პარასკევი, 26.04.2024, 15:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 30 » მარხვა.
21:22
მარხვა.

მარხვა, ზოგიერთი რელიგიის მიერ განსაზღვრული დროით ყოველგვარი ან ცალკეული სახის საკვების (განსაკუთრებით ხორცის, თევზის, რძის პროდუქტების, )ასევე არასამარხვო ფიქრების მიღების აკრძალვა.


სათავეს იღებს შორეულ წარსულში, როცა საკვების სიმცირე მისი დაზოგვის ღონისძიებებს ითხოვდა. შემდეგ მიეცა რელიგიური სანქცია, როგორც "ადამიანის სულის განწმენდისა და განახლების" საუკეთესო საშუალებას, კათოლიკური სარწმუნეობა მრავალდღიან მარხვას არ ითხოვს, მარხულობენ მხოლოდ დიდმარხვის პირველი კვირის ოთხშაბათს, მიძინებისა და შობის კვირაძალზე, ვნების კვირის პარასკევს. პროტესტანტებს არა აქვთ მარხვის დღეები (ანგლიკანების გარდა), განსაკუთრებით ძლიერია მარხვის წესები მართლმადიდებლობაში.

სულ 4 მრავალდღიანი მარხვაა: დიდმარხვა (7 კვირა), წმ. პეტრეს მარხვა (1–5 კვირა), ღვთისმშობლის მიძინების (2 კვირა), საშობაო (6 კვირა), გარდა ამისა – ჯვართამაღლების დღის მარხვა. ოთხშაბათისა და პარასკევისა თითოდღიანი – დანიშნულების მიხედვით, სანათლისღებო (საწყალკურთხევო, ნათლისღების წინადღის), მშობლების გარდაცვალების აღსანიშნავი, დათქმული და სხვა.

სულ დაახლოებით ორასი დღე წელიწადში. მარხვის დღეებში იკრძალება სამხიარულო დღეობებში მონაწილეობა, ქორწინების საიდუმლო, ქალთან ურთიერთობა.

კათოლიციზმს ასეთი მკაცრი წესები არა აქვს, ნებადართულია რძის მიღება, აგრეთვე შემსუბუქება მორწმუნეთათვის, რომელთაც შიმშილობა ექიმისაგან ეკრძალებათ.

იუდაიზმში საერთო მარხვის დღეების გარდა (სამსჯავროს დღეები, ღირსსახსოვარი დღეები) მიღებულია მშობელთა მოსახსენიებელი მარხვა და სხვა.

ისლამის მკაცრი მარხვა, ურაზა (რამადანის თვეში) მორწმუნეს უკრძალავს ლუკმის მიღებას მიზს ამოსვლიდან ჩასვლამდე. ეს მომქანცველი წესი იწვევს სულიერად მონანიების სურვილს და თვითგვემას, ხორციელად – ორგანიზმის გამოფიტვას, სარწმუნოებრივად – რწმენის ერთგულებას.

ბასილ კესარიელი წერდა: "მარხვამ დაშრიტა ძალი ცეცხლისაი, დაუყვნა პირნი ლომთანი, მარხვაი ლოცვასა ცად აღამაღლებს... წინამძღუარი არს განსვენებაი, დედაი არს სიმრთელისა, მასწავლებელი ჭაბუკთა, სამკაული მოხუცებულთა, კეთილი თანმავალი მოგზაურთაი".

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1024 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები