პარასკევი, 26.04.2024, 18:23
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 30 » ბუბნოვი ვალეტი.
20:10
ბუბნოვი ვალეტი.

ალექსანდ ლენტულოვი, "ქალი გიტარით", 1913.


ბუბნოვი ვალეტი (რუს.: Бубновый валет) — მოსკოველ ფერმწერთა გაერთიანება. სახელი ეწოდა 1910 წელს გამართული ამავე სახელწოდების გამოფენის მიხედვით.

"ბუბნოვი ვალეტის" მხატვრები პ. კონჩალოვსკი, ა. კუპრინი, ა. ლენტულოვი, ი. მაშკოვი, ვ. როჟდესტვენსკი, რ. ფალკი და სხვები უარყოფდნენ აკადემიზმსა და XIX საუკუნის რეალიზმს, უპირისპირდებოდნენ აგრეთვე XX საუკუნის I ათწლეულის რუსული ხელოვნების მისტიკურ სიმბოლიზმს.

ისინი მუშაობდნენ სეზანის შემოქმედების, ფოვიზმისა და კუბიზმის ფერწერულ-პლასტიკური მანერით.

ამას გარდა მიმართავდნენ რუსულ ლუბოკსა და ხალხურ სათამაშოს გამომსახველობითს ხერხებს.

პრაქტიკულად "ბუბნოვი ვალეტი" რევოლუციის წინა ათწლეულის კრიზისის გამოძახილი იყო.

მისი წევრები ამტკიცებდნენ ფერწერის "თვითმიზნურობას" - ფორმებს ისინი ფერების საშუალებით აგებდნენ, მოცულობებს კი სიბრტყობრივად გადმოსცემდნენ, მათი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია მოცულობის ხაზგასმული დეფორმაცია და ფაქტურის თითქმის ლუბოკური ფერადოვნება.

1912 წელს "ბუბნოვი ვალეტს" გამოეყო ერთი ჯგუფი მხატვრებისა, რომლებიც პრიმიტივიზმის, კუბოფუტურიზმისა და აბსტრაქციონიზმისაკენ იხრებოდნენ (ვ. და დ. ბურლიუკები, ნ. გონაჩაროვა, მ. ლარიონოვი, კ. მალევიჩი და სხვა).

მათ მოაწყვეს გამოფენა "ვირის კუდის" სახელწოდებით.

1916 წელს "ბუბნოვი ვალეტის" გაერთიანება ფაქტობრივად დაიშალა (1917 წელს მოწყობილ გამოფენაში მის წამყვან მხატვრებს მონაწილეობა არ მიუღიათ).

1925 წელს "ბუბნოვი ვალეტის" ყოფილ წევრთა ინიციატივით შეიქმნა გაერთიანება "მოსკოველი ფერმწერები", რომელიც შემდეგ "მოსკოველ მხატვართა საზოგადოებად" გარდაიქმნა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1112 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები