პარასკევი, 03.05.2024, 04:14
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს. თეთრი სახლის მიერ 14 აპრილს გავრცელებული ცნობის თანახმად, შეხვედრისას „ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სააკაშვილს ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რაც ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს ბატალიონის ამერიკელ სამხედროებთან ერთად სამსახურში გამოიხატება."

პრეს-რელიზში ვკითხულობთ, აგრეთვე, რომ ჯოზეფ ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

გარდა ამისა, „ვიცე-პრეზიდენტმა მოიწონა პრეზიდენტ სააკაშვილის დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებით საქართველოს გაძლიერებისთვის გაწეული ძალისხმევა, რისი მიზანიც სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა."

ჯოზეფ ბაიდენმა და მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრეს აშშ-ისა და საქართველოს ხალხებს შორის ღრმა და მტკიცე მეგობრობაზე, რომელიც „დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების პატივიცემის საერთო ფასეულობებს ეფუძნება."

საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ ბირთვული უსაფრთხოების ორდღიან სამიტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თაოსნობით მოეწყო. ობამასა და სააკაშვილის შეხვედრა 13 აპრილს გაიმართა.

Category: სტატიები | Views: 1092 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის გადადგომის შესახებ ყირგიზეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს. ეს განცხადება რამდენიმე საათში მოჰყვა ცნობას, რომ ბაკიევი ყირგიზეთიდან გაიქცა - მან თვითმფრინავით მიაშურა ყაზახეთს. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომან ვასილენკომ რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაადასტურა, რომ ბაკიევი ყაზახეთში ჩავიდა: „დიახ, დიახ, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ყურმანბეკ ბაკიევი ყაზახეთში ჩამოვიდა. იგი ჩამოფრინდა ჩვენი ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ტარაზში."

ყაზახეთი, როგორც ცნობილია, ეუთოს ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა და მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, კანატ საუდაბაევმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ყირგიზეთიდან ბაკიევის გამგზავრება მოჰყვა ამ საკითხზე ყირგიზეთის დროებით მთავრობასთან მოლაპარაკებას, უცხოელი მეთვალყურეების მონაწილეობით.

საუდაბაევი ამ განცხადებაში მიუთითებს ყაზახეთის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების „ერთობლივ ძალისხმევაზე", რომლის შედეგადაც მოიხსენიებს ყაზახეთში ბაკიევის გამგზავრებას. თვით ბაკიევმა ყირგიზეთში, მშობლიურ სოფელ ტეიტში შეხვედრისას უთხრა ჟურნალისტებს, რომ მას ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა დაურეკა და თავის ქვეყანაში მიიწვია. ბაკიევმა ისიც თქვა, რომ პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზეს ბელორუსიაში, რაზეც მან უარი განაცხადა. 

ყაზახეთში გაფრენამდე ბაკიე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1136 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

"პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა” - ასეთი სახელწოდება აქვს ამერიკელი ექსპერტის, ბრიუსელში გერმანიის მარშალის ფონდის დირექტორის რონ ასმუსის წიგნს, რომელიც აგვისტოს ომის მოვლენებს ეძღვნება. ახლახან რონ ასმუსი საქართველოს ეწვია და წიგნის პრეზენტაციაც გამართა. რას წერს და რატომ რონ ასმუსი წიგნში "პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა” და როგორ ხედავს მოვლენათა განვითარებას დღევანდელ კონტექსტში? წიგნის ავტორს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ოლესია ვართანიანი ესაუბრა.



რადიო თავისუფლება: წიგნის სახელწოდებაა "პატარა ომი რომელმაც მსოფლიო შეძრა”, თუმცა შეგრძნება, რომელიც ამ წიგნის გაცნობის შემდეგ დამრჩა, არის ის, რომ მსოფლიო ლიდერები დიდად არ მონაწილეობდნენ ომის დარეგულირებაში, კონფლიქტის ისე გადაწყვეტაში, რომ ორივე მხარე ყოფილიყო მოგებული. რატომ ფიქრობთ, რომ ამ ომმა მსოფლიო შეძრა, თუ ეს, უბრალოდ, თქვენი სურვილია, რომ ამ ომს მსოფლიო შეეძრა?

რონ ასმუსი: თავდაპირველად ჩემი წიგნის სამუშაო სახელი იყო "პატარა ომი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო”. მერე მე გავაანალიზე, რომ მას მსოფლიო არ შეუცვლია. შემდეგ ავირჩიე სიტყვა "შეარყია მსოფლიო”, რადგან ვფიქრობ, რომ ამ ომმა ეს გააკეთა - შეარყია აზრი, რომ ომი შეუძლებელია ევროპაში. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე წიგნი დავწერე, არის ის, რომ, ჩემი აზრით, ხალხს უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად მიბრუნებოდა ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ უნდოდათ ეს ომი ნოხის ქვეშ შეეგდოთ, დაებრალებინათ ვისთვისაც გინდა, სააკა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1045 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010


ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ”სტანდარდ ენდ პურსმა” (Standard & Poor's) საქართველოს სუვერენული რეიტინგი "B"-დან "B+"-მდე გაზარდა, რისი საფუძველიც ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობა გახდა. როგორც ხელისუფლების, ასევე ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რეიტინგის გაზრდა საქართველოში ინვესტიციების ზრდას გამოიწვევს, თუმცა არიან სკეპტიკოსებიც, რომელთა აზრითაც, საქართველოში არც ისეთი კარგი ბიზნესგარემოა, როგორც ეს ”სტანდარდ ენდ პურსის” რეიტინგშია ნაჩვენები.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ”სტანდარდ ენდ პურსის” (Standard & Poor's) მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში წერია:

„დაწყებული 2006 წლიდან რუსეთთან 2008 წლის მოკლე, მაგრამ ინტენსიურ ომამდე, საქართველომ შეძლო მოეზიდა მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციები. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში არსებული დაბალი გადასახადები და ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემო ხელს შეუწყობს ქვეყანას კვლავ მოიზიდოს ინვესტიციები და კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო კორიდორი აზიასა და ევროპას შორის. ჩვენ მოველით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ერთ მოსახლეზე საქართველოში იქნება უფრო სწრაფი, ვიდრე ანალოგიური რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში."

ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია მისი პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა გამოაქვეყნა:

”ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის კურსისა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1026 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

ჰერმან ვან რუმპე, ევროპის კავშირის პრეზიდენტი.


ჰერმან ვან რუმპემ, ევროპის კავშირის პრეზიდენტმა, ხუთშაბათს პოლიტიკა დროებით დაივიწყა და ბრიუსელში ლიტერატურულ შეხვედრაზე მიიწვია საზოგადოება მათთვის თავისი წიგნის, ლექსების კრებულის, წარსადგენად. რუმპე იაპონური ლექსის ფორმას, ჰაიკუს, იყენებს. ფონ რუმპემ დამსწრეთ თავისი შემოქმედება თვითონ გააცნო.

„სამივე ტალღა

ერთად შეცურდა ნავსადგურში.

სამეული შინაა."

ესაა ჰაიკუ. ის ტრადიციული მოკლე ლექსია, სამტაეპიანი და წამიერ შეგრძნებას გამოსახავს. მარცვლების რაოდენობა დადგენილია, მაგრამ მას ბევრი არღვევს. ასევეა ჩვენს თარგმანებშიც. ევროპის კავშირის პრეზიდენტის, ვან რუმპეს, ზემოთ ციტირებული ჰაიკუ, იმ მხრივ, რომ მასში სიმბოლო უნდა იყოს, სავსებით აკმაყოფილებს ამ ერთ პირობას. ლექსი 2009 წელს დაიწერა და მასში ეს სამი ტალღა ევროპის კავშირის სამი წევრი - ბელგია, ესპანეთი და უნგრეთია, მათი ურთიერთთანამშრომლობაა.

62 წლის ვან რუმპე რომ პოეტია, ევროკავშირის პრეზიდენტად მისი არჩევისას სალაპარაკო იყო. მისი პოლიტიკური პროფილი არაა იმდენად გამოკვეთილი. არ იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვით, რომ რუმპეს, როგორც პოეტის, სახე უფრო მკაფიოა, ვიდრე 27 სახელმწიფოსგან შემდგარი ბლოკის თავმჯდომარისა. შემდეგ ლექსში რუმპე შემოდგომის განწყობილებას აღწერს:

„მოსავალი აიღეს.

ხეებში მეტი სინათლე კრთება.

საღამო დგე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1110 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

ჩამოგდებული პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის მიერ ქვეყნის დატოვებიდან ერთი დღის შემდეგ, ყირგიზეთის ახალი, დროებითი მთავრობა პირობას დებს, რომ 7 აპრილს მომხდარი ძალადობის დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება. ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებას 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ პირობა დადო, რომ ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეთათვის 7 აპრილს ცეცხლის გახსნის ფაქტის დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება. ძალადობას 80-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ასობით პირი დაიჭრა.

დროებითი მთავრობის ლიდერმა როზა ოტუნბაევამ პარასკევს განაცხადა, განდევნილი პრეზიდენტი, ყურმანბეკ ბაკიევი, ამ ფაქტის გამო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგესო.

„ბაკიევი სასამართლოს ვერ გაექცევა", - თქვა ოტუნბაევამ და დასძინა: „ის მართლმსაჯულებას მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ დაემალება. სამაგიეროს გადახდა გარდაუვალია."

ხუთშაბათს ბაკიევი ყირგიზეთიდან ყაზახეთში გაემგზავრა. მის მიერ ქვეყნის დატოვების პროცესის უზრუნველყოფა ეუთოს, რუსეთის და შეერთებული შტატების შუამავლობით მოხერხდა. მოგვიანებით დროებითმა მთავრობამ გამოაცხადა, ბაკიევი თანამდებობიდან გადადგაო.

ბრაზილიაში ვიზიტით მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, ჟურნალისტებს უთხრა, „სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად" ყირგიზეთის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ჩართვა „სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს" მოუხდათო:

„[ყირგიზეთში შექმნილ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1096 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა სულ უფრო მეტად აფერხებს საჰაერო მიმოსვლას: საქმე გვაქვს გლობალური საჰაერო სივრცის ყველაზე მასშტაბურ შეზღუდვასთან იმ ზომების შემდეგ, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებს მოჰყვა საჰაერო მიმოსვლაში.

საჰაერო მიმოსვლა ქაოსით არის მოცული ფერფლის გიგანტური ღრუბლის გამო, რომელიც ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ვრცელდება. ბრიუსელში განთავსებული „ევროკონტროლის" - ევროპის საჰაერო ნავიგაციის სააგენტოს - ცნობით, საჰაერო მიმოსვლის ვულკანური ფერფლით გამოწვეული შეფერხება კიდევ, სულ ცოტა, 24 საათი გასტანს.

ეს კი ნამდვილად არ არის სასიხარულო ცნობა მგზავრებისთვის მსოფლიოს სულ უფრო მეტ რეგიონში, უწინარეს ყოვლისა, ევროპაში. გადადებული რეისის გამო პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში, ბევრ სხვა მგზავრთან ერთად უწევს ლოდინი ექტორ ტუშეს. ის პარასკევს, დილის 10 საათზე უნდა გაფრენილიყო ბრაზილიაში, მაგრამ „ერ ფრანსის" რეისი გააუქმეს - ისევე როგორც სხვა რეისებიო, დასძენს ტუშე.


... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1197 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

 


ჩინეთში ოთხშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1100-ს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, რომელთაც საინფორმაციო სააგენტო სინხუა ავრცელებს, დაიღუპა 1144 ადამიანი. ეს მაჩვენებელი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან 400 ადამიანი კვლავაც დაკარგულად ითვლება. ოთხშაბათს მომხდარი, 6,9 სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ათასობით ადამიანი დაშავდა და სახლ-კარის გარეშე დარჩა.

Category: სტატიები | Views: 1059 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

მომავალ კვირას ლონდონში ქეთი მელუას ახალი ალბომის, ”სახლის”, რელიზი შედგება. ეს იქნება მომღერლის მეოთხე სტუდიური დისკი, რომელსაც მუსიკის სპეციალისტები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ალბომის სარეკლამო კლიპი ცოტა ხნის წინ ინტერნეტში დადეს... ინტერნეტში ვრცელდება აგრეთვე სინგლი, რომელიც ქეთი მელუამ ახალ ალბომთან ერთად ჩაწერა.

ქეთი მელუას ვებგვერდზე - ასევე ”YouTube”-ზე შეგიძლიათ ნახოთ ამ ალბომის ეგრეთწოდებული ”პრომო ვიდეო ვერსია”, რომელიც, როგორც მივხვდი, ტრეკების თანმიმდევრობის მიხედვითაა აგებული.. სულ 12 ტრეკია - ისე განაწილებული, რომ მსმენელს მრავალფეროვნების შთაბეჭდილება შეექმნას და ამით, გარკვეული თვალსაზრისით, პასუხი გაეცეს ქეთი მელუას იმ ოპონენტებს, რომლებიც ხშირად იმეორებენ: კარგი მომღერალია, ლამაზი ხმა აქვს, მაგრამ მეტისმეტად ერთფეროვანიაო.

სხვათა შორის, ერთფეროვნების გადალახვის მცდელობას ჰგავდა 2009 წელს გამოშვებული ქეთი მელუას ცოცხალი კონცერტის ჩანაწერი, სადაც მომღერლის იმპროვიზაციული ნიჭი უნდა წარმოჩენილიყო...

ახლაც, მელუას ახალი დისკის სარეკლამო-ვიდეო კლიპში, ცდილობენ მაქსიმალურად შეინარჩუნონ სახე, რომელიც ამ მომღერალმა თავისი პირველი ალბომის გამოშვების შემდეგ, ე.ი. 2003 წლიდან, დაამკვიდრა - ხალასი, სუფთა, ოდნავ გულუბრყვილო ახალგაზრდა ქალის სახე... მრავალფეროვნებისთვის მამაკაცების კორდებალეტია შემოყვანილი, თუმცა აქცენტი მაინც თავად ქეთი მელუას ხმის შესაძლებლობებზე კეთდება.
... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1086 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

დალაი ლამას თქმით, ტიბეტს ”კანონიერი და რეალური” ავტონომია უნდა მიენიჭოს -
დალაი ლამას თქმით, ტიბეტს ”კანონიერი და რეალური” ავტონომია უნდა მიენიჭოს -
ასეთი მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოვიდა ტიბეტელი ბუდისტების დევნილობაში მყოფი სულიერი ლიდერი. დალაი ლამას სიტყვებით, პეკინი ტიბეტში შიშის ატმოსფეროს თესავს და მისი პოლიტიკა ადგილობრივი კულტურის განადგურებას იწვევს.

ამავე დროს, ტიბეტის ლიდერმა განაცხადა, რომ არ მოითხოვს ტიბეტის ჩინეთისგან გამოყოფას. [დალაი ლამა] ”ვფიქრობ, რომ კომუნისტები იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს: ტვინის გამორეცხვას, ინფორმაციის დამახინჯებას, ასევე სისასტიკეს, დაპატიმრებას და წამებას. მაგრამ არასდროს გამოუვათ ტიბეტელების სულის გატეხვა.” დალაი ლამას მიმართვა ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ტიბეტის აჯანყების 50 წლისთავს მიეძღვნა. ამ ამბოხის შემდეგ დალაილამა იძულებული გახდა ტიბეტი დაეტოვებინა.

Category: სტატიები | Views: 1036 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

« 1 2 ... 200 201 202 203 204 ... 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები