შაბათი, 27.04.2024, 03:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » იცით რომ...
13:08
იცით რომ...

ათი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი კაცობრიობის ისტორიაში
10 ადგილი:
70 კარატიანი ბრილიანტი, რომელიც მსახიობმა რიჩარდ ბარტონმა მიუძღვნა მაშინ ჯერ კიდევ მის შეყვარებულს, ელიზაბეტ ტეილორს. საერთოდ, 70 კარატი არც თუ ძალიან ბევრია, მაგრამ ალმასი საოცრად იყო გამოთლილლი და უზარმაზარი ფასი ჰქონდა. შესაძლოა, ამან ითამაშა დიდი როლი იმაში, რომ ბარტონი – ერთადერთი კაცი იყო, ვისაც ტეილორი ორჯერ გაჰყვა ცოლად.

9 ადგილი:
წითელი ვარდები, რომლებიც ერთერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენი 60-იან წლებში, ჯო დი მაჯიო, ყოველთვის ჩუქნიდა თავის საყვარელ მერლინ მონროს. ყოველდღე უზარმაზარი თაიგული, მას შემდეგაც კი, რაც ისინი დაშორდნენ. როცა მერლინი გარდაიცვალა, დი მაჯიო აგრძელებდა ბუკეტების მიტანას მის საფლავზე.

8 ადგილი:
ბანკების ცნობილი მძარცველი, ქლაიდი: ამბობენ, რომ თავის საყვარელ ბონის აჩუქა დოკუმენტები კაქტუსის პლანტაციებზე, რომლისგანაც ტეკილას ამზადებენ – ბონიმ ის სრულ საკუთრებაში მიიღო. თუმცა, ეს ქაღალდები თვალით არავის უნახავს, და ამ პლანტაციის მუშებმა აქამდე არ იციან, რომ მათი პლანტაცია ერთერთ, ისტორიაში ყველაზე ცნობილ ქალს ეკუთვნის.

7 ადგილი:
პარიზის საროსკიპოში, ერთერთმა გოგონამ კლიენტისაგან მიიღო პატარა შეკვრა და თხოვნა, შეენახა იგი მთელი ცხოვრების მანძილზე. გოგონას ვალერიანის სმამ მოუწია, რადგან კლიენტს ვან გოგი ერქვა, ხოლო შეკვრაში მისი მოჭრილი ყური იდო.

6 ადგილი:
ფაუსტი, რომელმაც მარგარეტს საკუთარი სული აჩუქა. ეს ისტორია სევდიანად დამთავრდა, მაგრამ სამაგიეროდ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა სული ნამდვილად აჩუქეს და არა გაყიდეს.

5 ადგილი:
ამის შემდეგ წვრილმანად მოგეჩვენებათ ძვირფასეულობით სავსე სამი სკივრი, რომელიც ადრიატიკის ზღვიდან ამოიტანეს. ასე გაახარა საკუთარი ცოლი თავმდაბალმა ამერიკელმა განძის მაძიებელმა.

4 ადგილი:
კილომეტრნახევარი სიგრძის სიასამურის მანტო, რომელიც მეფე ლუი მეთოთხმეტემ აჩუქა თავის დედოფალს, რათა მას დილიდანვე შესძლებოდა ფეხშიშველს გაესეირნა საწოლიდან ტალავერამდე.

3 ადგილი:
მარგალიტი ღვინოში, რომელიც ანტონიუსმა მიართვა კლეოპატრას. ეს საჩუქარი ამ დრომდე ითვლება ყველაზე ნატიფ საჩუქრად მსოფლიოში. ანტონიუსმა შესთავაზა კლეოპატრას, თუ საჩუქარი არ მოეწონებოდა, გადაეგდო მარგალიტი (ყველაზე დიდი და მშვენიერი მათ შორის, რაც ოდესმე მიწაზე ამოუტანიათ) ზღვაში.

2 ადგილი:
მორიელების პატარა კუნძული, რომელიც ბერძენმა მილიარდერმა არისტოტელე ონასისმა აჩუქა თავის საყვარელ მეუღლეს ჟაკლინ კენედის. ამ კუნძულზე შედგა მათი ქორწილი.

1 ადგილი:
მავზოლეუმი ტაჯ მაჰალი. ეს ყველაზე ლამაზი ნაგებობა მსოფლიოში ააშენა შაჰმა ჯაჰანმა, როცა მისი უსაყვარლესი მეუღლე გადაჰყვა მშობიარობას 14-ე შვილზე. კედლების ზედაპირის ყოველი სანტიმეტრი ტაჯ მაჰალში მოპირკეთებულია ულამაზესად თლილი ქვებით, ხოლო თვით მავზოლეუმი ორიენტირებულია დღის შუქზე ისეთნაირად, რომ ყოველდღე თითქოს იბადება მზის ამოსვლასთან ერთად, ხოლო კვდება შებინდებისას. ამბობენ, დამპყრობმა სპარსელებმა, რომლებმაც გაანადგურეს და თითქმის მიწასთან გაასწორეს ინდოეთის დედაქალაქი – დელი, ტაჯ მაჰალთან მიახლოება ვერც კი გაბედეს, და იგი ხელუხლებელი გადარჩა.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1041 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები