პარასკევი, 26.04.2024, 03:00
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » გმირთა მოედანზე 26 მაისს თბილისში ყველაზე მაღალი მონუმენტი გაიხსნება
22:45
გმირთა მოედანზე 26 მაისს თბილისში ყველაზე მაღალი მონუმენტი გაიხსნება

გმირთა მოედანზე 26 მაისს თბილისში ყველაზე მაღალი მემორიალი გაიხსნება, რომელიც საქართველოს გასაბჭოებიდან დღემდე რუსეთის წინააღმდეგ დაღუპულ გმირთა სახელები და გვარები იქნება ამოტვიფრული.


როგორც „ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, მემორიალი ლითონის კონსტრუქციისა და ორგანული მინის კოშკს წარმოადგენს, რომელიც ესპანელმა დიზაინერმა ალბერტო დომინგო კაბომ დააპროექტა.


მემორიალის სიმაღლე 48 მეტრია და ის თბილისში ყველაზე მაღალი მემორიალი იქნება. მემორიალი 1918 წელს დაღუპული იუნკრების, 1924 წლის აჯანყების მეთაურების, 1992-93 წლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება. მეომართა სახელები ამოტვიფრული იქნება ორგანულ მინაზე, რომლითაც ეს კოშკი არის აგებული.


გმირთა საუკუნოდ უკვდავსაყოფად მემორიალის ძირში განთავსდება კაფსულა, რომელშიც ჩაიდება სპეციალური ქაღალდი გმირთა სახელებით. კონსტრუქცია დაახლოებით 260 ტონას იწონის. მონუმენტი გათვლილია და გაუძლებს 9-ბალიან მიწისძვრას და ძლიერ ქარებს. მემორიალზე მთლიანად 3 500მდე ადამიანის სახელი და გვარი ამოიტვიფრება.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1068 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები