პარასკევი, 26.04.2024, 18:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » საქართველოს ისტორია XVII საუკუნეში.
18:41
საქართველოს ისტორია XVII საუკუნეში.

ქართლი და კახეთი XVII საუკუნის პირველ მეოთხედში.


XVII საუკუნის დასაწყისში ძალზედ იძაბება ვითარება კახეთის სამეფოში. 1601 წელს მეფე ალექსანდრე II ავად გახდა. კახეთის ტახტი დაიკავა მისმა ძემ დავით I-მა. როდესაც ალექსანდრე გამოჯამრთელდა დავითმა ტახტი არ დაუთმო მამას. ალექსანდრე II იძულებული გახდა ბერად აღკვეცილიყო. დავითმა არ შესცვალა კეხეთის საგარეო პოლიტიკა. 1602 წელს იგი გარდაიცვალა . კახეთის სამეფო ტახტი კვლავ ალექსანდრე I-მა დაიკავა.

ირანის ახალმა შაჰმა აბას I-მა დასაუსტებულ ირანში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა , რის შემდეგაც ირანი კვლავ გაძლიერდა. აბას I-ის დროს შაჰის კარზე წინაურდებიან ქართველები. თვითონ შაჰმა კარგად იცოდა ქართული. სამხედრო რეფორმების ძირითადი გამტარებელი იყო ალავერდი-ხანი. ალავერდი-ხანი გამაჰმადიანებული ქართველი იყო გვარად უნდირიძე. იგი ბავშობაში გაიტაცეს და ირანში გაიზარდა. ალავერდი-ხანის სახელს უკავშირდება ირანში დიდი აღმშენებლითი საქმიანობებიც. ისპაჰანში დღესაც არის მისი აშენებული ხიდი. ალავერდი-ხანი იყო ირანში პირველი ყულარაღასი. ირანის სახელმწიფოს სამსახურში დაწინაურებულები იყვნენ ალავერდი-ხანის ვაჟები: იმამყული-ხანი და დაუდ-ხანი. შაჰ აბას I-ის კარზე სხვა ქართველებიც მოღვაწეობდნენ: სარდალი როსტომ სააკაძე , ხოსრო-მირზა (როსტომ-ხანი). ხოსრო მირზა ისპაჰანის მოურავი ანუ ტარული იყო. ისპაჰანის ტარულები ერთი საუკუნის მანძილზე ქართველები იყვნენ.

1603 წელს ირანმა ომი დაიწყო ოსმალეთსი წინააღმდეგ.შაჰმა თავისთან დაიბარა ქართლის და კახეთის მეფეები. ალექსანდრე შაჰთან დიდი ყოყმანის შემდეგ გამოცხადდა რამაც ირანის მბრძანებელი მეტად განარისხა. შაჰი კარგად ხედავდა რომ კახეთის მეფე რუსეთს კავკასიისკენ მოუწოდებდა, რაც ამ რეგიონიდან მისი გაძევებით დასრულდებოდა. ირანმა ოსმალეთი რუსეთის დახმარების გარეშე დაამარცხა , რის შემდეგაც შაჰმა მკვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება ალექსანდრე II სადმი .

უკან დაბრუნებულ ალექსანდრეს შაჰმა გამოაყოლა მის კარზე აღზრდილი გამაგმადიანებული , ალექსანდრე II-ის ვაჟი კონსტანტინე ყიზილბაშთა ჯარით. ამ ჯარს თითქოს შირვანში მდგარი ოსმალები უნდა დაემარცხებინა, სიანმდვილეში კი დავალებული ჰქონდა კახეთის დაკავება და აქ კონსტანტინე-ხანის დასმა.

1605 წლის 12 მარტს ძეგამში თათბირის დროს კონსტანტინე ხანის ბრძანებით ყიზილბაშებმა მისი მამა - ალექსანდრე ძმა გიორგი და სხვა კახელი დიდებულები ამოხოცეს. ხალხმა მამის მკვლელი კონსტანტინე მეფედ არ ისურვა და მის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყეს. აჯანყებას ალექსანდრეს რძალი ქეთევან დედოფალი ჩაუდგა. აჯანყებულებმა ერთ-ერთ ბრძოლაში კონსტანტინე მოკლეს , ყიზილბაშთა ჯარი კი კახეთიდან გააძევეს. მოვლენების ასეთმა განვითარებამ ძალიან შეაშინა შაჰი , მაგრამ ის ხალხის ნებას დაჰყვა და კახეთის მეფედ ქეთევანის ვაჟი ახალგაზრდა თეიმურაზი I დაამტკიცა.

1603 წელს როდესაც შაჰმა თავისთან ქართლის და კახეთის მეფეები იხმო, ქართლის მეფე გიორგი X-ე უყოყმანოდ ეახლა შაჰს და აქტიური მონაწილეობა მიიღო ერევნის ციხის აღებაში. ამ სამსახურისთვის შაჰმა დავითს ყოველწლიური ჯამაგირი დაუნიშნა და ირანში სოფლები აჩუქა. სამაგეროდ ქართლს ლორეს პროვინცია და მდინარე დებედას ხეობა ჩამოართვა და თავის სამფლობელოდ აქცია . აქ შაჰმა მუსლიმთა სასულთნო შექმნა და ბორჩალოს თურქმანული ტომები ჩამოასახლა.


ირანის შაჰი აბას I.

ქართლის მეფე გიორგი X.


თეიმურაზ I.



ამ მიწების ხელში ჩაგდებით შაჰს გზა გაეხსნა ქართლზე . ასევე მოექცა შაჰი კახეთსაც, მის აღმოსავლეთით მდებარე კაკ-ენისელის ალექსანდრეს ჩამოართვა და აქაც მაჰმადიანური ტომები ჩაასახლა. ქართველი მოსახლეობა ამ ტერიტორიებზე თანდათანობით მცირდებოდა. ამ ტერიტორიებზე დარჩენილი მ

ოსახლეობა თანდათანობით გამაჰმადიანდა და მათ ინგილოები ეწოდა. შაჰ აბას I-ის გეგმა საქართველოში ქართველობის ამოგდება და მათ ნაცვლად ყიზილბაშების ჩამოსახლება დაიწყო.

1606 წელს გარდაიცვალა ქართლის მეფე დავით X სამეფო ტახტი დაიკავა ლუარსაბ II-მ. 1609 წლის იანვარში ქართლში ოსმალთა ჯარი შემოიჭრა. ლუარსაბ II მცირე ჯარის ამარა ცხირეთის ციხეში იმყოფებოდა. ოსმალებმა ეს შეიტყვეს და მეფის დატყვევება განიზრახეს.

სოფელ კველთაში ოსმალებმა მღვდელი თევდორე შეიპყრეს და ცხირეთისკენ მიმავალი გზის ჩვენება მოსთხოვეს. თევდორემ მტრები სულ სხვა მიმართულებით ატარა და დააშორა მეფის სამყოფელს. როდესაც ოსმალები ყველაფერს მიხვდნენ ჯერ თევდორე სასტიკად აწამეს შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.

თევდორეს გმირობამ ლუარსაბ მეფეს საშუალება მისცა დრო მოეგო.

თბილისის მოურავმა გიორგი სააკაძემ ჯარი შეკრიბა და მტერს შეებრძოლა. ოსმალებმა თავის განზრახვაზე ხელი აიღეს და უკან ახალციხისკენ დაიხიეს , ისინი სოფელ ტაშისკართან დაბანაკდნენ. გიორგიმ მტერს ახალციხისკენ მიმავცალი გზა მოუჭრა და აიძულა ბრძოლაში ჩართულიყვნენ. ქართველებმა ტაშისკართან სასტიკად დაამარცხეს მტრის ჯარი.

გიორგი სააკაძის წინაპრები აზნაურები იყვნენ. მისი მამა მეფის სალაროს მოლარე იყო. გიორგი სააკაძე ჯერ კიდევ სიმონ I თან ერთად იბრძოდა ოსმალების წინააღმდეგ. ლუარსაბის გამეფესთანავე გიორგი მეფის გვერდით დადგა.

მალე ის თბილისის , ცხინვალის და დვალეთის მოურავი გახდა. თავისი ციხესიმაგრე გიორგის ნოსტში ჰქონდა, საგვარეულო მონასტერი კი ერთაწმინდაში. გიორგის გავლენა მას შემდეგ გაიზარდა რაც ლუარსაბ II-მ ცოლოად მისი და შეირთო. გიორგის ასეთი გაძლიერებით განრისხდნენ დიდი თავადები. ბერი ეგნატაშვილი გვაუწყებს

” მაშინ ტავადთა და დიდებულთა ქართლისათა და რომელიცა არ იყო მოურავის მოყვარული იწყინეს და დაუწყეს ბეზღობა მოურავსა... და უმეტესად საფრაჯმან შადიმან ბართაშვილმა ”.

ლუარსაბ II დაიჯერა რასაც გიორგიზე ეუნებიდნენ. 1612 წელს გიორგი სანადიროდ დაიბარეს განზრახული იყო ნადირობის დროს გიორგის მოკვლა. მოურავი მისმა ერთ-ერთმა მომხრემ გააფრთხილა . მოურავი მიხვდა რომ მას ქართლში აღარ ენდობოდნენ ამიტომ ის ირანში გადაიხიზნა. 1612 წელს შაჰ-აბასმა , ვითომცდა სანადიროდ თავისთან დაიბარა თეიმურაზ I და ლუარსაბ II .

მეფეები შაჰს არ ეახლნენ და შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად ემოქმედათ მტრის წინააღმდეგ . ამსაობაში ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო . ზავის დადების შემდეგ ირანის შაჰმა მთელი ყურადღება საქართველოს დაუთმო.

1613 წელს შაჰ აბას I უზარმაზარი ლაშქრით საქართველოსკენ დაიძრა. აქედან მან ელჩი გაუგზავნა თეიმურზ I-ს და მძევლები მოსთხოვა. თეიმურაზი იძულებული გახდა ქეთევან დედოფალი და შვილები ლევანი და ალექსანდრე შაჰთან გაეგზავნა. ამის შემდეგ შაჰმა თეიმურზით თავისთან დაიბარა.

შაჰმა მძევლები იარნში გაგზავნა , თვითონ კი 1614 წელს კახეთში შემოიჭრა. კახელები თავგანწირვეთ ეკვეთნენ მტერს, ალყა გაარღვიეს და მეფე სამშვიდობოს გაიყვანეს. თეიმურაზი ქართლში გადავიდა და ლუარსაბს შეხვდა. გაირკვა რომ შაჰისთვის წინააღმდეგობის გაწევა ქართლს არ შეეძლო. 

თეიმურაზ I-მა თავი იმერეთს შეაფარა. აბასმა მათი ხელში ჩაგდება განიზრახა და მეფეებს შადიმან ბარათაშვილი მიუგზავნა . ლუარსაბი ენდა მის გამზრდელს და შაჰთან გამოცხადდა. შაჰ აბას I 50 დღე იმყოფებოდა საქართველოში. ამ ხნის განმავლობაში საშინლად აოხრდა ქართლი და განსაკუთრებით კახეთი. კახელების დასასჯელად შაჰმა რჩეული ჯარი გამოგზავნა. 5 000-იანმა ქართველამ მუსრი გაავლო 15 000-იან ყიზილბაშთა ჯარს.

და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. განრისხებულმა შაჰმა 1616 წელს კახეთის დასასჯელად და ამოსაგდებად დიდი ჯარი გამოგზავნა. აბას I ჯერ თბილისში შემოვიდა და ქალაქის მმართველად ბაგრატ-ხანი დაუდ-ხანის შვილი დანიშნა.

შაჰმა თავისი ჯარი რამდენიმე ნაწილად დაყო და კახეთს შეესია. თეიმურაზი მიხვდა რომ ირანელებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და იმერეთში გადავიდა. კახელები დავით ჯანდიერის ხელმძღვანელობით დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ მტრს, უბრძოლველად არ ტოვებდნენ არცერთ ციხე-სიმაგრეს და სოფელს. ყიზილბაშები ანგრევდნენ სახლებს, ეკლესია-მონასტრებს , ჩეხავდნენ ბაღებს და ვენახებს.

1617 წელს ირანელებმა კვლავ ილაშქრეს კახეთში. შაჰ აბას I -ის გამანადგურებელი ლაშქრობების შემდეგ კახეთი საშინლად განადგურდა. ირანელი ისტორიკოსი წერს ” ისეთი ქვეყანა რომწლიც ყოველდღე ურიცხვ სარგებელს იძლეოდა დაინგრა და მიწასთან იქნა გასწორებული”.

100 000 კახელი დაიღუპა , 200 000 კი გადასახლებული იქნა ირანის პროვინციებში ძირითადად ფერეიდანში. ფერეიდნელი ქართველები დღესაც ცხოვრობენ. კახეთის ტერიტორიაზე ყიზილბშებმა ჩამოასახლოეს მომთაბარე თურქმანები.

1619 წელს გარდაიცვალა ბაგრატ-ხანი ,შაჰმა ქართლის მმართველად ბაგრატის შვილი სვიმონ-ხანი დანიშნა. სვიმონი მციხე წლის იყო, ამიტომ მას მეურვედ გიორგი სააკაძე დაუნიშნა. ქართლის მმართველი ფაქტობრივად გიორგი სააკაძე იყო, გიორგის არ უსარგებლია მის მაღალი თანამდებობით და მისი მტრები არ დაუსჯია.

ზოგიერთ მეტოქეს : ქაიხოსრო ჯავახიშვილს და ფარსადან ციციშვილს შეურიგდა კიდეც. უპირველეს ყოვლისა აუცილებელი იყო ქართლის ფეოდალური ძალების გაერთიანება , თანაც საჭირო იყო ფრთხილი მოქმედებები რადგან შაჰის კარს ეჭვი არ აეღო. გიორგი სააკაძე შაჰს უერთგულეს პირად აჩვენებდა თავს. ირანის შაჰის განსკუთრებით შეშფოთებას იწვევდა იწვევდა თეიმურაზ მეფის აქტიურობა.

იგი ოსმალეთში იყო გადახვეწილი და შაჰის წინააღმდეგ იღებდა მონაწილეობას . მან რუსეთშიც გაგზავნა ელჩობა და მფარველი ქვეყნისგან მოითხოვა დახმარება. ამის საპასუხოდ ირანის შაჰმა სასტიკად აწამა თეიურაზის შვილები , ხოლო 1622 წელს სიკვდილით დასაჯეს ქართლის მეფე ლუარსაბ II. 

ქართულმა ეკლესიამ ლუარსაბი წმინდანად შერაცხა. თეიმურაზმა რუსეთში კვლავ გააგზავნა ელჩობა და შუამავლობით ითხოვა მისი დედის დედოფალი ქეთევანის გათავისუფლება. შაჰმა ამის საპასუხოდ დედოფალს გამაჰმადიანება მოსთხოვა.

ქეთევან დედოფალმა არ უარყო ქრისტიანობას 1624 წლის 12 სექტემბერს ქეთევან დედოფალი სასტიკად აწამეს. ქართველი დედოფლის გაუტეხელობამ და თავდადებამ ქართველებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ქეთევანის სახელი მთელს მსოფლიოს მოედო.

საქართველოდან შემაშფოთებელი იმფორმაციის მიღების შემდეგ შაჰმა ოსმალეთთან ომი შეწყვიტა, ბღდადიდან მოხსნა თავისი რჩეული ჯარის ნაწილები და საქართველოსკენ გამოემართა. ჯარის სარდალი იყო სახელგანთქმული მხედართმთავარი ყარჩიხა-ხანი. ყარჩიხა-ხანს მრჩევლად გიორგი სააკაძე დაუნიშნა.

ამჯერად შაჰმა საქართველოს საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა დაისახა, მან ყორჩიხა-ხანს დაავალა როგორც კახეთის , ისე ქართლის ამოგდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი უნდა ამოეჟლიტა , ნაწილი კი ირანში უნდა გადაესახლებინა. 1625 წელის ადრიან გაზაფრულზე ყიზილბაშთა 60 00-იანი არმია შემოვიდა ქართლში და მუხრანთან აღაიანის ველზე დაბანაკდნენ. აქ განზრახული იყო კახეთიდან ვითომ იმერეთში სალაშქროდ მოწვეული კახელი აზნაუირების ჯარის გაწყვეტა. ეს ჩანაფიქრი ყიზილბაშ სარდლებს ჩაეშალათ.

მათი განზრახვა ვიღაცამ გასცა. კახეთი აჯანყებამ მოიცვა. ყარჩიხა-ხანმა ეჭვი გიორგი სააკაძეზე მიიტანა და წერილი გაუგზავნა შაჰ აბას I-ს . გიორგი სააკაძე თავს კვლავ ერთგულად აჩვენებდა და ყიზილბაშთა ბანაკში იმყოფებოდა. ყიზილბაშთა ამხელა ჯარის მოგერიებისთვის აუცილებელი იყო ქართველთა ძალების გაერთიანება და ხარისხიანი მოქმედებები. გიორგი სააკაძემ ხელთ იგდო ის წერილი რომელშიც , შაჰი ყარჩიხა-ხანს უბრძანებდა ქართლის ამოგდებას და გიორგი სააკაძის მოკვლას. ამ წერილის შინაარსი გიორგიმ გააცნო ქართლის თავადებს და აუხსნა თუ რა მოელოდათ მათ.

ქართლის თავადობამ გიორგის გეგამა მიიღეს. ყიზილბაშთა ჯარის ნახევარი 30 000-იანი არმია ქართლის და კახეთის საზღვართან მდებარე სოფელ მარტყოფში იდგა. აქ იყო გიორგი სააკაძეც თავისი უერთგულესი ოთხ პირთან ერთად , რომელთა შორის მისი ვაჟი ავთანდილიც იყო. გიორგი სააკაძის გეგმა ასეთი იყო აჯანყებულები უნდა მომდგარიყვნენ ყიზილბაშთა ბანაკს, ამ დროს გიორგი სააკაძე და მისი მომხრეები ყიზილბაშ სარდლობას ამოხოცავდნენ. 1625 წლის 25 მარტს ქართველთა ჯარი ყიზილბაშებს მოადგნენ. როდესაც ყიზილბაშთა ჯარში განგაში ატყდა , ყარჩიხა-ხანის კარავთან შეიკრიბნენ ყიზილბაში სარდლები მათ შორის იყო გიორგი სააკაძეც და მისი მომხრეებიც.

სააკაძემ და მისმა მომხრეებმა ყიზილბაში სარდლობა ამოწყვიტა. უმრთაუროდ დარჩენილი ყიზილბაშთა ჯარი აირია. ამასობაში ქართველთა ჯარმაც შეუტია მტერს . ყიზილბაშთა 30 000-იანი არმიიდან მეათედმა შესძლო გადარჩენა. ქართველებმა მტერს ყველა მიმართულებიდან შეუტიეს გაათავისუფლეს კახეთი დამპყრობლებისაგან.

დალაშქრეს განჯა , ყარაბახი და ახალციხე. გამარჯვებულებმა ქართლ-კახეთის მეფედ თეიმურაზი მოიწვიეს. შაჰ აბას I განრისხებული იყო რადგან მას ასეთი მარცხი არსად არ განეცადა. მისი ბრძანებით შაჰის კარზე მყოფ გიორგი სააკაძის ვაჟ პაატას თავი მოკვეთეს და მამას გამოუგზავნეს. პაატა ერთაწმინდის ეკლესიაში დაკრძალეს. შაჰის ბრძანებით დაიწყო ახალი ჯარის შეკრება .

ყიზილბაშთა ჯარი შაჰ აბას I-ის სიძის ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით მოვიდა იმავე 1625 წლსი ივნისის ბოლოს , ისინი ქვემო ქართლში შემოვიდნენ და აქ მარაბდის ველზე დაბანაკდნენ. ქართველებიც შედარებით მომზადებულები დახვდნენ მტერს, მაგრამ ყიზილბაშები რიცხობრივად ბევრნი იყვნენ, მათ აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღები ჰქონდათ და შეიარაღებაში დიდი წვლილი არტილერიას შეჰქონდა.

საჭირო იყო წინდახედული მოქმედება და მტრის რიცხობრივი უპირატესობის გაბათილება. გიორგი სააკაძემ სამხედრო თათბირზე თავადებს საკუთარი გეგმა შესთავაზა , მაგრამ თავადებმა არ მიიღეს გიორგის გეგმები და სამხედრო საქმეებსაც ჩამოაშორეს. მთავარსარდლობა მეფე თეიმურაზმა იკისრა.

ბრძოლა მოხდა 1625 წლის 1 ივლისს მარაბდის ველზე. ყიზილბაშთა სანგრებს ქართველთა მხედრობამ გაბედულად შეუტია. სერიოზული წინააღმდეგობის შემდეგ ქართველებმა მტრების ბანაკში შეაღწიეს. მტერმა ბრძოლის ველიდან გაქცევა დაიწყო.

ქართველებმა თავი გამარჯვებულად ჩათვალეს და ალაფობას შეუდგნენ, გამოცდილმა სარდალმა ისა-ხანმა გაქცეული ჯარის შეკრება შესძლო და თან დამატებითი ჯარიც მიიღო. ყიზილბაშებმა გაფანტულ და ნადავლით შოვნით გართულ ქართველებს ხელახლა შემოუტიეს. ქართველმა სარდლობამ გაფანტული ჯარის შეკრება ვერა შესძლეს.

ივლისის სიცხით დაღლი ჯარი ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას ყიზილბაშებს და დაიწყეს უწესრიგოდ დახევა კოჯორ-ტაბახმელასკენ. ამ ომში გაიმარჯვა ყიზილბაშებმა , მაგრამ მათ გამარჯვება საკმაოდ ძვირი დაუჯდათ რადგან მათ ბრძოლის ველზე 14 000 ყიზილბაში დაკარგეს. ქართველების დანაკარგმა კი 9 000-ი იყო. ამ ომში ძალიან ბევრმა ქართველმა გმირული საქციელი ჩაიდინეს ესენი იყვნენ : დავით ჯანდიერი, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი. ბრძოლაზე გმირულად დაიღუპა ცხრა ძმა ხერხეულიძე.

ყიზილბაშთა დანაკარგი იმდენად დიდი იყო რომ მათ თავიანთი გეგმის შესრულება ვეღარ შესძლეს. უკან დახეულ ქართველები კოჯორ-ტაბახმელას ვიწროებში გამაგრდნენ და 10 დღის განმავლობაში აკავებდნენ მტრებს. ქართველებმა პარტიზანული ბრძოლა გააჩაღეს, მტრის არაერთი რაზმი გაანადგურეს. მაგალითად ქსნის ხეობაში ერთიანად მოსპეს 12 000 ყიზილბაში. ასე რომ საერთოდ ყიზილბაშთა ზარამა 60 000 კაცს მიაღწია, რაც შაჰ აბასის ჯარის თითქმის ნახევარს შეადგენდა. ეს შაჰ აბასის დამარცხებას ნიშნავდა.


ქართლის და კახეთის სამეფოები XVII საუკუნის მეორე მეოთხედში .

როსტომ ხანი.

დაუდ-ხანი უნდირიძე (კასტელის ჩანახატი).

ქართლსა და კახეთში განცდილი ფაქტობრივი მარცხის შემდეგ, შაჰ აბას I-მა შესცვალა პოლიტიკა ქართლის და კახეთის მიმართდა, ხელი აიღო საქართველოს ამოგდებაზე. მან მისთვის ჩვეულ ხერხს მიმართა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდება დაიწყო. საამისო ნიადაგი ფეოდალურ საქართველოში ყოველთვის იყო. მით უმეტეს რომ საქართველოს ამოგდების საფრთხემ გაიარა და თავადთა ნაწილი შაჰთან შერიგების გუნებაზე დადგნენ. მათ კვლავაც არ მოსწონდათ გიორგი სააკაძის პირველკაცობა. გიორგი სააკაძეს განუდგნენ მისი მომხრე თავადებიც, მათ შორის მისი ცოლისძმაც ზურაბ არაგვის ერისთავი. დიდი მოურავი დაუპირისპირდა თეიმურაზ I-ს. მით უმეტეს შაჰი თეიმურაზს მეფედ აღიარებას ჰპირდებოდა თუ ის გიორგი სააკაძეს თავიდან მოიშორებდა. თეიმურაზის საპირისპიროდ გიორგი სააკაძემ ქართლ-კახეთში იმერეთის ტახტის მემკვიდრის ალექსანდრე გიორგის ძის დასმა გადაწყვიტა. ამით მთელი საქართველოს გაერთიანების კარგი პერსპექტივა ისახებოდა. თეიმურაზის და გიორგის მომხრეებს შორის ბრძოლა გაარდაუვალი გახდა. 1626 წლის გვიან შემოდგომაზე ბაზალეთის ტბასთან მოხდა ბრძოლა გიორგი სააკაძის და მის მოწინააღმდეგეებს შორის . დიდი მოურავი დამარცხდა და ოსმალეთში გადასახლდა. გიორგი მალე დაწინაურდა სულთანის სამსახურშიც, მაგრა 1629 წელს გიორგი სააკაძეს მის ვაჟს ავთანდილს და მასთან მყოფ ორმოც ქართველს ღალატი დააბრალეს და სიკვდილით დასაჯეს. გიორგი სააკაძის ოსმალეთში წასვლისთანავე და გარდაცვალების შემდეგ ქართლის თავადობამ ერთიანად აიშვეს. განსაკუთრებით ურჩობდა ზურაბ ერისთავი რომელიც ფშავ-ხევსურეთის და ხევის ჩაგდებას ცდილობდა. მაგრამ მთიელებმა ფეოდალს საკადრისი პასუხი გასცეს ზურაბ ერისთავი სვიმონ-ხანმა მოაკვლევინა. ირანის ტახტზე ასულმა ახალმა შაჰმა სეფიმ I-მა ქართლ-კახეთის მეფედ თეიმურაზ I ცნო.

ქვეყნის შიგნით თეიმურაზმა განამტკიცა ხელისუფლება. თეიმურაზი მაღალ თანამდებობაზე კახელი თავადები დანიშნა, რაც ქართლის თავადების უკმაყოფიება გამოიწვია. თეიმურაზ I აქტიურ საგარეო პოლიტიკის გატრება დაიწყო. ჯერ კიდევ 1626-1628 წლებში მან დასავლეთ ევროპაში მიავინა თავისი ელჩი - ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი იგივე ნიკიფორე ირბახი. მან ესპანეთის მეფეს ირანის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. თეიმურაზი ახლო ურთიერთობაში იყო ირანში მოღვაწე ალავერდი-ხანთან, განჯის ბეგლარ დაუდ-ხანთან და შირაზმის მმართველ იმამ ყული ხანთან. შაჰ სეფიმის გამეფების შემდეგ ალავერდ-ხანმა მისი დიდი თანამდებობა დაკარგა . შაჰის კარზე ამ დროს დიდკაცობდა ხოსრო-მირზა , მისი შეგონებით შაჰმა დაიჭირა ძმები უნდირიძეები. ამის შემდეგ განჯის ბრგლარი დაუდ ხანი საქართველოში გამოიქცა და თეიმურაზ I-ს შეეხიზნა. თეიმურაზ მეფე ირანის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა მან მოარბია განჯა ყარაბაღი და მდინარე არაქსის პირას არსებული ქვეყნები . შაჰ სეფიმ თეიმურაზი მეფობიდან გადააყენა და მის ნაცვლად გაამეფა ხოსრო მირზა, რომელიც დიდი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა. მან სახელი შეიცვალა და როსტომ-ხანი დაირქვა.

როსტომ-ხანი საქართვლში 1633 წლის თებერვალში შემოვიდა. მის ჯარში ბევრი გამაჰმადიანებული ქართველი იყო. ქართლის თავადების დიდმა ნაწილმა როსტომს დაუჭირეს მხარი, ასე რომ თეიმურაზი იძულებული გახდა ქართლი დაეტოვებინა და იმერეთში გადასულიყო. ქართლ-კახეთის ტახტი როსტომმა დაიკავა, თეიმურაზი კიდევ განაგრძობდა ბრძოლას ქართლის დასაკავებლად. მან ქართლში რამდენიმე შეთქულება მოაწყო. 1634 წელს თეიმურაზმა კახეთი დაიკავა და გამეფდა , მალე როსტომმა ყიზილბაშთა დამატებითი ჯარი მიიღო და 1648 წელს კვლავ დაიკავა კახეთი. როსტომის გამარჯვება იმან განაპირობა რომ მან არ სცადა ადგილობრივი საზოგადოების და სამეურნეო სისტემის შეცვლა. მის მიერ გატარებული ღონისძიებები ძირითადად ზედაპირული იყო . მან ზოგიერთი სამეურნეო სისტემა სპარსულ ყაიდაზე გარდაქმნა , ზოგს კი მხოლოდ სახელი შეუცვალა, სხვა მხრივ კი ადგილობრივი ფეოდალური სისტემა უცვლელი დარჩა. ამიტომ ქართლის თავადები მალევე შეეგუვნენ როსტომს და მის სამსახურშივე ჩადგნენ. ქვეყანა ნანატრ მშვიდობას ეწვია, შეწყდა ყიზილბაშთა თარეში, შენელდა თავადებს შორის დაპირისპირება. ქვეყანაში მშვიდობის დამყარების შემდეგ გახისნული მოსახლეობა მამაპაპურ სახლებს დაუბრუნდა და გამოცოცხლდა სოფლის მეურნეობა. აღდგა დანგრეული ქალაქები, გამოცოცხლდა ვაჭრობა , ხელოსნობა. გაჰყავდათ გზები აშენებდნენ ხიდებს და ქარვასლებს. მოწესიგდა საბაჟო სისტემა . როსტომ-ხანის ინიციატივით დაიწყეს ახალი ქალაქების მშენებლობა. მის პერიოდში ქართული კულტურა და ქრისტიანობა არ იდევნებოდა, პირიქით მას ხელი ეწყობოდა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის როსტომის ცოლს მარიამ დედოფალს. რომელიც მზრუნველობას იჩენდა ქრისტიანების მიმართ.

როსტომს ქართლში მეფეს უწოდებდნენ, სინამდვეში კი ის შაჰის ვასალი იყო რასაც ვალი ეწოდებოდა. იგი იყო პირვლი მაჰმადიანი რომელიც ქართლ-კახეთის ტახტზე შედარებით მტკიცედ დამკვიდრდა. შაჰის კარმა ახალი პოლიტიკის გატარება დაიწყო. რომელიც მშვიდობიანი დაპყრობის პოლიტიკა იყო.

1656 წელს როსტომს კახეთი ჩამოართვეს და განჯის ხანს გადასცეს სამართავად. 1658 წელს გარდაიცვალა როსტომ-ხანი ის ირანის ქალაქ ყუმში დაკრძალეს. როსტომს შვილი არ ჰყავდა ამიტომ ტახტზე ავიდა მისი ნაშვილები ბაგრატიონთა უმცროსი შტოს - მუხრანბატონების შთმომავალი ვახტანგ V. 1658 წელს მოსკოვში გაემგზავრა თეიმურაზ I. რუსეთიდან თეიმურაზმა რელური დახმარება ვერ მიიღო. და იმერეთში დაბრუნებული ბერად აღიკვეცა. თეიმურაზი სკანდის ციხე სიმაგრეში განმარტოვდა. როდესაც ვახტანგ V-მ იმერეთში ილაშქრა თეიმურაზი ტყვედ ჩავარდა. მთელი სიცოცხლე ყიზილბაშების მებრძოლი თეიმურაზი ირანში გადაასახლეს. ისლამზე მიღებაზე უარის მიღების შემდეგ ის ასტრაბადის ციხეში გამოკეტეს. 1663 წელს 74 წლის თეიმურაზ I გარდაივალა.ქართველებმა მისი ნეშტი ჩამოასვენეს და ალავერდში დაკრძალეს.


ქართლის და კახეთის სამეფოები XVII საუკუნის მეორე ნახევარში [რედაქტირება]

არჩილ II.



გიორგი XI (უცნობი მხატვარი).



ერეკლე I.

XVII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს უმძიმესი ვითარება შეიქმნა კახეთში. ირანის შაჰმა აბას II-მ თავისი წინაპრის აბას I-ის პოლიტიკა გააგრძელა და კახეთში მომთაბარე თურქმანების ჩამოსახლება დაიწყო. ჩამოასახლეს 80 000 თურქმანი, კახეთი კვლავ დადგა გადაშენების და გადაგვარების საფრთხის წინაშე. თურქმანები ყოველმხრივ ჩაგრავდნენ და ავიწროვებდნენ ქართველებს. თურქმანები მესაქონლეობას მისდევდნენ , მათ კახეთი მხოლოდ საძოვრებად სჭირდრბოდათ. თურქმანთა ჩამოსახლებით უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მთის მოსახლეობა - თუშები, ფშავები, ხევსურები. მთასა და ბარს შორის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ურთიერთკავშირი .ბარის მოსახლეობა გაჭირვების ჟამს მთაში იხიზნებოდა, მთის მოსახლეობა საცხოვრებლად გადადიოდნენ ბარში. მთა და ბარი ერთმანეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ცვლიდა. ბარში თურქმანთა ჩამოსახლებით დაირღვა ეს კავშირები რაც მთასა და ბარში არსებობდა. ქართლსაც ანალოგიური ბედი ელოდა .

ირანის წინააღმდეგ აჯანყებას ჩაუდგნენ : ზაალ არაგვის ერისთავი, ბიძანა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავი. აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს თუშებმა . თუშებს ზეზვა გაფრინდაშვილი მეთაურობდა, ხევსურებმა ნადირა ხოშარაულის წინააღმდეგობით და ფშავებმა- გოგილაურის თავკავობით. თურქმანებს კახეთში ორი ძლიერ გამაგრებული პუნქტი ჰქონდათ : ბახტრიონის ციხე და ალავერდი, რომელიც ასევე ციხესიმაგრედ ექციათ. აჯანყება 1659 წელს მოხდა. არაგვის საერისთავოს ჯარი ზაალის შვილის ზურაბის სარდლობით და ქსნის ერისთავის ჯარი ახმეტაში შეიკრიბნენ. ბახტრიონის ციხისკენ მოვიდნენ თუშები, ფშავები და ხევსურები. კახელები ბიძინა ჩოლოყაშვილის სარდლობით ალავერდს მიადგნენ. ქართველებმა ერთდროულად შეუტიეს ამ ორ ციხეს და აიღეს. ამის შემდეგ აჯანყებულებმა ჩამოსახლებულ თურქმანებს შეუტიეს. თურქმანთა დიდი ნაწილი ამოწყდა , ვინც გადარჩა თავს გაქცევით უშველა. კახეთი ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა.

შაჰის ბრძანებით ვახტანგ V-მ ზაალ ერისთავი მოკლა. შალვა, ელიზბარი და ბიძინა კი შაჰს ეახლნენ, რათა ამით მაინც დაეცხროთ აბას II-ის მრისხანება და ქვეყანა ირანელთა შესაძლო დამსჯელი ლაშქრობისგან დაეცვათ. აბას II-ის ბრძანებით ბახტრიონის აჯანყების ხელმძღვანელები დასასჯელად იმ თურქმანებს გადასცეს, ვისი თანატომელებიც კახეთში სახლობდნენ. 1662 წელს თურქმანებმა ქართველი მამულიშვილები წამებით დასაჯეს. შემდგომში ისინი სამშლოში გადმოასვენეს და იკორთის მონასტერში დაკრძალეს. ეკლესიამ შალვა ბიძინა და ელიზბარ ქსნის ერისთავები წმინდანებად შერაცხა.

ბახტრიონის აჯანყების დროს ქართლის მეფე ვახტანგ V იყო. ის ჯერ კიდევ როსტომ-ხანის დროს წავიდა ირანში და გამაჰმადიანდა, მას შაჰნავაზი უწოდეს.1658 წელს ქართლში გამეფებულმა ვახტანგმა როსტომის პოლიტიკა განაგრძო. მოჩვენებითი მაჰმადიანობით და ყმობის აღიარებით იგი ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა შეენარჩუნებინა ირანთან. ეს კი, თავის მხრივ ქვეყანას მშვიდობიანი განვითარების საშუალებას აძლევდა. ბახტრიონის აჯანყების შემდეგ ვახტანგს კახეთიც დაემორჩილა. მან ისარგებლა იმერეთში დაწყებული არეულობით და იმერეთის ტახტზე მისი შვილი არჩილი დასვა. ვახტანგის მიერ გატარებული პოლიტიკა მიუღებელი იყო ირანისა და ოსმალეთისთვის.1639 წლის ზავით დასავლეთ საქართველო ოსმალეთს ეკუთვნოდა, სულთანმა ვახტანგის მოქმედება მის შიდა საქმეებში ჩარევად ჩათვალა და ირანს ”გურჯისტანის ვალის” მორჩილებაში ყოლა მოსთხოვა. ვახტანგი იძულებული გაცდა არჩილის ორწლიანი მეფობის შემდეგ ქართლში გამოეწვია.

1664 წელს გამაჰმადიანებული არჩილი შაჰმა კახთა მეფედ დაამტკიცა, არჩილი შემდგომში კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა. მისი მეფობის დროს კახეთის ეკონომიკა გაძლიერდა, განახლდა ეკლესიები, შეაკეთეს და ააშენეს ახალი ნაგებობები. ნაწილობრივ მოხდა ლეკების თარეშის აღკვეთა. მიუხედავად ამისა კახელი ბატონიშვილები არჩილს უკანონო მეფედ მიიჩნევდნენ და კახეთის მეფედ თეიმურაზ I-ის შვილი ერეკლე I სურდათ. 1674 წელს ერეკლე რუსეთიდან კახეთში დაბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ შაჰმა ის თავისთან დაიბარა. არჩილმა იფიქრა რომ შაჰი ერეკლეს კახეთის მეფედ დასმას უპირებსო, მიტოვა კახეთი მამის ნებართვის გარეშე და იმერეთში გამეფებას შეეცადა. შაჰს უყურადღებოდ არ დარჩენის ქართლსა და კახეთში მიმდინარე მოვლენები. შაჰმა თავისთან იხმო ვახტანგ V, ვახტანგმა ქართლის გამგებლად თავისი ძე გიორგი დატოვა. 1675 წელს გზაში მიმავალი ვახტანგი გარდაიცვალა. იგი ყუმში დაკრძალეს.

ქართლის მეფედ ვახტანგის უფროსი ძე გიორგი XI დაინიშნა. კახეთი კი ყიზილბაშ ხანებს გადაეცა სამართავად. ხანები ყოველგვარ ხერხს ხმარობდნენ რომ კახეთი ყიზილბაშურ სახანოდ ექციათ. ხანები ხელს უწყობდნენ ლეკიანობას, ისინი კახეთის აღმოსავლეთ პროვინციებში კაკ-ენისელში და ჭარ-ბელაქანში ლეკებს ასახლებდნენ. გიორგი XI ყველა ხერხს ხმარობდა რათა ყიზილბაშთა ბატონობა გადაეგდო , მან დახმარება ოსმალეთს სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. XVII საუკუნის 80-იან წლებში გიორგი XI , რომის პაპს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა, რომის პაპს და ევროპას საქართველო არ აინტერესებდათ. გიორგი მხარს უჭერდა მის უმცროს ძმას არჩილს რომელიც იმერეთში გამეფებას ცდილობდა. შაჰმა გიორგის ძმის შეპყრობა მოსთხოვა, გიორგიმ შაჰის ბრძანება არ შეასრულა. უფრო მეტიც მან შაჰი

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1948 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები