პარასკევი, 26.04.2024, 11:00
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » თბილისის მერობის კანდიდატები სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებენ.
00:25
თბილისის მერობის კანდიდატები სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის” ორგანიზებით, სასტუმრო `შერატონ მეტეხი პალასში~, თბილისის მერობის კანდიდატებთან სტუდენტ-ახალგაზრდობის შეხვედრა გაიმართება.  


როგორც "ინტერპრესნიუსს” "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის” პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამები განიხილება.

მერობის კანდიდატები სტუდენტებისათვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხებენ.  
შეხვედრაზე მიწვეულები არიან გიგი უგულავა, ირაკლი ალასანია, გიორგი ჭანტურია და გოგი თოფაძე.

უცხოელი ექსპერტების მოთხოვნით, შეხვედრა მხოლოდ 4 კანდიდატთან უნდა შემდგარიყო. აღნიშნული 4 კანდიდატი კი სტუდენტების გამოკითხვის საფუძველზე შეირჩა.


ღონისძიება გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით”, ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო”.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 987 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები