პარასკევი, 26.04.2024, 13:44
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » ნამდვილი ჯუნგლები მუზეუმის სახურავზე.
10:39
ნამდვილი ჯუნგლები მუზეუმის სახურავზე.

მუშა მეტროპოლიტანის ხელოვნების მუზეუმის სახურავზე "დიდი ბამბუკის" ინსტალაციის აწყობაში მონაწ

ნიუ იორკი - ამას წინათ, ერთ ზაფხულივით თბილ დილას მოკლესახელოებიან სპორტულ მაისურებში ჩაცმული კაცები და საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი ქალები მაიკლ ჯექსონის, ლედ ზეპელინისა და ჯიმი ჰენდრიქსის ხმამაღალი მუსიკის ქვეშ გულმოდგინედ მუშაობდნენ.

ზოგი მათგანი ბაგირზე მოსიარულე აკრობატივით ჰორიზონტალურად გადებულ ბოძებზე ფეხშიშველა დადიოდა და წონასწორობას მარჯვედ ინარჩუნებდა.

სხვები ვერტიკალურ ბოძებზე დაძვრებოდნენ მაიმუნებივით და გადაკვეთის ადგილებს ნეილონის ფერადი თოკებით ამაგრებდნენ. ისეთებიც იყვნენ, ვინც მიწაზე ინდიელების ვიგვამების მსგავს ნაგებობებს აწყობდა.

არ გეგონოთ, რომ აქ ცირკის შაპიტოს აგებაა აღწერილი. ეს მოქმედება მეტროპოლიტანის ხელოვნების მუზეუმის სახურავზე ხდებოდა მხატვრების ხელმძღვანელობითა და ათიოდე ალპინისტის შესრულებით. მათი მიზანი სახურავიდან დაახლოებით რვა მეტრის სიმაღლეზე ლაბირინთის მსგავსი ბამბუკის ჯუნგლების შექმნა იყო.

ამ მუზეუმში უკვე დიდი ხანია სხვადასხვა ხანისა და კულტურის მცენარეები ჰარმონიულ სიმშვიდეში წყნარად თანაარსებობენ. ამ ფონზე ინსტალაცია სახელწოდებით "დიდი ბამბუკი: ვერ გაჩერდები, არ ჩერდები და არც გაჩერდები" შემაშფოთებელ შთაბეჭდილებას ახდენს.

იქ, სადაც ერთ დროს ქალაქისა და ცენტრალური პარკის მშვენიერი ხედი იყო, ახლა ტყე და მასში გამავალი დაკლაკნილი ბილიკებია.

ეს ინსტალაცია 48 წლის ტყუპი მხატვრების დაგ და მაიკ სტარნების ქმნილებაა. შეიძლება "დიდი ბამბუკი" დასრულებულ ინსტალაციად მოგეჩვენოთ, მაგრამ მუშაობა აქ არასოდეს წყდება. ზაფხულის განმავლობაში დამთვალიერებლებს შეეძლებათ მისი მეტამორფოზა იხილონ, რადგან ინსტალაციას ალპინისტები გამუდმებით აფართოებენ.

საბოლოოდ უნდა მივიღოთ სახურავიდან 15 მეტრის სიმაღლეზე აღმართული 30.5-15 მეტრის ფართობის ტალღისებრი თხემი.

მუზეუმის ხელმძღვანელობის გათვლით, სანამ ოქტომბრის ბოლოს "დიდ ბამბუკს" დაშლიდნენ, მას 400 ათასი ადამიანი ნახავს. სახურავის დონეზე ყველა დამთვალიერებელი დაიშვება, ექსკურსიამძღოლის თანხლებით ბილიკებზე გასეირნება კი ხალხის მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას, საათში ორჯერ 10-15 ადამიანს შეეძლება

. იდეა წარმოიშვა სტარნების პროექტიდან "გავლენის სფერო", რომელიც პირველად 1991 წელს ბერლინში იქნა ნაჩვენები. ეს იყო გამჭვირვალე ფოტოების ფონზე მბრუნავი დაახლოებით ოთხი მეტრის დიამეტრის მქონე მილების ჭახრაკებისგან დამზადებული გლობუსი. თუმცა "დიდი ბამბუკისთვის" მილი მეტისმეტად მძიმე იქნებოდა.

"მას სათანადო თვისებები არა აქვს, - ამბობს დაგ სატრნი, - ეს ნიმუში კი ორგანულია. ის თქვენი ცხოვრების ყველა მხარეს ასახავს, მათ შორის იმასაც, რაც დაგეგმილი არ არის".

მათი თქმით, ბამბუკი იმიტომ შეარჩიეს, რომ ის მსუბუქია, ამასთან, წარმოუდგენლად მყარი და ნებისმიერი ამინდის გამძლე. თვითონ ხელოვნების ნიმუშის არ იყოს, ბამბუკიც მუდმივად იცვლება, მისი ფერი კი განათებისა და ამინდის ცვალებადობასთან ერთად უფრო ღრმა ან მქრქალი ხდება. მეტროპოლიტან მუზეუმისათვის "დიდი ბამბუკის" მოწყობა გაბედული ნაბიჯია.

სახურავზე უწინ ისეთი მხატვრების გამოფენებიც მოწყობილა, როგორებიცაა ჯეფ კუნსი, ელსუერთ კელი და როი ლიხტენშტაინი, თუმცა ეს ინსტალაცია ბევრად უფრო ამბიციურია. "სწორედ იმიტომ, რომ "დიდი ბამბუკი" საკუთარ მიკროსამყაროს ქმნის თავისი არსებითი სირთულეებით და წარმოდგენილია მანჰეტენის ფონზე, რომელსაც ასევე საკუთარი არსებითი სირთულეები ახასიათებს, მივიჩნიე, რომ ეს დიალოგის კარგი საშუალება იქნებოდა", - ამბობს მუზეუმის ასოცირებული კურატორი თანამედროვე ხელოვნების დარგში ენ სტროსი.

ინსტალაცია გულდასმითაა დაგეგმილი, თუმცა ერთად შეკრებილი ბამბუკის უამრავი ღერო ქაოსურ შთაბეჭდილებას ქმნის. ორივე მხატვარი ამბობს, რომ სწორედ ამგვარი შთაბეჭდილების შექმნა სურდათ.

მაიკ სტარნმა ეს კონსტრუქცია "სხეულის ან ქალაქის მეტროს არტერიებს" შეადარა და დასძინა, რომ "ჩვენ ასევე ვგულისხმობთ დასავლურ ცივილიზაციასა და ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას, რომელიც გამუდმებით იცვლება".

პროექტი სამ ეტაპადაა ჩაფიქრებული: პირველი ეტაპი ძირითადი სტრუქტურის ჩამოყალიბებაა, რაც უკვე შესრულებულია; მეორე ეტაპზე, ივნისის დასაწყისისათვის 15 მეტრის სიმაღლეზე აღმართული აღმოსავლეთი ნაწილი აიგება; და ბოლოს, შუა ივლისში 12 მეტრის სიმაღლეზე დასავლეთი ნაწილი აღიმართება.

პროექტისთვის საჭირო გახდა 5000 ბამბუკზე მეტის ჩამოტანა ჯორჯიის შტატის ერთ-ერთი ფერმიდან და სამხრეთი კაროლინის ასწლოვანი პლანტაციიდან. გამოყენებულ იქნება ასევე ოცამდე სხვადასხვა შეფერილობის 80 კილომეტრის სიგრძის ნეილონის თოკი.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1049 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები