პარასკევი, 26.04.2024, 13:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » საქართველოში 3 544 770 ამომრჩეველია.
10:22
საქართველოში 3 544 770 ამომრჩეველია.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში გასულ წელს შესული ცვლილებით, პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის შესაძლებლობა მიეცათ.


საქართველოს საარჩევნო კოდექსში გასულ წელს შესული ცვლილებით, პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის შესაძლებლობა მიეცათ.

პროცესი თებერვალში დაიწყო და 10 აპრილამდე გაგრძელდა.

სიის მონიტორინგი თორმეტმა პოლიტიკურმა პარტიამ განახორციელა, რომლებსაც ამ საქმისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარი გამოეყოთ.

მოგვიანებით მონიტორინგის პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ერთიანი საქართველოსთვის" და მასზე გაცემული 100 000 ლარი დააბრუნა. შემდგომ ეს თანხა ცხრა პოლიტიკურ პარტიაზე გადანაწილდა, რომლებმაც აღნიშნული თანხის მიღების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.

საარჩევნო სიების მონიტორინგის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია კი გუშინ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

როგორც ცესკო-ში განმარტეს, 1 თებერვლის მდგომარეობით, სიაში 3,587,425 ამომრჩეველი იყო. საბოლოოდ, არჩევნების წინ ამომრჩეველთა რაოდენობამ 3,544,770 შეადგინა.

ცესკო-ს განმარტებით, სიების შედგენისას გათვალისწინებული იყო მონიტორინგის დროს ოპოზიციური პარტიების მიერ აღმოჩენილი ყველა უზუსტობა.

მათივე თქმით, სიებში ცდომილება, შესაძლოა, ერთი პროცენტი იყოს და ისიც გადამისამართების მიზეზით. "საარჩევნო სიების გაუმჯობესების პროცესში ამომრჩეველთა ბაზაში ხარვეზების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად, ასევე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან მონაცემების სტანდარტიზაციისა და ინტეგრაციის მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები შეასრულა. ამის შედეგად 117,556 შინაარსობრივი და 85,002 ათასი ტექნიკური ხარვეზი გასწორდა,” - განაცხადეს ცესკო-ში.

30 მაისის არჩევნებისთვის იბეჭდება საარჩევნო ბიულეტენები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დაიბეჭდება 8 მილიონამდე ბიულეტენი. პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისათვის - 3 370 200 ბიულეტენი, მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისათვის - 3 332 300, თბილისის მერის არჩევნებისათვის - 937 000, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის კი - 167 550.

გარდა ამისა, უსინათლო ამომრჩევლებისთვის, ბრაილის შრიფტით - 2120 საარჩევნო ბიულეტენი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის კი - 200 000-ზე მეტი ორენოვანი ბიულეტენი (სომხურ-ქართულ და აზერბაიჯანულ-ქართულ ენებზე). ამავდროულად, უკვე დაბეჭდილია როგორც კედლის, ისე სამაგიდო საარჩევნო სიები.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 960 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები