პარასკევი, 26.04.2024, 23:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » ვირჩევთ მერს - პასუხობს ირაკლი ალასანია.
00:35
ვირჩევთ მერს - პასუხობს ირაკლი ალასანია.

დედაქალაქში წინასაარჩევნო მარათონი ძალებს იკრებს. რას პირდებიან მერობის კანდიდატები თბილისელებს, ამას თითოეული მათგანისგან პირადად შეიტყობთ. ამბები.ge-ს მკითხველს ”ალიანსი საქართველოსთვის” მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია პასუხობს


მკითხველი: ჯიმშერი

ბატონო ირაკლი, დღევანდელ პოლიტიკურ არენაზე თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსად მიგვაჩნია, როგორ აპირებთ ამ ჭრელ პოლიტიკურ სივრცეში დაიცვათ ქვეყანა და გააძლიეროთ სახელმწიფოებრიობა მაშინ, როდესაც ხელისუფლებაზე უკმაყოფილო ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს?

ბატონო ჯიმშერ დიდი მადლობა შეკითხვისთვის. საქართველოს ინტერესი პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დავიცვათ და ეს არჩევნებზე ბიულეტენების გამოყენებით არის შესაძლებელი. ჩვენი მთავარი იარაღი არის ჩვენი ხმა და არჩევნები. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტ,ე მიმეღო მონაწილოება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. 30 მაისს ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავსაც დავუმტკიცოთ, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა შესაძლებელია. ცვლილებები დედაქალაქში გადამდები იქნება მთელი საქართველოსთვის.

ამით ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, თქვენზე, ამომრჩველზეა დამოკიდებულია ვინ იქნება ხელისუფლებაში.

ამ არჩევნების გაყალბებას საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეეგუება, მაგრამ ჩვენ გასაკეთებელ საქმეს სხვა არ გააკეთებს. შესაბამისად 30 მაისს აუცილებელია არ დაგვეზაროს და არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ხელისუფლებას ყველაზე მეტად მაღალი აქტიურობის ეშინია და ამიტომ ნერგავს პესიმიზმსა და ნიჰილიზმს. 

მკითხველი: თამაზი

ბატონო ირაკლი, ვარ უმუშევარი და მაინტერესებს თქვენი მოსვლის შემდეგ როგორ წარიმართება ჩემი ბედი და ვიქნები თუ არა დასაქმებული?

ბატონო თამაზ, თბილისელების 50 პროცენტი უმუშევარია. ჩემი მთავარი პრიორიტეტი სწორედ უმუშევრობასთან და სოციალურ უსამართლობასთან ბრძოლა იქნება. ჩემი დასაქმების პროგრამა მიზნად ისახავს საოჯახო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას. შეიქმნება სპეციალური ფონდი რომლის ბიუჯეტიც 120 მილიონი ლარი იქნება და მოხმარდება საოჯახო და მცირე ბიზნესის დაფინანსებას. პირველივე წელს ეს მოგვცემს საშუალებას დავასაქმოდ 50 000 თბილისელი. ასევე შეიქმნება ბიზნეს ომბუცმენის ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს ბიზნესმენებს ხელისუფლების და საგადასახადო სამსახურების მხრიდან არასწორი ჩარევისგან. ასევე, ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას ჯანდაცვის პროგრამა., რომლის მიხედვითაც 117 მილიონის გამოყოფით შევძლებთ ყველა თბილისის მცხოვრებს და ყველა ოჯახს მოემსახუროს ოჯახის ექიმი. ჩვენ შევქმნით მუნიციპალურ სააფთიაქო ქსელს.

3 წლამდე და 65 წლის ასაკის ზევით მოქალაქეებს უფასოდ ექნებათ ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების მიღების საშუალება, ხოლო დანარჩენ მოქალაქეებს შეღავათიან ფასად ექნებათ მედიკამენტების შეძენის საშუალება. ჩვენი სოციალური პროგრამა, ითვალისწინებს, დევნილების, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების, ომის ვეტერანების, ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალდაკარგულების ზამთრის პერიოდში კომუნალური ხარჯების თანადაფინანსებას 100 ლარის ოდენობით. ასევე სამედიცინო მომსახურეობა ასეთი კატეგორიის ოჯახისთვის იქნება უფასო.

ასეთი ოჯახების ახალგაზრდა თაობას უმაღლეს სასწავლებლებში დავუფინანსებთ გადასახადს 50/75% -ით. სამ და მეტ შვილიანი ოჯახებისათვის გაიზრდება ერთჯერადი მატერიალური დახმარება. მესამე და მეტი შვილის დაბადებისათანავე ერთი წლის განმავლობაში ოჯახს ყოველთვიურად დაენიშნება 50 ლარი. 


მკითხველი: ბესო

ბატონო ირაკლი, პირველ რიგში მინდა გისურვოთ არჩევნებში გამარჯვება. რაც შეეხება ჩემ შეკითხვას, მე ქუთაისიდან ვარ და მაინტერესებს თქვენი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თუ გაქვთ "ჩემი ქალაქის გადარჩენის" რაიმე გეგმა, ან სტრატეგია? ქალაქის, რომლის მანდილოსნების უმრავლესობა გადახვეწილია ევროპაში.

ქუთაისში გახსნილ ქარხანაში რამდენიმე მეგობარი "მუშაობდა", თუმცა ისე შეუმცირეს ხელფასები და ჯოჯოხეთური პირობები შეუქმნეს, რომ აზრი დაკარგა იქ მუშაობამ და ახლა თვითონ ინდოელები ჩამოჰყავთ და ქუთაისის ერთ-ერთ გარეუბანს მალე ალბათ დაერქმევა სახელი: რაჯ-კაპურის უბანი, რომელშიც მთავარ გამზირს-მითხუნ ჩაკრობარტის სახელს მიანიჭებენ ...როგორ უნდა გადარჩეს ეს მართლაც ერთ დროს ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი? 

ბატონო ბესო, ქუთაისში ისევე, როგორც თბილისში ხელისუფლება მხოლოდ ფასადების შეკეთებითაა დაკავებული. ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, მაგრამ პირველ რიგში აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება და შრომითი ბაზრის დაცვა. უსამართლობაა როდესაც ერთი და იგივე სამუშაოსთვის საქართველოს მოქალაქეები გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ ვიდრე მათი უცხოელი კოლეგები.

ესეც იმის შედეგია, რომ ხელისუფლება ინვესტორებთან ხელშეკრულებებს ზერელედ აფორმბეს და საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს ბოლომდე არ იცავს.

მსგავსი ვითარებაა რუსთავსა და ბათუმში. ჩვენი ცვლილებების გეგმა, გულისმობს პირველ რიგში ხელისუფლების დამოკიდებულების შეცვლას. ჩვენთვის მთავრაია პიროვნება და მისი ღირსება. გპირდებით ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ბოლო მოეღება უსამართლობას. სასამართლო იქნება დამოუკიდებელი სამართლებრივ სახელმწიფოში კი ცხოვრება და ბიზნესის კეთება უფრო ადვილი იქნება. შესაბამისად უფრო ადვილი იქნება სამუშაოს შოვნაც.

დაბალი გადასახადებისა და ხელისუფლების მხრიდან ჩაურევლობის შემთხვევაში საქართველოში ჩაიდება რეალური ინვესტიციები რაც შექმნის რეალურ სამუშაო ადგილებს. ეს იქნება ქუთაისის გაჩერებული ქარხნების ამუშავების წინაპირობაც. ამჟამად ქუთაისში გამალებული ტემპებით მიმდიბნარეობს ქალაქის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქციის პროექტი ეს თავისთავად მისასასლმებელია, მაგრამ მთავრი ხომ ეს არ არის. ქუთაისელების უმეტესობისთვის კვლავ ხელმიუწვდომელია ჯანდაცვა.

უამრავი მოქალაქე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ჩვენ ვაპირებთ თბილისის შეცვლით შევცვალოთ მთელი საქართველო, რადგანაც ცენტრალური ხელისუფლება ვალდებული იქნება არ ჩამორჩეს რეფორმებს დედაქალაქში, რომლესაც ჩვენ 30 მაისიდან დაუყოვნებლივ დავიწყებთ.  

მკითხველი: მალხაზი

მინდა გითხრათ, რომ მიმაჩნიხართ პიროვნებად, რომელიც მომავალში სერიოზულ როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარების საქმეში. ჩემი შეკითხვა არ ეხება ადგილობრივ არჩევნებს, სადაც ბუნებრივია გამარჯვებას გისურვებთ.

მინდა გკითხოთ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რა ღონეს მიმართავთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, მაგრამ უფრო კონკრეტულად თუ ჩამოაყალიბებთ თქვენს მოსაზრებას უკეთესი იქნებოდა. ასევე საინტერესოა, ემხრობით თუ არა თავდაუსხმელობის ხელშეკრულების დადებას უკვე რუსეთის მიერ აღიარებულ სეპარატისტებთან? 

ბატონო მალხაზ, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობები მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს. 2005-06 წლებში მოლაპარაკების პროცესში ვმონაწლეობდი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიან, სახელმწიფოებრივ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მოვახერხებთ აფხაზეთთან და ოსეთთან თანაცხოვრების ფორმებზე შეთანხმებას.

ამას დაჭირდება სახალხო დიპლომატიის რესურსის ამოქმედება,სავაჭრო-ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურული ერთობლივი პროექტების შექმნა, რაც აღადგენს ნდობას მხარეებს შორის და დავიწყებთ პოლიტიკური სტატუსის შესახებ დიალოგს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა მოგვარდება და ჩვენ შევძლებთ ჩვენი დევნილების დაბრუნებას საკუთარ სახლებში.

მაგრამ ამას დაჭირდება დიდი შრომა და წინდახედული დიპლომატიური პოლიტიკის წარმოება. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენ სახელმწიფოებრივ ინტერესებში შედის, მაგრამ ამის რესურსი მიხეილ სააკაშვილს არ აქვს.

პირველ რიგში უნდა მოხდეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის, ევროპის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესრულება, რაც გულისხმობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაყვანას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებიდან, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი უნდა დავიწყოთ მანამდე, ვიდრე დეოკუპაცია მოხდება, რადგანაც სხვანაირად დეოკუპაცია არ მოხდება. რაც შეეხება თავდაუმსხმელობის ხელშეკრულებას. ასეთი დოკუმეტი მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან შეიძლება დაიდოს.  

მკითხველი: ალექსანდრე


ბატონო ირაკლი, მაინტერესებს თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში რა პრინციპით და რა მეთოდით უნდა ითანამშრომლოთ ნაციონალურ მოძრაობასთან?

ბატონო ალექსანდრე, დედაქალაქის პირდაპირი წესით არჩეული მერი შეძლებს პრეზიდენტის ერთპიროვნული მიმართულების დაბალანსებას. არ მისცეს მას თბილისის განვითარებასა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ერთპიროვნული, მცდარი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას.

ჩემი არჩევის შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ახალი სივრცის მოძებნა მოგვიწევს. საკუთარი საქმიანობის განხორციელებისთვის ორივეს დაგვჭირდება ერთმანეთი და მე მზად ვარ ასეთი თანამშრომლობა შედგეს ცენტრალურ და ადგილობრივ თვითმმართველობით ორგანოებს შორის.


მკითხველი: თინიკო

ალიანსის ყველა წევრი დაჟინებით იმეორებს, რომ თქვენ ერთადერთი რეალური კანდიდატი ბრძანდებით. განმარტეთ თუ შეიძლება რას ეყრდნობა მათი რწმენა?

ეს პირველ რიგში მათ უნდა კითხოთ, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს. რას ფიქრობს საზოგადოება 30 მაისს გამოჩნდება.

მკითხველი: ვალერიანი

ბატონო ირაკლი, თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში შეძლებთ თუ არა თბილისის გარნიზონის ყოფილ სამხედრო ტერიტორიებზე არსებული ოფიცერთა საერთო საცხოვრებლების და სამხედრო ბინების (მათ შორის დახურული სამხედრო ქალაქების) დაქვემდებარებას ქალაქის ბალანსზე? და მიეცამათ თუ არა საშუალება იქ მაცხოვრებელ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, სამხედრო მოსამსახურეებს ზემოთ აღნიშნული საცხოვრებლების პრივატიზირება მოახდინონ? დაიცავთ თუ არა იქ მაცხოვრებლებს სხვადასხვა სახის იძულებითი გამოსახლებისაგან?

ბატონო ვალერიან, როგორც ჩემთვის ცნობილია არსებული საცხოვრებელი ფართი არ არის თბილისის მერიის ბალანსზე.

რაც შეეხება დევნილებს ჩემი პრიორიტეტი აუცილებლად იქნება ყველა დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფა და არსებული ფართების დაკანონება. ამას სურვილის შემთხვეაში სამი კვირა დასჭირდება.

ჩვენი დევნილები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და ნებისმიერი ხელისუფლის ვალია ამ ადამიანებს ელემენტალური პირობები შეუქმნას. ეს არის პირადად ჩემი ღირსების საქმე. 

მკითხველი: დათო

ბატონო ირაკლი, ხომ არ თვლით, რომ თქვენი საარჩევნო კამპანია საკმარისად აქტიურად არ შუქდება პრესით? და ამის გამოსასწორებლად ინტერნეტის უფრო მეტად გამოყენება იქნებოდა უპრიანი?

ბატონო დავით, ჩემთვის მთავარია უშუალო ურთიერთობა მოქალაქეებთან, მე ყოვლედღიურად მაქვს ურთიერთობა ამორჩველთან თბილისის ყველა უბანში და ზუსტად ვიცი, როგორ ცხოვრობენ თბილისელები სატელევიზიო ფასადების მიღმა.

რა შუქდება ჩემს შესახებ ნაკლებად მაინტერესებს, ტელევიზორის ყურების დრო ნამდვილად არ მაქვს. რაც შეეხება ინტერნეტს, თქვენ შეგიძლიათ ჩემი შეხვედრების შესახებ ყველა ინფორმაცია ნახოთ ჩემს ვებგვერდზე – 

www.iraklialasania.ge


მკითხველი: გოჩა

ბატონო ირაკლი, მინდა გითხრათ, რომ მიმაჩნიხართ პიროვნებად, რომელიც მომავალში სერიოზულ როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარების საქმეში. ვარ უმუშევარი და მაინტერესებს, თქვენი მოსვლის შემდეგ როგორ წარიმართება ჩემი ბედი და ვიქნები თუ არა დასაქმებული?

ბატონო გოჩა, ჩემი პრიორიტეტებია, დასაქმება, ჯანდაცვა და სოციალური სფერო. გავიმეორებ და გეტყვით, რომ ჩემი არჩევის შემდეგ პირველივე წელს დედქალაქში შეიქმნება 50 000 სამუშაო ადგილი. ეს შესაძლებელია არსებული ბიუჯეტით. თბილისის მერია გახდება თითოეული თბილისელის ინტერესების დამცველი და დამსაქმებელი. ეს შესაძლებელია. ცვლილებების დაიწყება 30 მაისს რეალურია, მთავრია ეს ვირწმუნოთ.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 989 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები