიოდში, 1869 წლის 25 მაისს, მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. შენობის ინაუგურაცია მოცარტის "დონ ჯოვანით" მოხდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სცენა მოკავშირეთა დაბომბვის შედეგად განადგურდა, ხოლო თავად შენობა კი 1945 წლის 12 მარტს ქალაქში შემოსულმა აჟიტირებულმა ჯარისკაცებმა გადაწვეს.

თუმცა ვანდალიზმს ოპერის ფოიე, მორიც ფონ შვინდის ფრესკებით, მთავარი საფეხურები, ვესტიბიული და ჩაის ოთახი გადაურჩა. თითქმის მთელი ინტერიერი და სცენური დეკორაციები, 150.000-მე კოსტიუმი 120 ოპერისთვის სრულიად განადგურდა. ომის შემდეგ სახ. ოპერამ დროებით თავი ვენის თეატრსა და ფოლკსოპერას შეაფარა.

აღდგენილი შენობა, 2200 ადგილით, 1955 წლის 5 ნოემბერს გაიხსნა ბეთჰოვენის ”ფიდელიოს” შესრულებით კარლ ბომის დირიჟორობით. მრავალი ათწლეულის განმავლობაში ოპერის სახლში ასევე ტარდებოდა ვენის ოპერის ბალი. ეს ტრადიცია დღემდე არსებობს.

ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმი.


მუზეუმი მარია-ტერეზიენ-პლაცზე, ვენა.


ხელოვნების ისტორიის მუზეუმი (გერმ. Kunsthistorisches Museum) ვენაში, ავსტრია, რინგშტრასეზე მდებარეობს და ერთ-ერთი წამყვანი სახვითი და დეკორატიული ხელოვნების მუზეუმია მსოფლიოში.

მუზეუმი გახსნა 1891 წელს ბუნების ისტორიის მუზეუმთან (Naturhistorisches Museum) ერთად ავსტრო-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის მიერ. ორივე მუზეუმს იდენტური ფასადი აქვს და ერთმანეთს უყურებს მარია-ტერეზიენ-პლაცზე.

ორივე შენობა აიგო 1872-91 წლებში გოტფრიდ სემპერისა და კარლ ფრაიჰერ ფონ ჰაზენაუერის პროექტით.

რინგშტრასეზე მდებარე ორივე მუზეუმი იმპერატორის ხაზინიდან დაფინანსდა ჰაბსბურგის ვრცელი კოლექციის საზოგადოებისთვის გამოფენის მიზნით. შენობების ფასადები ქვიშანარევი ქვით არის მოპირკეთებული.

შენობები მართკუთხა ფორმისაა და თავზე 60 მეტრი სიმაღლის ოქტაგონალური გუმბათი ადგას. შენობების ინტერიერი მოპირკეთებულია მარმარილოთი, შტუკოს ორნამენტებით, ოქროთი მოვარაყებული და მოხატული, რაც შენობებს თავად ხელოვნების მინუშად ხდის.

მუზეუმის კოლექცია.


მუზეუმის ძირითადი კოლექცია ჰაბსბურგთა ქონებაა, განსაკუთრებით ფერდინანდ ტიროლელის პორტრეტთა და საჭურვლის კოლექციები, იმპერატორ რუდოლფ II-ის კოლექციები, და ასევე არქიეპისკოპოს ლეოპოლდ ვილჰელმის ფერწერულ ტილოთა კოლექცია.

ნახატთა გალერეის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებია:
იან ვან ეიკი: "კარდინალი ნიკოლო ალბერგატი", 1438.
ალბრეხტ დიურერი: "სამების გაბრწყინება", 1511.
ჯუზეპე არკიმბოლდო: "ზაფხული", 1563.
მიქელანჯელო მერისი და კარავაჯიო: "როზენკრანცის მადონა", 1606.
"ეკლის გვირგვინით შემოსვა".
"დავით გოლიათის თავით".
პეტრე პავლე რუბენსი: "ილდეფონსოს საკურთხეველი", 1630.
რაფაელი: "მადონა მწვანეში", 1506.
იოჰანეს ვერმეერი: "ხელოვანი საკუთარ სტუდიაში", 1665.
პიტერ ბრიუგელ უფროსი: "ბაბილონის გოდოლი", 1563.

მუზეუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სკულპტურა, ბენვენუტო ჩელინის "სალიერა" 2003 წლის 11 მაისს მოპარულ იქნა. ქანდაკება 2006 წლის 21 იანვარს ახლომდებარე ქალაქ ზვეტლთან ტყეში ყუთში დამარხული იპოვეს. ეს ავსტრიის ისტორიაში უდიდესი ხელოვნების ნიმუშის მოპარვა იყო.


"მადონა მწვანეში", რაფაელი.


"ბაბილონის გოდოლი", პიტერ ბრეიგელი.


"ინფანტა მარგარიტა ტერეზე ლურჯ კაბაში", ველაზკესი.

ვენური კაფე.

ვენური კაფე (გერმ. Wiener Kaffeehaus) -- ტიპიური დაწესებულება ვენაში, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა მნიშვნელოვანი როლი ვენის კულტურასა და ტრადიციებში.


გაზეთი - ვენური კაფეს აუცილებელი ატრიბუტი.

უნიკალურობა .

cმსოფლიოს სხვა კაფეთა ტრადიციებისგან განსხვავებით, ვენური კაფესთვის სავსებით ნორმალურია კლიენტთა მიერ საათობით მარტოობით გაზეთის (კაფეს აუცილებელი ატრიბუტი) თვალიერება-შესწავლა. ყავასთან ერთად, მიმტანი აუცილებლად მოგიტანთ ჭიქა ცივ ონკანის წყალს და დროდადრო შეგივსებთ მას ხანგრძლივად ყოფნის განმავლობაში თქვენი თხოვნისდამიუხედავად.

ვენური კაფეს ავეჯი ერთგვაროვანი არაა -- ეს ან თბილი და კომფორტული პლიუშია ან ცივი და სტილიზებული მოდერნი. კლასიკური ავეჯის აუცილებელი ატრიბუტი მიქაელ თონეს სკამები და მარმარილოს მაგიდისთავებია. ამგვარ კაფეთა უმრავლესობა ასევე შემოგთავაზებთ მცირე ზომის კერძებს, სოსისების მსგავსს ან დესერტებს ნამცხვრებისა და ტორტების სახით.

მრავალ კლასიკურ კაფეში (მაგ. კაფე დიგლასი, კაფე ცენტრალი, კაფე პრიუკელი) საღამოობით ცოცხალი მუსიკაა პიანინოს შესრულებით და ასევე ხშირად ლიტერატურული საღამოებიც ეწყობა.

ისტორია.


ლეგენდის თანახმად პოლონეთ-ჰაგსბურგის არმია, თურქების მეორე ალყისგან 1683 წელს ვენის განთავისუფლებისას, წააწყდა ტომრებს უცნაური მარცვლებით, რომელიც თავიდან აქლემთა საკვები ეგონათ და დაწვა მოუნდომეს.

პოლონეთის მეფემ იან III სობიესკიმ ტომრები ერთ-ერთ თავის ოფიცერს, სახელად ფრანციჟეკ იერზი კულცზიცკის, უსახსოვრა, რომელმაც პირველი ყავის სახლი გახსნა. ცოტაოდენი ექსპერიმენტაციის შემდეგ, მან სითხეს შაქარი და რძე დაამატა, და ამგვარად დაიწყო ვენური კაფეს ტრადიცია.

სინამდვილეში, ერთ-ერთი პირველი კაფე ბერძენი სომეხის იოჰანეს დიოდატოს, ავსტრიელთა ჯაშუშის, წამოწყება იყო, რომელმაც თავდაპირველად ყავით ვაჭრობის მონოპოლიური უფლება მოიპოვა.

ახალი სასმელი კარგად იქნა მიღებული და ყავის სახლებმა სწრაფად იწყო გამრავლება. ადრეულ პერიოდში, სხვადასხვა სასმელებს სახელები შერქმეული ჯერ არ ჰქონდა და მომხმარებლები სასურველ ნარევს ფერადი ცხრილიდან ირჩევდნენ.

ყავის სახლების ტრადიციამ პოპულარობის პიკს მე-19 საუკუნის დასაწყისში მიაღწია, როცა ის მწერლების პიტერ ალტენბერგის, ალფრედ პოლგარის, კარლ კრაუსის, ჰერმან ბროხისა და ფრიდრიხ ტორბერგის მუშაობისა და გართობის გამორჩეული ადგილი გახდა.

იმ დროის ცნობილი ხელოვანები, მეცნიერები და პოლიტიკოსები, როგორიცაა ართურ შნიცლერი, შტეფან ცვაიგი, ეგონ შილი, გუსტავ კლიმტი, ადოლფ ლოოსი, თეოდორ ჰერცლი და თვით ლეონ ტროცკი ყავი სახლების მუდმივი სტუმრები იყვნენ. თითქმის მყისიერად პრაღაში, ბუდაპეშტსა და ლვივში (ლემბერგი) ავსტრო-უნგრეთის იმპერიის სხვა ქალაქებთან ერთად ვენური მოდელის მსგვსად უამრავი ყავის სახლი გაჩნდა.

ნაცისტური მთავრობის მოსვლის შემდეგ, მათ მიერ ე.წ. "დეგენერაციული ხელოვნების" აკრძალვით ყავის სახლების პოპულარობას ბოლო მოეღო. 1950-იან წლებში ყავის სახლებს კიდევ უფრო მძიმე პერიოდი დაუდგა, შესაძლოა ტელევიზიისა და თანამედროვე ესპრესო ბარების პოპულარობის ზრდის გამო, და მრავალი მათგანი დახურვის საშიშროების ქვეშ დადგა.

თუმცა ბოლო პერიდში ტურიზმისა და ამგვარი კაფეების ისტორიისადმი ინტერესის ზრდის წყალობით ბევრი კლასიკური ვენური კაფე გაკოტრებას გადაურჩა და ტრადიცია ისევ აღმავლობის გზას დაადგა.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2187 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები