პარასკევი, 26.04.2024, 12:46
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » "ბრაზილიური სამზარეულო".
11:30
"ბრაზილიური სამზარეულო".
ბრაზილიური სამზარეულო

ბრაზილია - ჩინებული პლიაჟების, ბასა-ნოვას, ლამაზად გაშიშვლებული მანდილოსნების და დაუოკებელი საკარნავალო მხიარულების ქვეყანაა.


ბრაზილიას გააჩნია მდიდარი კულინარული ტრადიციები. საჯაროდ ცნობილია, რომ ბრაზილიური სამზარეულოს ფუძეს წარმოადგენენ ისეთი კომპონენტები როგორიცაა: ბრინჯი, ლობიო და მანიოკი.რაც შეეხება მანიოკს გეტყვით, რომ ეს ტროპიკული, მრავალწლიანი, მარადმწვანე, ბუჩქისებრი, საკვებად ვარგისი და ბრაზილიური სამზარეულოსთვის უმნიშვნელოვანესი მცენარეა. მანიოკი შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს.

უმ მდგომარეობაში მომწამლავია და გამოიყენება მხოლოდ მოხარშული ან გამომცხვარი. უმი მანიოკისგან მზადდება ბურღული სახელად ტაპიოკუ, რომლისგანაც ბრაზილიელები ამზადებენ ფაფას, ხოლო გამომშრალი მანიოკისგან კეთდება ფქვილი, რომლისგანაც აცხობენ თხელ კვერებს, ამ კვერებს ეწოდება „პური კასავადან."

თუმცა ეს როდია ბრაზილიური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესი პროდუქტების სრული ჩამონათვალი. ბრაზილიაში მრავალი „კულინარული ოლქია". მაგალითად ბაიაში, სადაც ყოველთვის ცხოვრობდა ბევრი აფრიკელი, ნებისმიერი კერძი წარმოუდგენელია პალმის ზეთის გარეშე. მინას გერაის მხარეში კი ჭარბობს ღორის ხორცისა და კოლარდისგან დამზადებული კერძები.

და მთელი ბრაზილიის მასშტაბით კერძების მომზადებისას ხორცი განსაკუთრებით პოპულარულია ანუ შეიძლება ითქვას, რომ ხორცის კულტია ბრაზილიაში. 

მოგეხსენებათ, თითოეულ ერს გააჩნია კერძები, რომლებსაც ტრადიციულად ამზადებენ ამა თუ იმ დღესასწაულისთვის. ბრაზილიაში დღესასწაულებზე ასევე შლიან განსაკუთრებულ ტრადიციულ სუფრებს.

ასე მაგალითად ნიშნობისას აუცილებელია ბრაზილიურ სუფრაზე „კულინია დე გალინი" - შემწვარი ღვეზელი ხორცის, სოკოს, სიმინდის ან ბარდის სატენით. დაბადების დღეებზე ამზადებენ „აკარაჟეს" - ღვეზელს ზეთში, რაც წააგავს ჩვენთვის ცნობილ ფუნჩულებს, ოღონდ არა ტკბილს არამედ ოდნავ მარილიანს.


ასევე აღსანიშნავია, რომ ბრაზილიური სამზარეულო აერთიანებს ინდიელების, აფრიკელების და კრეოლსკური ერების სამზარეულოს ელემენტებს. ყველა ამ ერს შეჰქონდა თავისი წვლილი ნაციონალურ კულინარიაში და შედეგად დღეისთვის ბრაზილიური სამზარეულო მიჩნეულია ყველაზე ნატიფ სამზარეულოდ მთელს სამხრეთ ამერიკაში.


დაბოლოს, თუ აღმოჩნდებით ბრაზილიურ რესტორანში, მას შემდეგ რაც დააგემოვნებთ უგემრიელეს კერძებს, ისევე როგორც ყველგან მოითხოვთ ანგარიშს, ავტორადიო კი წაგეხმარებათ და გეტყვით, რომ პორტუგალიურად, რომელიც სახელმწიფო ენაა ბრაზილიაში, გთხოვთ მომიტანოთ ანგარიში ასე ჟღერს: „ ა კონტა, სე фაზ фავორ ".

კაიპირინია.


კაიპირინია (პორტუგ. caipirinha [kaipi'rinja] - "caipira"- სოფლელი, (უხეშად) ტყიური კაცი + "-inha"- კნინობითი ბოლოსართი) - არის ბრაზილიური ალკოჰოლიკური სასმელი, რომელიც მზადდება: კაშაცა (Cachaça), ლიმონის, შაქრისა და ყინულისგან.

50მლ კაშაცა 20გრ ლერწმის შაქარი 25გრ ლაიმი ან ლიმონი დამტვრეული ყინული.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1485 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები