შაბათი, 27.04.2024, 03:02
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » ეგზოტიკური ხილი თქვენს მაგიდაზე - ქოქოსი და ბანანი.
13:13
ეგზოტიკური ხილი თქვენს მაგიდაზე - ქოქოსი და ბანანი.

ქოქოსის ნაყოფი საქართველოში თითქოს ეგზოტიკაც აღარ არის. მაგრამ მათი შეძენისას მაინც ხშირად ვფიქრობთ, როგორ გამოვიყენოთ ისინი სწორად და რა სარგებლობა მოაქვს მას ჩვენი ორგანიზმისათვის. უძველესი დროიდან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ქოქოსის ნაყოფს იყენებდნენ როგორც გამაახალგაზრდავებელ საშუალებას.

ქოქოსის დამწიფებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება - 10-12 თვე, იწონის დაახლოებით 1,5-2 კილოგრამს. უმწიფარ ქოქოსში დაახლოებით 0,5 ლიტრი მომჟაო-მოტკბო გამჭვირვალე სითხეა, რომელიც კარგად კლავს წყურვილს.

დამწიფების პროცესში ამ სითხეში ჩნდება ცხიმის წვეთები და იგი თანდათანობით გარდაიქმნება ემულსიად - სასარგებლო და გემრიელ ქოქოსის რძედ, რომელიც რეკომენდებულია თირკმელების პრობლემების დროს. 

ეს ტროპიკული ნაყოფი შეიცავს ცხიმ-მჟავებს, რომლებიც ხელს უშლიან ონკოლოგიური და გულ-სისხლ ძარღვთა დაავადებების წარმოშობას, შეიცავს ასევე В ჯგუფის ვიტამინებსა და ვიტამინ С-ეს, მინერალურ მარილებს, გლუკოზას, ფრუქტოზას და შაქაროზას, ნატრიუმს, კალციუმს, რკინას და კალიუმს.

როგორ გამოვიყენოთ სწორად ქოქოსის ნაყოფი? გამოყენების წინ იგი აუცილებლად უნდა გარეცხოთ და გააშროთ. შემდეგ მას ხსნიან, გადმოასხამენ ქოქოსის რძეს, რის შემდეგაც ამტვრევენ და იღებენ რბილობს.

მისი მირთმევა უმადაც შეიძლება, შეგიძლიათ გახეხოთ სახეხზე, მაგრამ როგორც წესი, ქოქოსის რბილობს იყენებენ ოლადებში, ტორტის კრემებში, სხვადასხვა ტკბილეულში. გახეხილი რბილობი შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებშიც, იგი მათ შესანიშნავ არომატს მიანიჭებს. 

ქოქოსის ნაყოფს წარმატებით იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც, რადგან შესანიშნავი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. იგი ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და შესანიშნავად ატენიანებს. ქოქოსის რძე ატონიზირებს კანს, კვებავს და უბრუნებს სიმკვრივეს, ხოლო გახეხილი რბილობისაგან ამზადებენ ნიღაბს ნებისმიერი ტიპის კანისათვის.

ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისათვის
ერთი სუფრის კოვზი ქოქოსის რძე აურიეთ ერთ ჩაის კოვზ თაფლში და ერთ სუფრის კოვს შვრიის ფანტელებში. კარგად აურიეთ და დაიდეთ სახესა და დეკოლტეზე. გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით კანზე მკვებავი კრემი.


სახეხზე გახეხილი ქოქოსის რბილობისა და ბანანისაგან გააკეთეთ პიურეს მსგავსი მასა ( 1 : 1 ). დაიდეთ სახესა და ყელზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. წაისვით მკვებავი.

ბანანი აკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას, სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის, იგი გავრცელებულია მსოფლიოს ტროპიკული რეგიონების უმრავლესობაში. კრეფენ ჯერ კიდევ სიმწვანის პერიოდში და იგი გადაზიდვის დროს მწიფდება.

მისი სამშობლო - ინდოეთია და აქედან გავრცელდა საერთოდ ტროპიკებში. ეს იაფფასიანი კალორიული პროდუქტი ამ ქვეყნებში წარმატებით ცვლის პურს, კარტოფილს და ხორცსაც კი. 

ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ყვითელ კანიანი ბანანი, მაგრამ არსებობს კიდევ ბანანი ვარდისფერი, წითური, იისფერი და შავი კანითაც კი, მაგრამ ეს "ფერადი" ბანანები ძალიან ნაზია და გადატანას ვერ უძლებს.

ისინი ზომითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ყველაზე გემრიელად ითვლება დელიკატესური პატარა ზომის ბანანი "თითები". 

მსოფლიოში დაახლოებით 300 სახეობის ბანანია, მაგრამ მათი კლასიფიცირება ხდება "ტკბილ" და "სახამებლიან" სახეობებად.

პირველს უმი სახით მიირთმევენ, მეორეს, რომელსაც საკმაოდ მაგარი რბილობი აქვს და გემოთი კარტოფილს მოგაგონებთ - წვავენ, ორთქლზე ამზადებენ, თუშავენ, იყენებენ გარნირის სახით ხორცისა და თევზის კერძებთან. ბევრ ქვეყანაში ბანანის ფოთოლს თეფშის მაგივრად იყენებენ. 

ბანანი არა მარტო გემრიელია, არამედ სასარგებლოცაა. იგი ძალიან ბევრ ნახშირწყლებს შეიცავს და სწორედ ამიტომ გვანაყრებს სწრაფად. შეიცავს ასევე ასკორბინის მჟავას, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს და ხელს უშლის გაციებას.

ბანანი მდიდარია ც ვიტამინით, პროვიტამინით A, B ჯგუფის ვიტამინებითა და მაგნიუმით, რაც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოყავს ორგანიზმიდან შლაკები და სითხეები, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აძლიერებს იმუნიტეტს, აღადგენს ძილს და ნერვებსაც კი ამშვიდებს.

ბანანი რეკომენდებულია გონებრივი და ფიზიკური დატვირთვების დროს. როგორც ახალი, ისე გამომშრალი ბანანი მდიდარია ნატურალური შაქრით, რომელიც გადამუშავების შემდეგ სწრაფად ხვდება სისხლში და ამიტომ ბევრი სპორტსმენი, განსაკუთრებით ტენისისტები, ხშირად მიირთმევენ ბანანს როგორც შეჯიბრების წინ, ისე მის დროსაც.

ბანანი იშვიათად იწვევს ალერგიას( ზრდასრული ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილს ეწყება თავის ტკივილები), ამიტომ ძალიან პოპულარულია ბავშვთა კვებაში.

ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ გულისა და მაღალი არტერიული წნევის დაავადებების დროს სასურველია თქვენს მაგიდაზე გამუდმებით ეწყოს ბანანი. დღეში მხოლოდ ერთი-ორი ბანანის მირთმევის შემთხვევაში "ჰიპერტონიკები" მოახერხებენ საკუთარი წნევის დაქვეითებას მთელი 10%-ით და შესაბამისად შეამცირებენ ინსულტის განვითარების რისკს. ხოლო 5 ბანანი დღეში ორჯერ შეამცირებს მაღალ წნევას.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1710 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები