შაბათი, 27.04.2024, 07:36
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » რუსეთი კავკასიის ქედზე ნატოს საწინააღმდეგო თავდაცვითი ზღუდის შექმნას გეგმავს.
23:54
რუსეთი კავკასიის ქედზე ნატოს საწინააღმდეგო თავდაცვითი ზღუდის შექმნას გეგმავს.

რუსეთმა ახალგორის მიმართულებით ახალი გზის გაყვანის გეგმა შეიმუშავა, რომელიც სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. "... იმ სტრატეგიული ამოცანის შესრულებას ემსახურება, რასაც ჰქვია კავკასიის ქედზე ნატოს საწინააღმდეგო თავდაცვითი ზღუდის შექმნა," - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე.

თავად ედუარდ კოკოითი ახალგორის მიმართულებით რუსული პროექტით გზის მშენებლობის წინააღმდეგია. როგორც "ოსრადიო.რუ" იუწყება, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ადგილობრივი ძალოვნებისა და რუსი მესაზღვრეების ერთობლივ თათბირზე განაცხადა, "ცხინვალიდან ლენინგორამდე ძველი გზის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგი ვართ. რუსეთის რეგიონული განვითარების სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის აზრი უნდა გაითვალისწინოს და ახალი გეგმა დაამტკიცოს.

ახალი გზა, რომელსაც ქვედა გზას უწოდებენ, უფრო მოსახერხებელია, რადგან მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებს ფარავს და, რაც ასევე მნიშვნელოვანია - ნაკლებად ხარჯიანია".

დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, თუ სამხრეთ ოსეთის აზრი არ იქნება გათვალისწინებული, ცხინვალი გზის მშენებლობის ნებართვას არ გასცემს.

ქვედა გზის უპირატესობას ცხინვალის რეგიონში მდგარი რუსი მესაზღვრეების უფროსი ალექსანდრე მურზინიც ეთანხმება: "ეს გზა მესაზღვრეებისთვის უფრო ხელსაყრელია. გზა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვართან გაივლის, სასაზღვრო საგუშაგოების ასაშენებლად და საზღვრის დაცვისთვის არის აუცილებელი".

ცხინვალიდან ახალგორისკენ გზის ახალი ვარიანტის სიგრძე 45 კილომეტრია და სოფლებზე - დმენისი, ღრომი, წინაგარა, მონასტერი და ახმაჯი - გადის. ღრომამდე გზის მშენებლობა უკვე დასრულებულია, საიდანაც ახალგორამდე 26 კილომეტრია. ამ პირობებში რუსეთის რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ ძველი, 100-კილომეტრიანი გზის მშენებლობის დაჟინებულ მოთხოვნას კოკოითი გაუგებარს უწოდებს. მისი შეფასებით, ძველი გზა ამჟამინდელ მდგომარეობაში შესაძლებელია, სათადარიგო გზად დატოვონ.

რა გზების გაჭრა-კეთებაზეა საუბარი და რისთვის სჭირდებათ ეს ოსებს ან რუსებს? - ამის გასარკვევად "რეზონანსი" ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
მამუკა არეშიძე: "ახალგორში არის ზედა და ქვედა გზები.

ქვედა გზა არის ზუსტად კოკოითის ინიციატივით კეთებადი გზა, რომლისგანაც მხოლოდ 26 კილომეტრია გასაკეთებელი, დანარჩენი პრაქტიკულად გაკეთებულია. ამ გზის უპირატესობა ისიც არის, რომ სოფლებზე გაივლის. 

სწორედ ეს და გზის სიიაფე არის კოკოითის ძირითადი არგუმენტი, მით უმეტეს, რომ გასაკეთებლად დარჩენილია მხოლოდ 26 კილომეტრი. ეს გზა კომუნიკაციის თვალსაზრისით ხალხისთვის მართლაც მომგებიანია, ანუ კოკოითის არგუმენტი სერიოზულია.

რუსეთის რეგიონული განვითარების სამინისტრო რომ აცხადებს, გზის ახალი ვარიანტი შევიმუშავეთო, ეს არის 100 კილომეტრიანი გზა, რომელიც გადადის მთებზე და ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ქვედა გზა. გარდა ამისა, გადის არა სოფლებზე, არამედ უკაცრიელ ადგილებზე. ეს არის რუსი სამხედროების იდეა. 

ქვედა გზა, რომელსაც კოკოითი აქებს, ძალიან ახლო გადის ადმინისტრაციულ საზღვართან და რუსული ჯარების გადაადგილების შემთხვევაში, ანუ რუსული საომარი მოქმედებებისას ქართული არტილერია იოლი დარტყმის ქვეშ მოექცევა.

ასე ფიქრობენ რუსი სამხედროები. სინამდვილეში აქ მეორე მომენტიც არის: მთებზე გამავალი, ანუ ზედა გზა ძალიან ძვირი ჯდება და ამიტომაც რუსი ჩინოვნიკებისა და სამხედროების ფიქრით, ფულს იშოვიან. კოკოითი ამას არ ამბობს, მაგრამ სხვა არგუმენტები მოჰყავს, რომელიც ლოგიკურია.

ანუ ის არ ამბობს იმას, რომ ეს ფული მის მიღმა გაივლის. კოკოითი რომ ჩართონ ამ გზის მშენებლობაში როგორც ერთ-ერთი მეწილე, დიდი სიამოვნებით დათანხმდებოდა ამ გზის კეთებას".

არეშიძის აზრით, ახალგორის ზედა გზას, რომელიც რუსი სამხედროების იდეაა, წმინდა წყლის სამხედრო დანიშნულება ექნება. "ჩემი ვარაუდით, რუს სამხედროებს კიდევ ერთი გზა, რომელიც მთებზე გაივლის და ზედა გზა ჰქვია, იმიტომ სჭირდებათ, რომ იმას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, საპროექტო გაგრძელება, რომელიც საქართველოს სამხედრო გზისკენ მიდის.

ამ გზით მლეთასთან გასვლა უფრო ადვილია. თუ გაგრძელდა სამხედრო გზისკენ, ჩვენთვის, ცხადია, საშიში იქნება. ამ თვალსაზრისით, რუსი სამხედროებისთვის ზედა გზა უფრო მოქნილია, ვიდრე ქვედა გზა. კოკოითს ინიციატივა აქვს იმიტომ, რომ ქვედა გზა პრაქტიკულად დამთავრებულია და, აქედან, გამომდიმარე, ლაპარაკობს მაღალ ხმაზე".

ცნობისათვის, ახალგორის ქვედა გზა, რომელიც ქსნის ხეობას და ცხინვალს ერთმანეთისგან 45 კილომეტრი აშორებს, 12 კილომეტრია სიგანით. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს კიდეც, რომ ამ გზაზე ტანკებს და, საერთოდ ჯავშანმანქანებს, მოძრაობა თავისუფლად შეუძლიათ. თუმცა ეს არის მხოლოდ ტრაქტორით გაჭრილი გზა, რომელიც მხოლოდ მოხრეშილია და ისიც ბოლომდე - არა.

არეშიძე ამბობს, რომ თუ ომი დაიწყო ხვალ, ქვედა გზა ამისთვის გამოდგება, თუმცა უფრო სარგებლიანი რუსებისთვის მთებზე გამავალი გზა იქნება. "ტანკები და ურალი ამ გზაზე თავისუფლად გაივლის. "მოსკვიჩისა" და "ჟიგულის" გავლა სულ არ ანაღვლებთ რუს სამხედროებს.

ასე რომ, სამხედროები ზედა გზას ამზადებენ ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურული გარდაქნისთვის.

თუ გამოვრიცხავთ ჩინოვნიკების კორუმპირებულობას და სამხედროების ფულით დაინტერესებას, მაშინ ზედა გზა სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქიდან გამომდინარე, რომ გადის უღრან ადგილებში, აბსოლუტურად დაცულია. გარდა ამისა, აქვს საქართველოს სამხედრო გზის ჩაკეტვის პერსპექტივა ბევრად უფრო მოქნილად, ვიდრე ქვედა გზას და იმ სტრატეგიული ამოცანის შესრულებას ემსახურება, რასაც ჰქვია კავკასიის ქედზე ნატოს საწინააღმდეგო თავდაცვითი ზღუდის შექმნა.

სწორედ ეს გზა ჯდება ამ ინფრასტრუქტურის კონტექსტში. გარდა იმისა, რომ ამ გზით იოლია ყაზბეგისკენ გადასვლა, ბევრად უფრო ადვილია მამისონიდან ჯავის გზასთან შეერთება. ანუ ეს ზედა გზა ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება".

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1057 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები