ხუთშაბათი, 02.05.2024, 00:17
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » რუსეთთან კავშირი.
18:10
რუსეთთან კავშირი.

საქართველოს ანექსიის შემდეგ, რუსები ძალას არ იშურებდნენ, რათა ამოეძირკვათ საქართველოს დამოუკიდებლობის ყველა ნაშთი და ქართველი ხალხის რუსიფიკაციისთვის მიეღწიათ.

მაგრამ ისინი წააწყდნენ ქართველთა მტკიცე ნებას ტრადიციების, ენისა და ცივილიზაციის შენარჩუნებისა. XIX საუკუნის ბოლოსთვის ამ ბრძოლამ ახლებური, რევოლუციური ხასიათი შეიძინა. დაიწყო სოციალიზმის განვითარება და სოციალისტური დოქტრინები სწრაფად გავრცელდა საქართველოში.

ეროვნული მოძრაობა სოციალისტურ იდეებს შეერწყა და ამგვარად სათავე დაუდო გამათავისუფლებელ მოძრაობას, რაც სააშკარაოზე იმის შემდეგ გამოვიდა, როცა პირველი მსოფლიო ომით დასუსტებულმა რუსეთმა თანდათან დაკარგა გავლენა მის მიერ დაპყრობილ ხალხებზე. მათი გათავისუფლება რუსეთის რევოლუციის შედეგად, 1917 წელს გახდა შესაძლებელი.


რუსეთის რევოლუცია პეტროგრადში, 1917 წლის მარტში დაიწყო. მეფე ჩამოაგდეს და შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა თავისუფალი არჩევნები და მოეწვია ჭეშმარიტად წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც, თავის მხრივ, გადაწყვეტდა რუსეთისა და იმპერიაში შემავალი ყველა არარუსული ქვეყნის სტატუსს.

ქართველები და რუსეთში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხები ცარიზმის დამხობას დიდი სიხარულით შეხვდნენ და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისინი ახალი დემოკრატიული მთავრობის ერთგულნი დარჩნენ. ქართველებს არ უცდიათ გამოყოფა, ისინი საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენით და თბილისში ქართული უნივერსიტეტის გახსნითაც დაკმაყოფილდნენ.

მაგრამ 1917 წლის ნოემბერში, რუსეთში ხელისუფლება ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში, რის შედეგადაც სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ქართველებმა და სხვა კავკასიელმა ხალხებმა უარი თქვეს ბოლშევიკური რეჟიმის ცნობაზე და 1917 წლის 22 ნოემბერს დაარსდა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის პრეზიდენტი ნოე ჟორდანია გახდა. იმავე გზას დაადგნენ სომხები და აზერბაიჯანელები.


1918 წლის 3 მარტს ბოლშევიკებმა ოთხთა კავშირთან გააფორმეს ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რომლის ერთ-ერთი დებულება ითვალისწინებდა ორი ქართული (ბათუმი და არდაღანი) და ერთი სომხური (ყარსი) ოლქის თურქეთისთვის გადაცემას.

კავკასიელმა ხალხებმა, რა თქმა უნდა, არ აღიარეს ეს შეთანხმება და 1918 წლის 9 აპრილს ამიერკავკასიის რუსეთისგან გამოყოფა და საქართველოს, სომხეთისა და აზებაიჯანის შემადგენლობით ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს. ეს იყო პირველი ნებაყოფლობითი ფედერაცია სამი კავკასიელი ხალხის ისტორიაში.


რევოლუციის დაწყების დღიდან, განსაკუთრებით ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, დაიწყო კავკასიის ფრონტზე თურქებთან მებრძოლი რუსეთის არმიის დაშლა. ჯარისკაცებმა ოფიცერთა დიდი ნაწილის ამოხოცვის, აღჭურვილობისა და იარაღის თურქებისთვის მიყიდვის შემდეგ დატოვეს ფრონტი და რუსეთში დაბრუნება დაიწყეს. საქართველო და სომხეთი თითქმის მთლიანად დაუცველი აღმოჩნდა ძლიერი თურქეთის პირისპირ. რუსეთის ჯარში გაწვეული 200 000 ქართველიდან საქართველოში მხოლოდ 15000-დან 18000-მდე სამხედრო მსახურობდა; დანარჩენები გერმანიისა და ავსტრიის ფრონტზე რჩებოდნენ.

მიუხედავად ამისა, კავკასიელებმა, ყოველ შემთხვევაში – ქართველებმა და სომხებმა მაინც – გადაწყვიტეს, წინ აღდგომოდნენ თურქეთის წინსვლას.

როგორც კი თურქეთის ჯარები საქართველოს და სომხეთის ჯარებს წააწყდნენ, გაჩაღდა ბრძოლა. მაგრამ ეს ბრძოლა დასაწყისშივე განწირული იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამიერკავკასიის ფედერაციის მესამე წევრმა, აზერბაიჯანმა, რომელიც თურქების მონათესავე ხალხით არის დასახლებული და მაჰმადიანურ რელიგიას აღიარებს, თურქეთის მხარე დაიჭირა. 26 მაისს ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაიშალა.

იმავე დღეს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, რომელშიც ყველა პოლიტიკური პარტიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული, საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება გამოაცხადა.

ამგვარად, 116 წლის შემდეგ, საქართველომ დაიბრუნა კუთვნილი ადგილი თავისუფალ ხალხთა ოჯახში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა [რედაქტირება] მთავარი სტატია : საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.


საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეულმა ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს თბილისში მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც 1919 წლის 12 მარტს ოფიციალურად დადასტურდა დამფუძნებელი კრების მიერ.

საქართველოს მთავრობას და ხალხს საშუალება მიეცა საკუთარი ძალისხმევა ქვეყნის რეკონსტრუქციისკენ და ახალი სახელმწიფოს მშენებლობისკენ მიემართა, რაც არცთუ ისე ადვილი იყო. საქართველოს ახალ მთავრობას ოთხი წლის მანძილზე ომის, რევოლუციის, კონტრრევოლუციის, სამოქალაქო ომის, ანარქიის, ეროვნული ვალუტის დაცემის და ეკონომიკური კრიზისის, რევოლუციის შედეგად რეგიონებში დეზერტირებისა და კრიმინალთა თარეშის გადატანა მოუხდა. ამ პირობების გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ ქართველებმა და მათმა ლიდერებმა გასაოცარ წარმატებას მიაღწიეს და პოლიტიკური და ეროვნული სიმწიფე გამოავლინეს.

მთავრობამ მუშაობა დაიწყო ეროვნული გვარდიის შექმნით, რომელმაც მცირე დროში დაამყარა წესრიგი რეგიონებში. წესრიგის დამყარებისა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ, ეროვნულმა საბჭომ დამფუძნებელი კრების, ანუ პირველი პარლამენტის არჩევნებისთვის მზადება დაისახა მიზნად

. არჩევნები გაიმართა 1919 წლის თებერვალში, პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე - შეიძლება ითქვას, ყველაზე დემოკრატიული სახით. ხმის მიცემის უფლება მიენიჭა რესპუბლიკის ყველა 20 წლის და უფროს მოქალაქეს, განურჩევლად რასისა, ეროვნებისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა. არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 77% მიიღო, ზოგიერთ უბანში მათი რაოდენობა 80% შეადგენდა.

არჩევნების შედეგად, დამფუძნებელი კრება შემდეგნაირად დაკომპლექტდა: სოციალ-დემოკრატები – 103 ადგილი; ეროვნულ-დემოკრატები – 11 ადგილი, ფედერალისტები – 8 ადგილი; სოციალური რევოლუციონერები – 5 ადგილი; სომეხი ,,დაშნაკების” პარტია – 3 ადგილი.


კომუნისტებმა ერთი ადგილიც კი ვერ მოიპოვეს, რადგან ხმათა ერთ პროცენტზე ნაკლები მიიღეს. კრების წევრები იყვნენ ორივე სქესის წარმომადგენლები. გარდა ქართველებისა 130 წევრიან კრებაში წარმოდგენილი იყვნენ უმცირესობებიც, კერძოდ: სომხები , აზერბაიჯანელები ,რუსები , ებრაელები , ბერძნები , გერმანელები .


ამფუძნებელი კრების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავება. ამ დავალების შესრულება საგანგებო კომიტეტს მიანდეს.

საქართველოს კონსტიტუცია საბოლოო ფორმით მიიღეს 1921 წლის 22 თებერვალს, წითელი არმიის თავდასხმიდან მეთერთმეტე დღეს. კონსტიტუცია ეფუძნებოდა მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების მოდელებს, რაც საქართველოს წარმოაჩენდა დემოკრატიულ ქვეყნად, ამ ცნების საუკეთესო გაგებით.


საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა  მთავარი სტატია : საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.


საქართველოს სსრ 1939 წელს.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში წავიდა.

XX საუკუნის 20-30-იან წლებში საქართველოში საბჭოთა სისტემის დამკვიდრების პერიოდია. საბჭოთა რუსეთმა ქართველი ბოლშევიკების აქტიური მხარდაჭერით შესძლო ქართველი ერისთვის მიუღებელი რეჟიმის დამყარება.

საქართველო ძალით გააერთიანეს ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და საბჭოთა კავშირში, მათ სისხლში ჩაახშეს ეროვნული მოძრაობა, საქართველოში მაინც არასტაბილური პოლიტიკური და მძიმე სოციალ-ეკონომიკური ვითარება იყო.


1939 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ამ უდიდეს ომში საბჭოთა კავშირმა გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ამას ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია. საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა , ომის შემდგომ წარმოქმნილი რთული მდგომარეობა , სახელმწიფო რეჟიმის განმტკიცებით და პოლიტიკური რეპრესიების გამოწყებით ჩაეხშოთ.

დაუსაბუთებელი , უხეში კრიტიკის ობიექტად იქცნენ გამოჩენილი მწერლები, მეცნიერები, ხელოვნების მუშაკები. ვითომდა ბურჟუაზიული იდეოლოგიის კრიტიკის ნიშნად მკაცრად იდევნებოდა თავისუფალი აზრის ყოველი გამოვლინება.


საბჭოთა სისტემის კრიზისი აშკარად გამოვლინდა XX საუკუნის 50-იან წლებში ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს, ხოლო ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს გარეგნულად სისტემა ძლიერი კი ჩანდა მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად განადგურებული იყო. საბჭოთა კავშირის კრიზისის პერიოდში იწყება დაპყრობილ ხალხებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობა, მათ შორის საქართველოშიც. XX საუკუნის 70-იან წლების ბოლოს საბჭოთა ქვეყნის კრიზისი აშკარა გახდა .

1985 წელს საბჭოთა კავშირში მიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ქვეყნის მმართველი გახდა მიხეილ გორბაჩოვი. გორბაჩოვმა ქვეყნის ღრმა კრიზისი აღიარა და მის გამოსწორებას შეუდაგა მაგრამ ეს შუძლებელი იყო . დაპყრობილ ქვეყნებში ეროვნული მოძრაობამ ფართო ხასიათი მიიღო. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა თბილისში დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები. 1991 წლის 9 აპრილს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.

საქართველოს რესპუბლიკა.

პირველი წლების სიძნელეები

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

საბჭოთა იმპერია მტრულად შეხვდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს და რეფერენდუმის საფუძველზე იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ცხადი ხდებოდა, რომ საქართველოს გაუჭირდებოდა საბჭოთა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ბრძოლა.

ის ფაქტი, რომ საქართველოს საზღვრებს სსრკ-ს ჯარები იცავდა , ხოლო ქვეყანაში სსრკ-ს ბაზები იყო განლაგებული, დამატებით პრობლემებს ქმნიდა. გარდა ამისა, მოსკოვს შეეძლო საქართველოში საფინანსო-ეკონომიკური პრობლემების შექმნა. სსრკ-ს პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოს წინააღმდეგ კარგად იყენებდა აფხაზ და ოს სეპარატისტებს. 1990 წლის ნოემბერში მოსკოვის წაქეზებით ოსმა სეპარატისტებმა მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება. მათ სამხრეთ ოსეთი საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადეს.

ეს ფაქტი მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობის ოფიციალური გაფრთხილების მიუხედავად, 1990 წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთში ჩატარდა არჩევნები, რომელშიც ქართულ მოსახლეობას მონაწილეობა არ მიუღია. არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით სეპარატისტებმა ავტონომიური ოლქი დამოუკიდებელ ქვეყნად გამოაცხადეს, რითაც კვლავ უხეშად იქნა ხელყოფილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

სეპარატისტების ანტიკონსტიტუციური ქმედებების გამო საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1990 წლის დეკემბერშივე გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. მოსკოვი სეპარატისტების აშკარა მხარდაჭერის გზას დაადგა. 1991 წლის იანვარში გამოვიდა სსრ კავშირის პრეზიდენტის ბრძანებულება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენის შესახებ. სეპარატისტების მოქმედებების შემდეგ დაიძაბა ურთიერთობები ქართველებსა და ოსებს შორის. სულ უფრო მცირდებოდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები.


მოსკოვის წაქეზებით თანდათანობით იძაბება ვითარება აფხაზეთში. ჯერ კიდევ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე, 1990 წლის აგვისტოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო , ანტიკონსტიტუციური დეკლარაცია. აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. საქართველოს უზენაესმა საბჭომ გააუქმა ეს უკანონო აქტი.

საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა ურთიერთობა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებთა. მოსკოვი პრინციპულად არ ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ყველაფერს აკეთებდა ცსაქართველოში ვითარების დაძაბვისთვის. მოსკოვის ქმედებები ანტი ქარეთული ხასიათის იყო, საბჭოთა კავშირი ყველა საშუალებას ხმარობდა რათა ქართველი ერი ერთამანეთთან დაეპირისპირებინა.

ასეთ მძიმე ვითარებაში საჭირო იყო საქართველოს პარტიების და ეროვნული ძალების გაერთიანება , ეს არ მოხდა. განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება 1991 წლის აგვისტოში, ამ დროს მოსკოვში რაქციულმა ძალება სცადეს პუტჩის მოწყობა და პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის ჩამოგდება. მართალია პულჩისტები დამარცხდნენ მაგრამ ამას მოჰყვა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი , რომელმაც საქართველოშიც ჰპოვა გამოძახილი.

1991 წლის დეკემბერში დაიშალა საბჭოთა კავშირი, ამას მოჰყვა დამოუკიდებელ სახელმწიფოებში არასტაბილური ვითარევბა და კრიზისი . ამ ყველაფერმა საქართველოში ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.


1991 წლის დეკემბერში და 1992 წლის იანვარში თბილისში სამხედრო ძალის გამოყენებით დაემხო კონსტიტუციური ხელისუფლება. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ჯერ სომხეთს ხოლო შემდეგ ჩეჩნეთს შეაფარა თავი. ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ. სამხედრო საბჭო ხელისუფლების არალეგიტიმური ორგანო იყო. სამხედრო გადატრიალებას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამხედრო გადატრიალებამ დასაბამი მისცა ქვეყანაში სამოქალაქო ომს.


ღონისძიებები ვითარების სტაბილიზაციისთვის.

საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობა სოხუმის დაცემის შემდეგ, სექტემბერი, 2003.

ჟიული შარტავა სოხუმში, 1993 წ.

გიორგი ჭანტურია

სამხედრო საბჭოს მმართველობის დროს კრიზისი ქვეყანაში სულ უფრო მწვავდებოდა. დევნილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა, რომლებიც აგრძელებდნენ ბრძოლას. ქვეყანა დაიყო ორ ნაწილად - ძველი ხელისუფლების მომხრეებად და სამხედრო საბჭოს მხარდამჭერებად. პოლიტიკური კრიზისი საქართველოში კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა აფხაზ და ოს სეპარატისტებისთვის. სულ უფრო აუტანელი მდგომარეობაში ვარდებოდა ქართული მოსახლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (ცხინვალის რეგიონი).

ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზად ქართველმა ინტელიგენციამ მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძის ჩამოყვანა დაისახა. სამხედრო საბჭომ ანგარიში გაუწია მოსახლების გარკველი ნაწილის , ძირითადად ინტელიგენციის მოთხოვნას .

1992 წლის მარტში ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა. ედუარდ შევარდნაძის ჩამოსვლის შემდგომ სამხედრო საბჭომ ძალაუფლება სახელმწიფო საბჭოს გადასცა. სახელმწიფო საბჭოში შედიოდნენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ინტელიგენცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა სამხედრო საბჭო მაინც არალეგიტმური ორგანო იყო რაც ართულებდა ქვეყნის მდგომარეობას. სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი ედუარდ შევარდნაძე გახდა.

შექმნილ ვითარებაში აუცილებელი გახდა პარლამენტის არჩევნების ჩატარება. 1992 წლის ოქტომბერში გამართული არჩევნების შემდეგ პარლამენტში შევიდა ყველა ის ძალა რომელმაც ედუარდ შევარდნაძესთან თანამშრომლობა განიზრახა. ედუარდ შევარდნაძეს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციები მიენიჭა.


კრიზისი საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა. დასავლეთ საქართველოს გარკვეულ ნაწილს კონტროლს უწევდა დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ამ მძიმე ვითარებაში რაქციული ძალები ამზადებდნენ აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფის აქტს. დაიწყო ადამიანთა გატაცებები და თავდასხმები საქართველოში მიმავალ სატვირთო მატარებლების შემადგენლობებზე , მათი გაძარცვის მიზნით.

სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით 1992 წლის აგვისტოში სატრანსპორტო მაგისტრალის დაცვის მიზნით აფხაზეთში შევიდა ქართული პოლიცია და ჯარი. აფხაზეთში ჯარების შეყვანა ყოვლად გაუმართლებელი საქციელი იყო, ამ პერიოდისთვის საქართველო პრაქტიკულად როგორც სახელმწიფო ჩამოყალიბებული არ იყო , ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ორგანოები ან არ არსებობდა ან ჩამოყალიბების პროცესში იყო, სუსტი და არაორგანიზებული ჯარი სათანადოდ შეიარაღებული არ იყო.

პროვოკაციების შედეგად ჯარი ჩათრეული აღმოჩნდა საბრძოლო მოქმედებებში . არაორგანიზებული და უდისიპლინო ჯარი ხშირად თვითნებურადაც მოქმედებდა, ამის მაგალითია სოხუმის დაკავება. ასე დაიეწყო ომი აფხაზეთთან. ქართული მხარე არ წყვეტდა მოქმედებას აფხაზეთში მშვიდობის დამყარებისთვის, ამის მაგალითია 1992 წლის სექტემბერში მოსკოვში და 1993 წლის ივლისში სოჭში ხელმოწერილი შეთანხმებები. რომლებიც დარღვეული იქნა აფხაზ სეპარატისტების მიერ.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში განახლდა. ამ ომში აფხაზთა მხარეს იბრძოდა დაქირავებულები, და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ძალები. გარეშე ძალის აქტიური დახმარებით აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს გაგრა შემდეგ დიდი ბრძოლების შედეგად სოხუმი, ოჩამჩირე, გალი და 1993 წლის სექტემბრის ბოლოს საზღავარი გაავლეს მდინარე ენგურზე. აფხაზებმა ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა. აფხაზეთიდან გამოვიდნენ 300 000 ქართველი და სხვა ეროვნების მოქალაქეები.


აფხაზეთში მარცხს ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებულმა მძიმე პოლიტიკურმა მდგომარეობამ. ვერ მოხერხდა მთელი ძალების მობილიზება ომისთვის. კერძოდ 1993 წლის შემოდგომაზე შექმნილ კრიტიკულ ვითარებაშიც კი შეუძლებელი გახდა საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე სამხედრო ფორმირებების და სამთავრობო ჯარების გაერთიანება. უფრო მეტიც ქვეყანაში პრაქტიკულად დაიწყო სამოქალაქო ომი რომელიც ზვიად გამსახურდიას მარცხით დასრულდა .1993 წლის დეკემბერში, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა ზვიად გამსახურდია.

1994 წელს ისევ გრძელდებოდა ანარქია და უწესრიგობა. სასურველ შედეგს ვერ იძლეოდა ღონისძიებანი ბრძოლისუნარიანი ქართული არმიის , პოლიციის და უშიშროების ორგანოების შესაქმნელად. ვერ ხდებოდა საკუთარი და უცხოეთის მოქალაქეების უფლებების და უსაფრთხოების დაცვა. დაიძაბა კრიმინოგენული ვითარებები , გახშირდა ტერორისტული აქტები. მათგან ახსანიშნავია თავდასხმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურიაზე.

ამ ტერორისტული აქტის დროს გიორგი ჭანტურია დაიღუპა, ხოლო მისი მეუღლე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირინა სარიშვილი, მძიმედ დაჭრა. ეს ფაქტობრივად ნიშნავდა პოლიტიკური ტერორის დაწყებას.


ქვეყნის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით , სამოქალაქო მშვიდობა შემარჩუნებული იქნა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რაც აჭარის მმართველის ასლან აბაშიძის დამსახურებაა. 1997 ნელს აჭარა მიღებული იქნა ევროპის რეგონთა ასამბლეაში.

ქვეყნაში სტაბილურობის მიღწევისთვის აუცილებელი იყო კონსტიტუციის მიღება. საქართველოს კონსტიტუციის მისაღებად შეიქმნა, საკონსტიტუციო კომისია ედუარდ შვარდნაძის თავმჯდომარეობით.

კომისიამ შეიმუშავა პროექტი და განსახილველად პარლამენტს გადასცა. 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია. უპირველეს ყოვლისა ეს იყო საერთაშორისო თანამეგობრების სრულუფლებიანი წევრი ქვეყნის კონსტიტუცია.

კონსტიტუციის საფუძველზე დაინიშნა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. კონსტიტუცია ოფიციალურად ძალაში შევიდოდა ახალი პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის შემდეგ. ქვეყნის დესტრუქციულ ძალებს არ აწყობდა ქვეყანაში სტაბილიზაცია. ამ მიზნით, 1995 წლის 19 აგვისტოს მოეწყო ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოეკლად საქართველოს მმართველი ედუარდ შევარდნაძე, ედუარდ შევარდნაძე ამ აქტს გადაურჩა.


საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განისაზღვრა 1991 წლის 21 დეკემბრის (სსრკ-ის დაშლის) მდგომარეობით. საქართველოს პარლამენტში იქმნება ორი პალატა - ეროვნული საბჭო და სენატი. პარლამენტი ახორციელებს საკანონმდებლო ფუნქციებს. კონსტიტუციის ძალით საქართველოში დამყარდა საპრეზიდენტო მმართველობა, რომლის ძალითაც პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს და მთავრობის მეტაური.

1995 წლსი შემოდგომაზე გაიმართა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტი გახდა ედუარდ შევარდნაძე. პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა მოქალაქეთა კავშირმა.


1995 წლიდან დაიწყო უკანონო შეიარაღებული ძალების ალაგმვა რამაც ქვეყანაში მშვიდობა დაამყარა. 1995-1997 წლებში მიმდინარეობდა ეკონომიკური რეფორმები, რომლის შედეგადაც ქვეყნის ეკონომიკამ გარკვეულ წილად აღმავლობა დაიწყო, ეკონომიკის აღმავლობა გაგრძალდა 1998 წლამდე. ეკონომიკის დაქვეითება რამდენიმე მიზეზმა განაპირობა რუსეთის 1998 წლის აგვისტოს ფინანსურმა კრიზისმა.

ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო არნახულმა კორუფციამაც. ქვეყნის ეკონომიკაზე გარკვეული გავლენა მოახდინა 1998 წლის მაისში გალის რაიონში დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა. ამ საომარ მოქმედებებს მოჰყვა ლტოლვილების ახალი ნაკადის გადმოსვლა სამეგრელოში.


1999 წლის ოქტომბერში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოქალაქეთა კავშირმა მიიღო(თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე) , მოქალაქეთა კავშირის შემდეგ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა ბლოკმა საქართველოს აღორძინებამ მიიღო (ბლოკის ლიდერი ასლან აბაშიძე). პარლამენტში აგრეთვე მოხდა პარტა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს (თავმჯდომარე გოგი თოფაძე).

პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ ჟვანია. 2000 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტი გახდა ედუარდ შევარდნაძე. ქვეყანაში კვლავ უმძიმესი მდგომარეობა იყო.



საქართველოს საგარეო პოლიტიკა

საბჭოთა კავშირის დაშლა გააადვილა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების , მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პირველ დიდ გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს 1992 წლის ივლისში საქართველოს გაწევრიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

პოსტსაბჭოთა სივრცეში დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკუირი კურსის შემუშავება და მისი რეალიზაცია დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ცხადია რუსეთი ყველა საშვალებით შეეცდებოდა საქართველოს მის გავლენის სფეროში დაბრუნებას. მოსკოვს საქართველოზე ზეწოლის მრავალი საშუალება გააჩნდა.

ედუარდ შევარდნაძე პროდასავლური პოლიტიკის გატარების მომხრე იყო მაგრამ 1992-1993 წლებში შექმნილი მძიმე ვითარების გამო რუსეთისთვის ანგარიშის გაწევა აუცილებელი გახდა. სწორედ ამიტომ 1993 წლის დეკემბერში საქართველო გაწევრიანდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. მიუხედავად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაერთიანებისა საქართველომ მაინც არ თქვა უარი პროდასავლურ ორიენტირზე.

1994 წელს საქართველომ ხელი მ ოაწერა ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის (ნატოს) პროგრამას პარტნიორობა მშვიდობისთვის. 1999 წელს საქართველოს ევროპის საბჭოს (ევროსაბჭო) სრულუფლებიანი წევრი გახდა. საქართველო გაწევრიანდა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში. 2000 წლის 1 იანვარს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული ჰქონად 110 ქვეყანასთან.

ასევე საქართველო ასზე მეტი საერთაშორისო თუ სამთავრობო ორგანიზაციის მათ შორის აღსანიშნავია : გაერო, ეუთი, ევროსაბჭო, ტრანსეკა, ბისეკი, სუამი.

ვარდების რევოლუცია . მთავარი სტატია : ვარდების რევოლუცია.


2003 წლის ნოემბერში ქალაქ თბილისში დაიწყო მშვიდობიანი სახალხო გამოსვლების სერია, რასაც მოჰყვა 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება. ვარდების რევოლუციის შემდეგ დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, არჩევნებში გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1098 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები