შაბათი, 27.04.2024, 00:34
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » საქართველო XV საუკუნის პირველ ნახევარში.
18:46
საქართველო XV საუკუნის პირველ ნახევარში.

შავბატკნიანთა ირანი.


თემურ-ლენგის გარადცვალების შემდეგ გიორგი VII-ს საშუალება მიეცა აქტიურად ემოქმედა. მეფემ საქართველსო საზღვართან მყოფ თურქმანებს შეუტია. გიორგიმ ურთიერთობა დაამყარა შირვანშაჰთან , მათ ერთობლივი ბრძოლა გადაწყვიტეს.

გიორგი VII 1407 წელს თურქმანებთან ბრძოლისას დაიღუპა. სამეფო ტახტი გიორგი VII-ის ძმან კონსტანტინე I-მა დაიკავა (1407-1412). ამ დროს ძლიერდება შავბატკნიანი თურქმანთა ბრძანებელი ყარა-იუსუფი. შავბატკნიანი თურქმანთა აგრესიული გეგმები სამხრეთ კავკასიაზეც იყო მიმართული. მათთან თავის დასაცავად კონსტანტინე I-მა , შირვანშაჰთან და შაქის მმართველთან კოალიცია შექმნა. გადამწყვეტი ბრძოალ 1412 წელს მოხდა, ყარა-იუსუფმა გაიმარჯვა, კონსტანტინე I ტყვედ ჩავადა. მეფესთან ერთად ტყვედ ჩავარდა კიდევ სამი აზნაური.

კონსტანტნე I-ს ტყვეობაში თავი ძალზედ ამაყად ეჭირა, ამით აღშფოთებულმა ყარა-იუსუფმა ბრძანა რომ საქართველოს მეფისთვი თავი მოეკვეთათ.

1412 წელს გამეფდა კონსტანტინე I-ის შვილი ალექსანდრე I . ალექსანდრეს მთავარი მიზანი იყო , სამეფო ხელისუფლების გაძლიერება და სეპარატისტულად განწყობილი აზნაურების დასჯა. განსაკუთრებით აქტიურობდა ივანე ათაბაგი , რომელიც საქართველოსაგან სამცხის გამოყოფა სურდა. ივანე ათაბაგი მარტო პოლიტიკურად არ ცდილობდა საქართველოსგან გამოყოფას მან ეკლესიისაგანაც გამოყოფა მოისურვა.

ალექსანდრე I-მა შიპყრო განმდგარი ათაბაგი და სამცხე დაიმორჩილა. ალექსანდრე I დასავლეთ საქართველოშიც გადავიდა და დაიმორჩილა განმდგარი მთავრები დადიანები და შერვაშიძეები.

XV საუკუნის 30-იან წლებში ალექსანდრემ ლორე გაათავისუფლა თურქმანებისგან. ალექსანდრე ცდილობდა აღედგინა თემურ ლენგის დროს დანგრეული ქალაქები, სოფლების ეკლესია-მონასტრები, ციხეები. ამ მიზნით 1425-1440 წლებში დაწსებული იქნა გადასახადი კომლზე 40 თეთრი. შემოსული თანხა ქვეყნის აღდგენას ხმარდებოდა.

ალექსანდრე I ცდილობდა მოკავშირეები მოეძებნა, ერთ-ერთი ასეთი მოკავშირე იყო ეგვიპტე. საქართველოს და ეგვიპტეს საკმაოდ აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდათ.ეგვიპტის სულთანი ხაზს უსვამდა რომ საქართველოში არ ჩაგრავდნენ და არ ავიწროვებდნენ მუსლიმებს. თავის მხრივ საქართველოს მეფე ანალოგიურ დამოკიდებულებას მოითხოვდა ეგვიპტისგან ქრისტიანებისადმი.

ორი ქვეყნის ასეთი კარგი ურთიერთობა ხელს უწყობდა იერუსალიმში მოღვაწე ქართველი ბერების მშვიდობიანი საქმიანობას.

ალექსანდრე I-ის დროს მოეწყო ქართველთა პირველი ეჩობა ევროპაში. 1438 წესლ იტალიის ქალაქ ფერერეში გაიმართა საეკლესიო კრება.

კრების სხდომის ნაწილი ფლორენციაში გაიმართა ამიტომ იგი ფერერა-ფლორენციის საეკლესიო კრების სახელით არი ცნობილი. კრებას ესწრებოდნენ დასავლეთის კათოლიკური და აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლები. კრების მიზანი იყო ეკლესიათა გაერთიანება რომის პაპის მეთაურობით. მასში მონაწილეობდნენ საქართველოდან წასული ელჩობა. დელეგაციის დიდი ნაწილი მათ შორის ბიზანტიის წარმომადგენელნიც, იძულებული გახდნენ ხელი მოეწერათ ეკლესიათ გაერთიანებისთვის.

ბიზანტიამ იმიტომ მოაწერა ხელი ეკლესიათა გაერთიანების უნიას რომ, მათ იმედი ჰქონდათ ევროპის დახმარების ოსმალეთთან ბრძოლაში. უნიის ხელმოწერამ კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობები იმპერიაში. ქართველმა დესპანმა ხელი არ მოაწერა ეკლესიების გაერთიენები აქტს. ისინი კრების მიმდინარეობისას გამოვიდნენ ეკლესიათა გაერთაინები წინააღმდეგნი. ქართველთა ყოფნას კრებაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ქართველებმა დაიცვეს მართლმადიდებლური ეკლესია და გაეცნენ იმას თუ რა დახმარების გაწევა შეეძლო ევროპას საქართველოსთვის.

ვითარება საქართველოს სამხრეთ საზღვრებზე კიდევ უფრო იძაბებოდა. 1440 წელს საქართველოში თურქმანები შემოიჭრნენ, აიღეს ად გადაწვეს თბილისი. მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყნის შიგნითაც. მეფეს ძალიან უჭირდა სეპარატისტულად განწყობილი ფეოდალების დამორჩილება. შექმნილ ვითარებაში სამეფო კარმა გადაწყვეტილბა მიიღო- ურჩი ერისთავთა ნაცვლად , ქვეყნის ცალკეული მხარეები მართვა საგვარეულო წარმომადგენლებისთვის გადაეცათ. ნათესობა უნდა გამხდარიყო ყვეყნის ერთიანობის შენარჩუნებსი გარანტი.

რეალურად ამ ღონისძიებამ საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო. 1442 წელს ალექსანდრე I ტახტიდან გადადგა. საქართველოს მეფე გახდა მისი ძე ვახტანგ IV (1442-1446). თავისი ხანმოკლე მეფობისას ვახტანგმა თურქმანთა წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა. 1446 წელს სამეფო ტახტი ვახტანგის ძმამ გიორგი VIII-მ დაიკავა.

საქართველო XV საუკუნის მეორე ნახევარში.


ოსმალეთის იმპერია (1300-1926 წლებში)


გიორგი VIII-ის მეფობისას სერიოზული ცვლილებები მოხდა საერთაშორისო ვითარებაში. ამ პერიოდში მომხდარმა ცვლილებებმა დიდი გავლენა მოახდინა არა მარტო საქართველოზე არამედ მთელს მსოფლიოზე. 1453 წლის 29 მაისს 53-დღიანი ალყის შემდეგ ოსმალთა სულთანმა მუჰამედ II-მ აიღო კონსტანტინოპოლი.

ბიზნტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. ბიზანტიის იმპერატორები ყოველგვარ საშუალებას ცდილობდნენ რომ თავი დაეცვათ ოსმალებისგან მაგრამ უშედგოდ. XV საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში მოვიდა ბიზანტიის ბოლო იმპერატორის კონსტანტინე XI-ის ელჩობა, რომლებსაც იმპერატორისთვის საცოლე უნდა შეერჩიათ. იმპერატორს გიორგი VIII-ის ასული უნდა შეერთო. მაგრამ ქორწილი კონსტანტინოპოლის დაცემამ ჩაშალა.

ბიზანტიის დაცემამ და თურქების გაბატონებამ ბოსფორის და დარდანელსი სრუტეებზე საქართველო მოწყვიტა ევროპას. ჩაიკეტა საქართველსო სამხრეთით გამავალი გზები. 1461 წელს ოსმალებმა ტრაპიზონი აიღეს. ვითარება კატასტროფული გახდა მას შემდეგ რაც ოსმალებმა 1475 წელს ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთიც დაიკავეს.

შავი ზღვა ოსმალეთის ტბად იქცა. ევროპასთან დამაკავშირებელი ყველა გზა კი გაქრა. ამის შემდეგ ევროპელები იწყებენ აღმოსავლეთსკენ მიმავალი გზების აღმოჩენას. ინდოეთთან კავშირი ეროპამ საზღვაო გზებით დაამყარა. სავაჭრო გზებმა საქართველოზე უკვე აზრი დაკარგა.

ოსმალეთი ევროპის ყველაზე დიდი მტერი გახდა. ვინც ოსმალეთს დაუპირისპირდებოდა ევროპის მოკავშირე იყო ,ასეთი აღმოჩნდა ირანი. ბიზანტიის დაცემის შემდეგ მართლმადიდებლური სამყაროში პირველობა მოსკოვის სამთავრომ წამოაყენა. შემუშავდა ” მესამე რომის” თეორია.


ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე XI.

მოსკოვი ყველა მართლმადიდებლური ქვეყნის მფარველად აცხადებდა თავს. მართლმადიდებლური ქვეყნების იმედები მოსკოვს დაუკავშირდა. მონღოლებისგან გათავისუფლების შემდეგ რუსეთმა სწრაფად განვითარება დაიწყო.

საქართველოს მეზობელები აღმოჩნდნენ ოსმალეთი და ირანი რომლებსაც თავისი ინტერესები ჰქონდათ კავკასიაში. საქართევლო უდიდესი საფრთხის წინ დადგა. ოსმალეთის მეზობლობა არც ისე საშიში იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა ერთიანი და ძლიერი იქნებოდა. ყველაფერი კი საპირისპიროდ იყო.

გიორგი VIII-ის დროს საქართველოს დაშლის პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო. სეპარატისტულ ზრახვებს ყველაზე მეტად სამცხის მთავარი ყვარყვარე ჯაყელი ავლენდა. ყვერყვარე თითქმის აღარ ემორჩილებოდა საქართველსო მეფეს. ყვარყვარემ სცადა საქართველსო ეკლესიის ერთიანობის დარღვევა , მაგრამ კათალიკოს-პატრიარქი დავით IV ენერგიულად აღუდაგ ამ პროცეს წინ და ქართული ეკლესიის ერთიანობა შეინარჩუნა.

XV საუკუნის 50-იანი წლებდან ევროპაში იწყება დიდი ანტიოსმალური კოალიციის შექმნა. ამ კავშირში მონაწილეობას აპირებდა საქართევლოც. ამ მიზნით საქართველოში ჩამოვიდა რომის პაპის ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი. გიორგი მეფემ თანხმობა განაცხადა ამ კოალიციაში მონაწილეობას და ლუდოვიკოს წასვლისას თან გააყოლა ელჩობა.

ქართული ელჩობა შეხვდა : უნგრეთის მეფეს, საღვღო რომის იმპერატორს, საფრანგეთის მეფეს დაესწრნენ ახალი მეფის ლუი XI-ის კურთხევას, რომის პაპს, მილანსი ჰერცოგს. მიუხედავად ამისა ანტიოსმალური კოალიცია ვერ შედგა.

სანამ ანტიოსმალური კოალიციის შექმნის იმედი არსებობდა მეფე და მთავრები მშვიდობას ინარჩუნებდნენ. კოალიციის ჩაშლამ ეს მშვიდობა დაარღვია. 1462 წელს გიორგი მეფეს აუჯანყდა იმერეთის ერისთავი ბაგრატი.

1463 წელს გიორგი VIII ჩიხორის ბრძოლაში დამარცხდა , ბაგრატმა თავი იმერთის მეფედ გამოაცხადა. გიორგი მეფემ ვითარების გამოსწორება სცადა და სამცხის მთავრის ყვარყვარეს წინააღმდეგ გაილაშქრა.

1465 წელს გიორგი გაემართა სამცხისკენ , მეფის ჯარი ფარავნის ტბასთან დაბანაკდა. მეფეს ამცნობეს რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. გადმოცემით ეს ყველაფერი იოთამ ზედგინიძემ ამცნობა მეფეს , მაგრამ მეფეს ეს ცნობა არ დაუჯერებია. მაშინ იოთამი ჩაწვა მეფის საწოლში ღამით , მეფის კარავში შეთქმულები შეიჭრნენ და იოთამი სასიკვდილოდ დაჭრეს. მეორე დღეს მეფემ საქმის გამოძიება და შეთქმულთა გამოაშკარავება დაიწყო.

ამით ისარგებლა ყვარყვარემ და მეფის ბანაკს თავს დაესხა. გიორგი მეფე დამარცხდა და სამცხის მთავარმა ის ვაჰანსის ქვაბებში გამოჰკეტა.

გიორგი მეფის დატყვევებით ისარგებლა იმერეთის მეფე ბაგრატ VI-მ და თავი მეფეთა-მეფედ გამოაცხადა. ყვარყვარე მიხვდა რომ გიორგის დატყვევებით ბევრი ვერაფერი მოიგო და გაათავისუფლა გიორგი, უკან წამოსულ მეფეს კი ჯარიც გამოაყოლა სამეფო ტახტის დასაბრუნებლად.

ქართლის მთავრებმა გიორგი VIII-ს მხარი არ დაუჭირეს რადგან შიშობდნენ რომ მათ ღალატის გამო მეფე სასტიკად დასჯიდა. გიორგი მეფემ ქართლის ტახტის დაკავება ვერ შესძლო და კახეთში გადავიდა.

მუჰამედ II-მ აიღო ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი (ბიზანტიის იმპერიის დაცემა)
საქართველსო სამხრეთით ერთმანეთს ებრძოდნენ თურქმანთა ორი ტომი- შავბატკნიანები და თეთრბატკნიანები.

XV საუკუნის ბოლოს ეს ბრძოლა თეთრბატკნიანელების გამარჯვებით დასრულდა. მათმა მთავარამ უზუნჰასანმა ხუთჯერ ილაშქრა საქართველოში და დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. თუმცა როდესაც უზუნ-ჰასანს სჭირდებოდა საქართველოს მოკავშირედ გამოდიოდა ოსმალეთთან ბრძოლაში. 1466 წლიდან ბაგრატ VI იყო ქართლ-იმერეთის მეფე , მაგრამ ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო.

ქართლში მეფობდა გიორგი VIII-ის ძმისშვილი კონსტანტინე II. მშვიდობიანი ურთიერთობა მეფეებს შორის მალე მძაფრ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

XV საუკუნის 70-იანი წლებიდან ბაგრატმა საქართველოს კვლავ გაერთიანების საწინააღმდეგო ღონისძიებები გაატარა და დასავლეთ საქართველო ეკლესიურად ჩამოაშორა მცხეთის საკათალიკოსოს.

1478 წელს გარდაიცვალა ბაგრატ VI , მისმა შვილმ ალექსანდრემ ტახტის დაკავება ვერ შესძლო. ალექსანდრეს წინააღმდეგ გამოვიდნენ დასავლეთ საქართველოს მთავრები. კონსტანტინე II გადავიდა დასავლეთ საქართველოში და თავისი ძალაუფლება აღადგინა. მაგრამ ყვარყვარე ჯაყელთან განცდილმა მარცხმა კონსტანტინეს საშუალება არ მისცა გაეგრძელებინა საქართველსო გაერთიანება.

1483 წელს ყვარყვარე ჯაყელმა არადეთის ბრძოლაში დაამარცხა ქართლის მეფის ჯარი. ამით ისარგებლა ალექსანდრე ბაგრატის ძემ და იმერეთში გამეფდა. კონსტანტინე II არ აპირებდა ასე ადვილად შეგუებოდა მარცხს და დაეშვა საქართველსო დაშლა.

მან 1490 წელს თბილისში სამეფო დარბაზი მოიწვია და რჩევა კითხა. ვახუშტი ბატონიშვილი გვაუწყებს რომ მეფეს ასეთი რჩევა მისცეს.

” ვინაიდან მტკიცედ დგანან ერთგულებასა ზედა თავსთა რჩეულთა მეფენი იმერნი და კახნიდა კუალად ათაბაგისა სამცხელნი, აქმისთვის არა განვიზრახთ ბრძოლასა, რამეთუ თუმცა მერე ვექმნეთ ამასა, არღარა მოქვცემს მეორე ნებასა, არამედ ვაცადოთ ჟამი, უკეთუ კუალად აგოს ღმერთმან მეფოვასავე შენსა”.

ამის შემდეგ მეფე და ათაბაგი დაზავდნენ და დაადგინეს სამეფოების საზღვრები. 1490 წელს საქართველო ოფიციალურად დაიშალა სამეფო სამთავროებად. ამ მძიმე ვითარებაში საქართველო უნდა ყოფილიყო ერთიანი და ძლიერი. მაგრამ ქვეყანა დაიშალა: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის სამთავროდ.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1348 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/2
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები