შაბათი, 27.04.2024, 05:11
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » ბაროკოს არქიტექტურა.
22:46
ბაროკოს არქიტექტურა.

ფრაუენკირხე (დრეზდენი).


დრეზდენის ფრაუენკირხე 2005 წელს.


დრეზდენის ღვთისმშობლის ტაძარი, ფრაუენკირხე (Dresdner Frauenkirche) — ლუთერანული ეკლესია დრეზდენში, გერმანია. ამავე სახელწოდებით ევროპაში რამდენიმე სხვა კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიაც მოიხსენიება.

დრეზდენის ფრაუენკირხე თითქმის სრულიად განადგურდა მეორე მსოფლიო ომში საჰაერო დაბომბვის დროს და აღდგენილ იქნა როგორც ყოფილი მტრების შერიგების ისტორიული სიმბოლო. ტაძრის ფასადის რეკონსტრუქცია დასრულდა 2004 წელს, ინტერიერისა კი - 2005-ში და 13 წლის ინტენსიური აღდგენა-მშენებლობის შემდეგ 2005 წლის 30 ოქტომბერს ტაძარი საზეიმოდ კურთხეულ იქნა.

  დრეზდენის ფრაუენკირხე 1880 წელს.



პეტერგოფი

პეტერჰოფის დიდი სასახლე და შადრევნების კასკადი. მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 540


პეტერჰოფი (რუს.: Петерго́ф, თავადპ. Piterhof, ჰოლ. "პეტრეს ეზო") სასახლეებისა და ბაღების კომპლექსია, რომელიც პეტრე დიდის ბრძანებით გაშენდა სანქტ-პეტერბურგიდან დასავლეთით ექვსიოდე კილომეტრში ფინეთის ყურის ნაპირას, ბალტიის ზღვასთან და მას ხშირად "რუსულ ვერსალსაც" უწოდებენ. ამავე არემარეში არსებობს იგივე სახელწოდების მცირე ქალაქი 82.000 მცხოვრებით. სასახლე-ბაღების ანსამბლი და ქალაქის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილ.

სტოკჰოლმის სამეფო სასახლე.


სტოკჰოლმის სამეფო სასახლე (შვედ. Stockholms slott) — შვედეთის მეფეების ოფიციალური რეზიდენცია კუნძულ სტადჰოლმენის სააღლუმო სანაპიროზე, სტოკჰოლმის ცენტრში.

შუა საუკუნეებში სასახლის ადგილას სტოკჰოლმის ციხესიმაგრე იდგა, რომელიც ბირჰერ იარლის მიერ იყო დაარსებული ბალტიკიდან მელარენის მიმართულებით საზღვაო გზების დასაცავად. იუჰან III დროს ციხესიმაგრე რენესანსის სტილში ნაგებმა სასახლემ შეცვალა. XVII საუკუნის მიწურულს სასახლე ძველმოდურად მიიჩნიეს და ტესინ უმცროსის პროექტით 1690-1697 წლებში ბაროკოს სტილი მიანიჭეს.

1697 წელს, ახლადდასრულებული სასახლე ხანძარმა შთქნთქა, ტესინს კი დღემდე მდებარე ნაგებობის ხელახლა აშენება დასჭირდა, რომელიც 600 ოთახისა და 120-მეტრიანი ფასადური კედლისგან შედგება. ეკონომიკური სირთულეების გამო, სასახლის დასრულება 1754 წლამდე ვერ მოხერხდა, ჩრდილო-დასავლეთი ფრთა კი 1760 წელს იქნა დასრულებული. მადრიდის სამეფო სასახლეების დარად, შვედეთის მეფეების სასახლე, პალაცო ბარბერინივით სიმეტრიული მასებით გამოირჩევა.


წმინდა პავლეს ტაძარი (ლონდონი)

წმ. პავლეს ტაძრის სამხრეთი ფასადი.

წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარი (St Paul's Cathedral) მდებარეობს ქალაქ ლონდონში, ინგლისი, და ლონდონის ეპისკოპოსის საბრძანებელია. ამჟამინდელი შენობა მე-17 საუკუნით თარიღდება და ზოგადად ლონდონის მეხუთე წმინდა პავლეს ტაძრად ითვლება, თუმცა ეს რიცხვი უფრო დიდია თუ ყოველი დიდი სარეკონსტრუქციო სამუშაო ჩაითვლება როგორც ახალი საკათედრო ტაძარი. კათედრალი ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობაა.


წმ. პეტრეს ტაძარი

წმ. პეტრეს ტაძარი სანტ-ანჯელოს ციხიდან.

წმ. პეტრეს ტაძარი, ვივიანო კოდაცის მიერ, 1630 წ.

წმინდა პეტრეს ტაძარი (იტ. Basilica di San Pietro in Vaticano) რანგით მეორე ტაძარია რომის ოთხ მთავარ ბაზილიკათა შორის, ვატიკანის ჩათვლით. სავარაუდოდ მსოფლიოში უდიდეს ქრისტიანულ ტაძარს 23.000 მ² ფართობი უჭირავს და 60.000 ადამიანს იტევს.

ტაძარი ქრისტიანობის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება და აქ არის დაკრძალული პეტრე მოციქული (რომლის სახელსაც თავად ტაძარი ატარებს), იესოს თორმეტ მოციქულთაგანი, ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი და მოგვიანებით რომის პირველი ეპისკოპოსი.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღთქმა პეტრეს რომში ყოფნას ან იქ წამებას არ ასახელებს, ძველი ტრადიციით მიიჩნევა, რომ მისი სამარხი ტაძრის საკურთხევლის ქვეშ იმყოფება. ამ მიზეზით, მრავალი პაპი, პირველის ჩათვლით, ამ ადგილას იმარხება. თანამედროვე ბაზილიკის მშენებლობა დაიწყო 1506 წლის 18 აპრილს, ხოლო დასრულდა 1626 წელს. მის ადგილას უწინ კონსტანტინიანეს ბაზილიკა მდებარეობდა.


წმ. პეტრეს ტაძარი, ვივიანო კოდაცის მიერ, 1630 წ.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 3452 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები