პარასკევი, 26.04.2024, 08:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » საქართველო - რომის ურთიერთობა I - II საუკუნეებში.
18:04
საქართველო - რომის ურთიერთობა I - II საუკუნეებში.

კავკასიის უძველესი ქვეყნები.

რომის იმპერია.

რომაელების მიერ აგებული გონიოს ციხე აჭარაში.


ძვ.წთ.აღ I საუკუნეში ქართლის სამეფო მნიშვნელოვნდ გაძლიერდა . ამას ხელი შეუწყო საგარეო მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებამ . კერძოდ სომხეთი მნიშვნელოვნად დასუსტებული იყო და მის დასაუფლებლად რომი და პართია ერთმანეთს ებრძოდნენ . ამ ბრძოლაში ჩაერთო ქართლი , ქართლმა დაიბრუნა სომხეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები და მალე სომხეთის დაუფლებისთვის დაიწყო ბრძოლა . ქართლის მეფე მითრიდატემ დაამარცხა პართიელები და სომხეთის მეფედ მისი შვილი დანიშნა . მომდევნო მეფემ ფარსმან I-მა სომხეთის უშუალოდ შემოერთების მიზნით იქ თავისი ვაჟი რადამისტი გაამეფა (52 წ) , მაგრამ ეს გეგმა ვერ განხორციელდა და სომხეთზე ძალაუფლება რომმა და პართიამ გაინაწილა .

ქართლის მეფეებს რომის მიმართ თავი საკმაოდ დამოუკიდებლად ეჭირათ . მაგალითად , 128 წელს იმპერატორმა ადრიანემ მცირე აზიაში ყოფნისას თავისთან მიიწვია აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნის მეფეები და მმართველები , მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ქართლის მეფის ფარსმან ფარსმან III-ის მიმართ და მისი გულის მოსაგებად ძვირფასი საჩუქრები - საომარი სპილო და 50 კაციანი რაზმი გამოუგზავნა .

ქართლის მეფე მაინც არ გამოცხადდა ადრიანესთან და საპასუხო საჩუქრები - ოქროსფერი მოსასხამები გაუგზავნა . ამით განაწყენებუმა იმპერატორმა ფარსმანის საჩუქრების აბუჩად აგდების მიზნით ბრძანა ამ მოსასხამებით გლადიატორები შეემოსათ და ისე გამოეშვათ ცირკის არენაზეე .

ამის საპასუხოდ ქართლის მეფემ გახსნა დარიალის კარი , გამოიყვანა ალან-ოსთა მეომარი ტომები და რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებს შეუსია . ამით ქართლის მეფემ იმპერატორს აგრძნობინა თავისი ძალაუფლება .

ასეთი დაპირისპირება რომსა და ქართლს შორის იმ გარემოებამ წარმოქმნა , რომ ქართლის მეფემ დაიკავა გასასვლელი შავ ზღვაზე , კერძოდ , დაიქვემდებარა ძიდრიტთა ტომი , რომლის მოსახლეობა დღევანდელი აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდნენ, რომის იმპერატორს ამის აღიარება არაფრით არ სურდა.

რომისა და ქართლის ასეთი დაძაბული ურთიერთობა შედარებით მოწესრიგდა ადრიანეს სიკვდილის შემდეგ . რომის საიმპერატორო ტახტზე ასულმა ახალმა იმპერატორმა ანტონინე პიუსმა ცნო ქართლის სამეფოს მიერ შავიზღვისპირა ტერიტორუიების შეერთება . მან ქართლის მეფე რომში სტუმრად მიიწვია .

ფარსმან II დიდი ამალით და თავისი ცოლ-შვილით წავიდა რომში . მოლაპარაკების შემდგომ აქ გაიმართა დიდი ასპარეზობა , რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართლის მეფემ და მისმა ამალის წევრებმა. იმპერატორს იმდენდ მოეწონა ქართლის მხედართა სამხედრო ხელოვნება , რომ ნება დართო ქართლის მეფის კაპიტოლიუნმში მსხვერპლი შეეწირა , რაც დიდი პატივი იყო უცხოელებისათვის .

ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება ომის ღმერთის , მარსისი ტაძარში დაიდგა .

განსხვავებული ვითარება იყო დასავლეთ საქართველოში . აქ რომაელებმა თავიდანვე თავიანთი მმართველობა დააწესეს . მოსახლეობა ვერ ეგურბოდა რომაელთა ბატონობას და ჯანყდენენ . დასავლეთ საქართველოზე თავის გავლენის გავრცელებას ცდილობდა გაძლიერებული ქართლის სამეფოც.

ქართლის მოსაზღვრე არგვეთში ქართლის მეფის ერისთავის იჯდა , ასევე აჭარა-გურიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი შავ ზღვამდე ქართლის მეფეს ემორჩილებოდა .

დასავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებიც ქართლთან დაახლოებას ესწრაფოდნენ . რომის იმპერია იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გარკვეული დათმობა გაეტარებინა და აქ ადგილობრივი მმართველობა აღედგინა .

II საუკუნეში დასავლეთ საქართველოში რამდენიმე სამთავრო ჩამოყალიბდა : ლაზების , აფშილების და სანიგების , რომელთა სათაეშიც რომაელებს ადგილობრივი მთავრები დაეყენებინა , თუმცა ზღვისპირა საპორტო ქალაქებში - ფაზისში (ფოთი) , დიოსკურიაში (სოხუმი) და სხვა . ჩაყენებული ჰყავდათ მეციხოვნე ჯარები .

საქართველო III – IV საუკუნეებში.


წმინდა ანდრია პირველწოდებული, პირველი მოციქული რომელმაც საქართველოში იქადაგა.

ქრისტიანობა.


სვიმონ კანანელი პირველი მოციქული რომელმაც საქართველოში იქადაგა ქრისტიანობა.


მატათა მოციქული საქართველოში იქადაგა ქრისტიანობა.


III საუკუნეში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ქართლის სამეფოს საგარეო პოლიტიკაში . მართალია ქართლის მესვეურები დასავლურ ორიენტაციაზე მტკიცეთ დგანან და 298 წლის ნასიბინის ზავით ქართლზე პოლიტიკურ გავლენას რომი ინრჩუნებს , მაგრამ ირანს კავკასიაში გაბატონების მცდელობაზე ხელი არ აუღია და ახალი შეტევებისთვის ემზადებოდა .

III საუკუნისთვის ირანის დასავლეთ მეზობელ ქვეყნებში და თვითონ ირანშიც ქრისტიანობა ფართოდ იყო გავრცელებული აქ ბევრგან საეპისკოპოსო კათედრებიც არსებობდა , მაგრამ მას შემდეგ რაც რომის იმპერიაში ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა , ირანის შაჰის კარმა მკვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ . თუკი ადრე ირანი მფარველობდა ქრისტიანობას , ამის შემდეგ მან დაიწყო ქრისტიანები დევნა და მის საპირისპიროდ მაზდიანობის ძალით დანერგვა . ქართველი პოლიტიკოსები არჩევდნენ შეენარჩუნებინათ შორეულ რომზე ნომინალური დამოკიდებულება , ვიდრე მეზობელ ირანის ბატონობის ქვეშ ყოფილიყვნენ . ამრიგად ქრისტიანობის თუ მაზდიანობის მიღება არმიღებამ სერთაშორისო პოლიტიკური შინაარსი შეიძინა .

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება I საუკუნიდან იწყება და პირველ მოციქულებად თვით იესო ქრისტეს მოწაფეები - წმ. ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი გვევლინებიან , სიმონ კანანელი საქართველოშია გარდაცვლილი და აქვე ანაკოფიაში დაკრძალეს , ამ დროიდან საქრთველოში თანდათანობით ვრცელდება ქრისტიანობა . არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა რომ , მდინარე მტკვრისა და ქსნის შესართავთან არსებობდა ქალაქი ნესტაგისი , რომლის საცხოვრებელ კომპლექსში აღმოჩენილია მცირე ზომის ეკლესიები , რომლებიც III საუკუნით თარიღდება . ქართლში მცხოვრებ ებრაელებს გარკვეული კონტაქტები ჰქონდათ თავიანთ იერუსალიმელ-პალესტინელ თანამოძმეებთან და , როგორც ცნობილია , სწორედ მცხეთელ ებრაელებს ჩმოუტანიათ - ქრისტეს კვართი , რომლიც დაკრძალული იყო , იმ ადგილას სადაც მოგვიანებით აშენდა სვეტიცხოველი .

წმინდა ნინოს საგანმანათლებლო მოღვაწეობა.

წმინდა ნინო.

მირიან მეფე.

საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობის შესახებ , საკმაოდ დიდი ინფორმაციები შემონახული როგორც ქართული საისტორიო და ჰიმნოგრაფიული თხზულებანი , ისე სომხური და ბერძნულ - ლათინური წყაროები . წმინდა ნინოს ხსენების დღეს 14 იანვარს , კათოლიკური ეკლესიაც აღნიშნავს .

წმინდა ნინო წარმოშობით , რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციიდან , კაბადოკიიდან იყო .

დიდი თავგადასავლების შემდეგ ნინო ქართლში ჩამოვიდა . აქ დაესწრო ქართველების წარმართული ღვთაებების არმაზის , გაცის და გაიმის დღესასწაულს . ნინოს ლოცვა ვედრების შედეგად ამ კერპებს სეტყვა და ქარიშხალი დაატყდება და სულ დაამსხვრევს. ნინო იწყებს ქრისტეს მცნებების ქადაგებას , ის კურნავდა ავადმყოფებს , მანვე მოარჩინა მძიმე სენით შეპყრობილი დედოფალი ნანა და გააქრისტიანა. ქართლის მეფე მირიანი ეჭვით უყურებდა ახალ რელიგიას , ვიდრე სასწაულის მოწმე არ გახდა. ამის შემდეგ მირიანმა იწამა ნინოს სარწმუნოების ჭეშმარიტება და თვითონ დაიწყო ამ რელიგიის ქვეყანაში გავრცელება . ეს მოხდა 326 წელს .

”ქართლის ცხოვრება” ახლად გაქრისტიანებული მირიანისა და კონსტანტინე იმპერატორის პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ : «კეისარმა კონსტანტინემ , რომელთანაც მძევლად იმყოფებოდა მირიანის ძე, სახელად ბაქარი, გამოგზავნა იგი უკან დიდითა ძღვენითა და მოსწერა ესეთ მირიან მეფეს : მე კონსტანტინე მეფე , თვითმპყრობელი ახალი მონა ცათა მეუფისა ... გწერ შენ ღმრთივ - დაბრძენებულ და ჩემსავით ახლადმოქცეულ მორქმუნესა მეფე მირიანსა ... და ვინაიდან იწამე შენ სამება ერთარსება , ღმერთი დაუსაბამო , დამბადებეი ყოვლისა , აღარ მჭირდება შენგან მძევალი , არამედ კმარა ჩვენს შორის შუამდგომლად ქრისტე და ჯვარი მისი პატიოსანი ... ვიყტოთ ჩვენ ერთურთის ძმურ სიყვარულში და შვილი შენი შენთვისვე დამიბრუნებია »


.

მეფე მირიანმა და წმინდა ნინომ თხოვნით მიმართეს რომის იმპერატორ კონსტანტინე დიდს და მის დედა ელენეს , რათა მათ გამოეგზავნათ მღვდელმტავრები და მღვდლები . კონსტანტინემ სიხარულით მიიღო ეს თხოვნა და საქართველოში ეპისკოპოსად გამოგზავნა ”მღვდელი ჭეშმარიტი” იოანე და მასთან ერთად კიდევ ორი მღვდელი და სამი დიაკონი . მეფე მირიანი თავისი ოჯახითურთ მოინათლა და თავის ქვეშვრდომებს უბრძანა მონათლუულიყვნენ . იოანე ეპისკოპოსმა და მღვდლებმა აკურთხეს მდ.მტკვარი და იქ მცხეთის და ქართლის მოსახლეობა მონათლეს .

ქრისტიანობა ქართლში სწრაფად გავრცელდა , თუმცა ისეთ კუთხეებში სადაც მოსახლეობა ჯერ კიდევ თემურუი წყობილებით ცხოვრობდა , მამაპაპურ რელიგიას ჯიუტად იცავდნენ და მეფის მიერ წარგზავნილ ერისთავს ძალის გამოყენებაც კი მოუხდა , ასე იყო მაგალითად არაგვის ხეობის ზემო წელზე, კახეთის მთიანეთში და სხვა.

”ქართლის ცხოვრება” ქრისტიანობის გავრცელების შესახებ ქართლის მთიან რეგიონებში : «წარვიდა წმინდა ნინო და ეპისკოპოსი იოავანე და მათ თანა წარატანა მეფემან ერისთავი ერთი. მოვიდეს და დადგეს წობენს და მოუწოდეს მთიელთა , პირუტყვთა სახეთა მათ კაცთა , ჭართალელთა , ფხოელთა, წილკანელთა და გუდამაყარელთა და უქადაგეს მათ რჯული ქრისტინეთა ჭეშმარიტი ... ხოლო მათ არ ინებეს ნათლისღება . მაშინ ერისთავმა მეფისამან მცირედ წარმართა მახვილი მათ ზედა და ძლევით შემუსრა კერპი მათნი . »


ამავე პერიოდში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ეგრისშიც . 325 წელს ქალაქ ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე .


გაერთიანება და ოქროს ხანა .

ბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე.



დავით III კურაპალატის გამოსახულება ოშკის ტაძარში.

საქართველოს სამეფო სამთავროების ჩამოყალიბების შემდეგ, იწყება ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისთვის. ერთი პერიოდი გაძლიერდა კახეთის საქორეპისოკოპოსო, კახეთის დასუსტების შემდეგ ძიერდება აფხაზთა სამეფო თუმცა ვერც აფხაზეთი აღწევს წარმატებებს. ივანე მარუშის ძე აფხაზეთის მეფის ერისთავი იყო.

მან კარგად იცოდა რომ შექმნილ ვითარებაში ვისაც შეეძლო საქართველოს გაერთიანება იყო დავით III ბაგრატიონი. დავით ბაგრატიონი რომელიც კურაპალატის ბიზანტიურ ტიტულს ატარებდა, ტაოს მფლობელი იყო. ამ დროს ქართველთა სამეფოს მმართველი იყო ბაგრატ II. მიუხედავად ამისა დავით კურაპალატს გაცილებით დიდი სახელი და გავლენა ჰქონდა. ივანე მარუშის ძემ დავითს შესთავაზა ან თვითონ დაეკავებინა ქართლი ან მისი მემკვიდრე ბაგრატი დაესვა ქართლის გამგებლად. დავით კურაპალატს შვილი არ ჰყავდა. დავითმა იშვილა და მის მემკვიდრედ გამოაცხადა ბაგრატ II-ის შვილიშვილი ბაგრატ III.

დავით კურაპალატი და ივანე მარუშის ძე სწორედ ბაგრატში ხედავდნენ საქართველოს გამაერთიანებელს. ბაგრატ III-ს სრული კანონიერი უფლება ჰონდა ყოფილიყო საქართველოს გამაერთიანებელი. გარდა იმისა რომ ბაგრატი დავით კურაპალატის და ბაგრატ II-ის მემკვიდრე იყო, ის ამავდროულად აფხაზეთის მეფის უსინათლო თეოდოსის დის შვლი იყო. ამიტომ მას ეკუთვნოდა აფხაზეთის მეფის ტახტიც.

ბედიის ტაძარი. აქ დაკრძალულია ბაგრატ III.

ბაგრატის ტაძარი.

975 წელს დავით კურაპალატმა შეკრიბა ჯარი და შიდა ქართლში შევიდა. გაიგეს თუ არა მისი მოსვლა, კახელებმა სასწრაფოდ დატოვეს ქართლი. დავითმა შეკრიბა უფლისიხეში ქართლის აზნაურობა და განუცხად რომ ბაგრატ III არის მისი შვილი და ყველა მას უნდა დაემორჩილოს. დავითმა ქართლის მმართველად ბაგრატი დატოვა, მეურვედ კი მისი მამა გურგენი დაუნიშნა. ქართლის აზნაურობა არ აპირებდა ასე მარტივად დამორჩილებოდნენ ბაგრატს.

როდესა დავითმა დატოვა ქართლი, ქართლის აზნაურები დაუკავშირდნენ კახეთის ქორეპისკოპოს და ქართლის დაკავება შესთავაზეს. კახელებმა მართლაც ილაშქრეს ქართლში, დაიკავეს უფლისციხე. ტყვედ იგდეს ბაგრატ III, მისი მამა გურგენი და ბაგრატის დედა გურანდუხტ დედოფალი.

როგორც კი გაიგო ქართლის დაკავების ამბავი დავითმა, ჯარით დაიძრა კახეთის ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ. კახელებმა ვერც ამჯერად გაბედეს დავითთნ დაპირისპირება და ქართლი დატოვეს. ამავე პერიოდში დაიძაბა ვითარება ვითარება დასავლეთ საქართველოში. უსინათლო თეოდოსის მმართველობამ აფხაზეთში შფოთი და არეულობა მოიტანა.

ასეთ ვითარებაში ისევ ივანე მარუშის ძის ინიციატივით გადაწყდა რომ აფხაზეთის მეფე ბაგრატ III გამხდარიყო. 978 წელს ქუთაისში ბაგრატი აფხაზთა მეფედ აკურთხეს. თეოდოსი ტაოში გაგზავნეს. ბაგრატმა მიიღო მეფე აფხაზთა ტირული.

ვიდრე დავითი ბიზანტიას ეხმარებოდა, ბაგრატ III-ს მოუწია ქართლის აჯანყებული აზნაურების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრება. 978 წელს ბიზანტიაში კიდევ ერთი აჯანყება მოეწყო, ამ აჯანყებას ხელმძღვანელობდა ბარდა ფოკა.

აჯანყებას მხარი დაუჭირა დავით კურაპალატმა, რადგან ის უკმაყოფილო იყო იმ პირობების რა პირობითაც მას ახალი ტერიტორიები გადაეცა. დავითს ბასიანის ბაგრატისთვის გადაცემის სურვილი ჰქონდა. ბასილ II-მ დაამარცხა ბარდა ფოკა და დავით კურაპალატის წინააღმდეგ დაიძრა. იმპერატორთან შერკინებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ დავითმა თავი დამარცხებულად გამოაცხად და თავისი მიწები ბიზანტიის იმპერატორს უანდერძა.

ამ პერიოდში ბაგრატი თავისი ძალაუფლების გაფართოებით იყო დაკავებული. ბაგრატმა გადაწყვიტა დაემორჩილებინა კლდეკარის ერისთავი რატი ბაღვაში, რომელიც მეფის ძალაუფლებას არ ცნობდა.

ბაგრატ III კლდეკარის ერისთავის წინააღმდეგ დაიძრა. რატი მიხვდა რომ ბაგრატს ვერ დაუპირისპირდებოდა, ამიტომ მან ეშმაკობას მიმართა. მან დავით კურაპალატს შეატყობინა. ბაგრატი ჩემს წინააღმდეგ კი არა, შენს წინააღმდეგ მოდისო. დავითმა დაიჯერა და ჯარის შეკრება დაიწყო. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დავითის და ბაგრატის შერკინება საქართველოს დამარცხებას ნიშნავდა.

დავითი და ბაგრატი მიუხვდა შექმნილ ვითარებას. 1001 წელს გარდაიცვალა დავით III კუტაპალატი. სავარაუდოა რომ ის ბიზანტიელებმა მოწამლეს. ბასილ II-მ სასწრაფოდ დაიკავა დავითის ტერიტორიები. როდესაც მასთან ბაგრტ III გამოცხადდა იმპერატორთან, ბასილმა მას მხოლოდ კურაპალატის ტიტული უბოძა. ბაგრატმა დავითისგან მიიღო ტიტული მეფე ქართველთა. ამიერიდან ბაგრატ III იწოდებოდა ” მეფე აფხაზთა და ქართველთა”.

1008 წელს გარდაიცვალა ბაგრატის მამა გურგენი. და მისი სამფლობელოებიც ბაგრატს დარჩა. ამის შემდეგ ბაგრატმა კახეთის და ჰერეთის შემოერთება განიზრახა. ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოს დამორჩილება შესთავაზა, მან უარი განაცხადა და ბაგრატს შეუთვალა, ჩვენს შორის ყველაფერი ომმა გადაწყვიტოსო. ბაგრატი შევიდა კახეთის სამთავროში და მალევე დაიმორჩილა. ამის შემდეგ მან ჰერეთის დამორჩილებაც შესძო. თუმცა კახეთ-ჰერეთის შემოერთება მან საბოლოოდ მხოლოდ 1010 წელს შესძლო.

ბაგრატ III უკვე იწოდებოდა ”მეფე აფხათა, ქართველთა, რანთა და კახთა”.

1014 წელს გარდაიცვალა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III. მეფე მის მიერ აგებულ ბედიის ტაძარში არის დაკრძალული.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 9904 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/2
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები