პარასკევი, 26.04.2024, 08:52
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » iPhone საკუთარ მფლობელს გულის რითმის მიხედვით ამოიცნობს.
00:06
iPhone საკუთარ მფლობელს გულის რითმის მიხედვით ამოიცნობს.

Apple-ის მორიგ საპატენტო განაცხადში, რომელიც სათაურით - Seamlessly Embedded Heart Rate Monitor - აშშ-ის სავაჭრო ნიშნების საპატენტო ბიურომ ახლახანს გამოაქვეყნა, მომხმარებლის ამოცნობის ახალი მეთოდია აღწერილი.

ახალი ტექნოლოგიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ iPhone-ის კორპუსში სპეციალური სენსორი იქნება ჩამონტაჟებული, რომელიც მომხმარებლის გულის რითმს დააფიქსირებს. ამ ბიომეტრული მონაცემების დახმარებით კი iPhone-ის მფლობელის იდენტიფიკაცია იქნება შესაძლებელი. ანუ, თუ iPhone უცხო ადამიანს ”იგრძნობს”, უბრალოდ, აღარ ჩაირთვება, იტყობინება Ferra.ru.

ამგვარად iPhone-ში შენახული ინფორმაციაც უფრო მეტად იქნება დაცული. თუ ეს მეთოდი პრაქტიკულად განხორციელდება, უკვე აღარ იქნება საჭირო ძნელად დასამახსოვრებელი პაროლის მოფიქრება, რომელთა ”გატეხვა” არც ისე რთულია.

მსგავსი ტექნოლოგიის შესაქმნელად შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და ასევე საკმაოდ საიმედო სენსორების შექმნა იქნება საჭირო, რაც ახლო მომავლის საკითხია.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 977 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები