შაბათი, 27.04.2024, 04:22
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია.
10:47
ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია.

დააჯილდოეს პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსის გამარჯვებულები

როგორ ჟღერს ქართულად ელიზაბეტ ბიშოპის, ტედ ჰიუზის ან ფორუყ ფაროხზადის ლექსები - ამის ნახვა, წაკითხვა და შეფასება უკვე შეგიძლიათ გამომცემლობა "დიოგენეს" ახალ კრებულში, რომელიც ამავე გამომცემლობის მიერ ჩატარებული პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსის საუკეთესო თარგმანებით შედგა.

ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის გამარჯვებულები გუშინ, წიგნის საერთაშორისო დღეს დააჯილდოეს. პირველი კონკურსის გამარჯვებული სამი მთარგმნელია - ანა კოპალიანი, მანანა მათიაშვილი და ლელა სამნიაშვილი.

პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსი "დიოგენემ" იანვარში გამოაცხადა. კონკურსის პირობების თანახმად მასში მონაწილეობა 20-დან 35 წლამდე ნებისმიერი უცხო ენიდან ქართულად მთარგმნელს შეეძლო. ზოგადად კონკურსი კი მთარგმნელობითი პროცესის ხელშეწყობას და ამ საქმიანობის პოპულარიზაციას ითვალისწინებდა.

კონკურსანტთა ნამუშევრებს გიორგი ეკიზაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ზვიად რატიანი, ხათუნა ცხადაძე, ანა ჭაბაშვილი, თამარ ჯაფარიძე და ნიკა ჯორჯანელი აფასებდნენ. სწორედ მათ გამოავლინეს სამეული, რომლებმაც ჯილდოს სახით 1000-1000 ლარი მიიღეს.

მთლიანობაში საკონკურსოდ 31 ავტორის განაცხადი შევიდა, თუმცა კრებულში მოხვედრის პატივი მხოლოდ თორმეტი მათგანის ნამუშევრებს ხვდა წილად.

როგორც ალბათ მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი თარგმანი ინგლისური ენიდან იყო შესრულებული. ასევე იყო გერმანული, ფრანგული, იტალიური, არაბული, სპარსული, თურქული, რუსული, ძველი სომხური, ლიტვური და ბელორუსული სხვადასხვა ეპოქისა და ლიტერატურული მიმდინარეობის პოეზიის თარგმანები.

კრებულში კი გამარჯვებულთა გარდა შემდეგი მთარგმნელების ნამუშევრები მოხვდა: გიორგი კობახიძის, სალომე ბენიძის, რეზო გეთიაშვილის, ბაჩანა ჩაბრაძის, ილია გასვიანის, დავით რობაქიძის, ნინო დოლიძის, ირმა მახარაძისა და ნინო თუშიშვილის.

გიორგი ლობჟანიძე, მთარგმნელი, ჟიურის წევრი: "არა როგორც ჟიურის წევრს, არამედ სრულიად გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ პირველივე კონკურსზე ბევრი ძალიან კარგი თარგმანი შემოვიდა. როგორც მთარგმნელს, იმედი მომეცა, რომ ამ სფეროში კარგი თაობა მოდის, რადგან მანამდე აშკარად შეიმჩნეოდა გარკვეული წყვეტა. სულ ვფიქრობდი, როგორ უნდა გამოსწორებულიყო ეს სიტუაცია.

მეგონა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ აღარავინ იქნებოდა, ვისაც არა მხოლოდ უცხო ენიდან თარგმნა შეეძლებოდა, არამედ ექნებოდა ლექსის შეგრძნება, რადგან ამ უკანასკნელი კომპონენტის გარეშე ხარისხიანი თარგმანის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამ კონკურსმა კი დაგვანახა, რომ შიშის საფუძველი არ არსებობს, რადგან არა მხოლოდ გამარჯვებულმა სამეულმა, არამედ დანარჩენებმაც მაღალი ხარისხის ნამუშევრები შემოგვთავაზეს. მაგალითად, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ნინო თუშიშვილის მიერ თარგმნილი ფორუყ ფაროხზადის პოეზია, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას.

თუმცა, ჩემი აზრით, ამ კონკურსში დამარცხებული არავინაა, მათ შეძლეს ეჩვენებინათ, რომ მთარგმნელობითი პროცესი საქართველოში ნამდვილად მიმდინარეობს და რომ ეს პროცესი ხარისხიანია".

მანანა მათიაშვილი, კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული: "კონკურსზე ელიზაბეტ ბიშოპის პოეზიის თარგმანით გავიმარჯვე.

ეს ავტორი საქართველოში ნაკლებადაა ცნობილი. ჩემი აზრით, ის უნიკალური პოეტია და ძალიან მიყვარს, ამიტომ მინდოდა, ჩემი თარგმანების მეშვეობით მის შესახებ მეტ ადამიანს გაეგო და ამით საკუთარი მსოფლმხედველობა გაეფართოებინათ.

სპეციალობით მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელი ვარ, თარგმანის თეორიაში დისერტაციაც მაქვს დაცული, ამიტომ ძალიან გამიხარდა, როდესაც კონკურსი გამოცხადდა. თუმცა თარგმნა ჩემთვის მხოლოდ სპეციალობა არაა - ეს საქმე ძალიან მიყვარს".

გამომცემლობა "დიოგენე" პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსს ყოველწლიურად გამოაცხადებს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1016 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები