შაბათი, 27.04.2024, 06:22
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "როსაბარონექსპორტს" სანქციები მოუხსნა.
23:28
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "როსაბარონექსპორტს" სანქციები მოუხსნა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "როსაბარონექსპორტს" 2008 წლიდან დაწესებული სანქციები მოუხსნა, - ამის შესახებ "ლენტა.რუ" "ასოშიეთიდ პრესზე" დაყრდნობით იუწყება.

"ასოშიეთიდ პრესის" ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის ფედერალური რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. სანქციები მოეხსნათ, აგრეთვე, მოსკოვის საავიაციო და რუსეთის მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტებს.

აშშ-მა რუსეთის იარაღის ექსპორტიორ კომპანიებზე სანქციები ირანთან თანამშრომლობის მიზეზით დააწესა. გარდა ამისა, "როსაბარონექსპორტს" ბრალს სდებდნენ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისთვის საჭირო ტექნოლოგიების გაყიდვაში.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქცია უკრძალავდა სახელმწიფო ორგანიზაციებს ამ კომპანიებთან ან მათ შვილობილ კომპანიებთან ნებისმიერი ხასიათის შეთანხმების გაფორმებას. ამასთან, "როსაბარონექსპორტს" ამერიკული სამხედრო ტექნიკის შეძენა ეკრძალებოდა.

"როსაბარონექსპორტმა" მაშინ ამერიკული მხარის გადაწყვეტილება არაკეთილსინდისიერი კონკურენციით ახსნა. ასეთივე შეფასება მისცა აშშ-ის მაშინდელი ადინისტრაციის გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმაც.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1042 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები