შაბათი, 27.04.2024, 01:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » არჩევნებს 43 ორგანიზაცია დააკვირდება.
23:34
არჩევნებს 43 ორგანიზაცია დააკვირდება.

30 მაისს თვითმმართველობის არჩევნებს 29 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და 14 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. თუმცა, შესაძლოა, ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა 23 მაისს იწურება.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საერთაშორისო შრომის სოლიდარობის ამერიკის ცენტრი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ესტონეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო, ევროკავშირის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგნლის ოფისი, ევროკავშირის ევროპული კომისია, აღმოსავლეთ ევროპის სწავლების ცენტრი და ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი - ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების არასრული ჩამონათვალი, რომელიც თვითმმართველობის არჩვნებს დააკვირდება.

"ახალი თაობა ახალი ინიციტივა", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", ფონდი "ინვალიდთა დახმარების ასოციაცია", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამართლებრივი განვითარების საზოგადოება", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "დემოკრატიის ცენტრი", "მშვიდობისა და განვითარების აკადემია", "ბათუმელი", "მრავალეროვანი საქართველო", "სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია", "თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია", "ჯანმრთელი სამყარო", "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი", "თავისუფალი არჩევანი", "ევროპასთან თანამშრომლობის საზოგადოება", "ევრაზიის საერთაშორისო თანადგომა", "ახალგაზრდული რესპუბლიკური ინსტიტუტი" - ეს კი ქართული არასამათვარობო ორგანიზაციების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ადგილობრივ და საკრებულოს არჩვნებს გაუწევს მონიტორინგს.

30 მაისს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" რეგიონებსა და დედაქალქში 1100 დამკვირვებელს გაუშვებს. როგორც "რეზონანსს" სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" პიარ-მენეჯერმა ნინო დოლიძემ განუცხადა, დამკვირვებლები რეგიონსა და დედაქალაქში თანაბრად გადანაწილდება.
10 დღით ადრე კი სამი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ერთობლივმა საარჩევნო მედიაცენტრმა დაიწყო მუშაობა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მედიაცენტრის საკონტაქტო პირმა თამარ ქაროსანიძემ განუცხადა, მედიაცენტრის საშუალებით ზემოხსენებული ორგანიზაციები ჟურნალისტებს და ფართო საზოგადოებას გააცნობენ ინფორმაციას მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სადამკვირვებლო საქმიანობის, დაკვირვების შედეგების და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
წინასაარჩევნო პერიოდში ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:

საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება და ამავე კოდექსით დადგენილი ვადების დაცვა; საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა; პოლიტიკური პარტიების და მათი კანდიდატების მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიები; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა.

არჩევნების დღეს მედიაცენტრი იმუშავებს 24 - საათიან რეჟიმში და დღის განმავლობაში რამდენჯერმე გააკეთებს განცხადებებს შემდეგ საკითხებზე: საარჩევნო უბნებში კენჭისყრის პროცედურების მიმდინარეობა; არჩევნების დღეს გამოვლენილი დარღვევები და ხარვეზები; საარჩევნო უბნებში ხმების დათვლის პროცედურების მიმდინარეობა.

არჩევნების დღის შემდეგ სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამოაქვეყნებენ: რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონიტორინგის შედეგებს; საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების პროცესის შეფასებას; არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის პროცესის ანალიზს; მთლიანი საარჩევნო პროცესის შეფასებას და რეკომენდაციებს გამოკვეთილი პრობლემების გადასაჭრელად.

პრესრელიზები მომზადდება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მათი დაბეჭდილი ვერსიები მედიაცენტრშივე გავრცელდება, ხოლო ელექტრონული ვერსიები დაიგზავნება ინტერნეტით და განთავსდება სადამკვირვებლო ორგანიზაციების ვებგვერდებზე.

მედიაცენტრში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ამომრჩევლებს, მისცემს შესაძლებლობას, დაუკავშირდეს მედიაცენტრს და მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ გამოვლენილი დარღვევის შესახებ. ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაცია აღირიცხება სპეციალურ ბაზაში და დაეგზავნება მედიაცენტრში გაერთიანებულ ორგანიზაციებს. ისინი ამ ინფორმაციას გადაამოწმებენ და, დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ცხელი ხაზის ნომერია 144 896, რომელიც იმუშავებს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, ხოლო არჩევნების დღეს - 24 საათის განმავლობაში.
მედიაცენტრს აფინანსებს ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1078 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები