პარასკევი, 26.04.2024, 12:10
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » მარადონამ ლოგიკური შვიდეული გამოაკლო.
23:15
მარადონამ ლოგიკური შვიდეული გამოაკლო.

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ სამხრეთ აფრიკაში წასაყვან შემადგენლობას საბოლოოდ სახე მისცა. თავიდან დასახელებული 30
კანდიდატიდან, "ალბისელესტეს" თავკაცმა 23 საუკეთესო გამოარჩია, 7 ფეხბურთელს კი, ნაკლებად გაუმართლა.

ამჯერად, ყველაფერი სიურპრიზების გარეშე მოხდა - ლეგენდარულმა დიეგომ სიიდან სწორედ ის მოთამაშეები ამოშალა, რომლებსაც სპეციალისტთა საყოველთაო აზრით, მუნდიალზე წასვლის ყველაზე ნაკლები შანსი ჰქონდათ. უიღბლოთა შორის მოხვდნენ: ეზეკილ ლავეცი ("ნაპოლი", იტალია), ფაბრიციო კოლოჩინი ("ნიუკასლი", ინგლისი), ხესუს დატოლო ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), ხოსე სოსა ("ესტუდიანტესი"), ხუან მერსიერი ("არგენტინოს ხუნიორსი"), სებასტიან ბლანკო ("ლანუსი") და ხუან მანუელ ინსაურალდე ("ოლდ ბოისი").

არგენტინელთა საბოლოო სამუნდიალე შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: სერხიო რომერო ("ალკმაარი", ჰოლანდია), მარიანო ანდუხარი ("კატანია", იტალია), დიეგო ლოპესი ("კოლონი");

მცველები: ვალტერ სამუელი ("ინტერი", იტალია), ნიკოლას ბურდისო ("რომა", იტალია), მარტინ დემიკელისი ("ბაიერნი", გერმანია), გაბრიელ ჰაინცე ("მარსელი", საფრანგეთი), ნიკოლას ოტამენდი ("ველესი"), კლემენტე როდრიგესი ("ესტუდიანტესი"), არიელ გარსე ("კოლონი");

ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო, მაქსი როდრიგესი (ორივე "ლივერპული", ინგლისი), ხუან სებასტიან ვერონი ("ესტუდიანტესი"), მარიო ბოლატი ("ფიორენტინა", იტალია), ანხელ დი მარია ("ბენფიკა", პორტუგალია), ხონას გუტიერესი ("ნიუკასლი", ინგლისი), ხავიერ პასტორე ("პალერმო", იტალია);

თავდამსხმელები: სერხიო აგუერო ("ატლეტიკო", ესპანეთი), დიეგო მილიტო ("ინტერი", იტალია), მარტინ პალერმო ("ბოკა ხუნიორსი"), კარლოს ტევესი ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), გონსალო იგუაინი ("რეალი", ესპანეთი), ლიონელ მესი ("ბარსელონა", ესპანეთი).

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკაში არგენტინის თანაჯგუფელები ნიგერიის, სამხრეთ კორეისა და საბერძნეთის ნაკრებები იქნებიან. პირველ შეხვედრას კი, "ალბისელესტე" 12 ივნისს, ნიგერიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1056 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები