20:17 პერედვიჟნიკები. | |
„ტივის მზიდავები ვოლგაზე", ილია რეპინი.
ქვეყნის ძირითადი სამხატვრო ძალა დემოკრატიისათვის ბრძოლაში დაუპირისპირდა ხელოვნების ოფოციალურ ცენტრს - პეტერბურგის სამხატვრო აკადემიას. სამხატვრო აკადემიის მეურვეობისაგან განთავისუფლებისთანავე „პერედვიჟნიკებმა" გააჩაღეს საგანმანათლებლო მოღვაწეობა. 1871 წლიდან ამხანაგობამ 48 მოძრავი გამოფენა მოაწყო პეტერბურგში, მოსკოვში, კიევში, ხარკოვში, ყაზანში, რიგაში, ოდესაში და სხვა ქალაქებში. მათ საბოლოოდ გაწყვიტეს კავშირი კლასიციზმთან, თავიანთ შემოქმედებას საფუძვლად დაუდეს კრიტიკული რეალიზმი. „პერედვიჟნიკები" რეალისტურად ასახავდნენ ხალხის ცხოვრებასა და ისტორიას, მშობლიურ ბუნებას, ისწრაფოდნენ თავიანთ ხელოვნებით სამსახური გაეწიათ ხალხისათვის. „პერედვიჟნიკებმა" მნიშვნელოვნად განავითარეს აგრეთვე ისტორიული ჟანრი და პეიზაჟი; „პერედვიჟნიკების" შემოქმედება ხანაში (1870-1890-იანი წლები) ფართოდ ასახავდა ცხოვრებას. მშრალ და შეზღუდული ნახატის ნაცვლად „პერედვიჟნიკებმა" განავითარეს ხატვის ბუნებრივი და თავისუფალი მანერა. მანამდე არსებული ჩაბნელებული კოლორიტის სანაცვლოდ ახლებურად გადმოსცემდნენ შუქ-ჩრდილს. მათი კომპოზიციები მრავალფეროვანი და ბუნებრივია. | |
|