შაბათი, 27.04.2024, 00:50
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » აშშ-ის ოთხი პრეზიდენტის მონუმენტის ციფრულ ასლს შექმნიან.
00:02
აშშ-ის ოთხი პრეზიდენტის მონუმენტის ციფრულ ასლს შექმნიან.

ლაზერული სკანირების მეშვეობით აშშ-ში, სამხრეთ დაკოტაში, რაშმორის მთაზე არსებული მონუმენტის სამგანზომილებიან ციფრულ ასლს შექმნიან. მასზე ოთხი ამერიკელი პრეზიდენტის სახეა გამოსახული. ამის შესახებ Associated Press იუწყება.

ლაზერული სკანირების და მონუმენტის ციფრულ სისტემაზე გადაყვანის სამუშაოები 8 მაისს დაიწყო და კვირის ბოლოს დასრულდება. მონუმენტის სამგანზომილებიან ასლს ვირტუალური ექსკურსიებისთვის გამოიყენებენ.

რაშმორის მთის ციფრული ასლის შექმნაზე მუშაობა ნაციონალური პარკების სამსახურსა და Kacyra Family Foundation-ის ფონდში ერთდროულად მიმდინარეობს. მონუმენტის კოპირებისა და ციფრულ ფორმატში გადასაყვანად საჭირო რესურსებზე და ტექნოლოგიებზე ”Scottish10”-ის პროექტის ჩარჩოებში შოტლანდიის ხელისუფლებამ იზრუნა.

სულ 10 ისტორიული მემორიალის სამგანზომილებიანი ასლის გაკეთება იგეგმება. აქედან 4 - შოტლანდიაში, დანარჩენი ექვსი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1025 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები