პარასკევი, 19.06.2026, 21:50
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

აქილევსი (ბერძნ. Αχιλλεύς) ბერძნულ მითოლოგიაში ტროას ომის გმირი, ჰომეროსის ილიადის ერთ-ერთი ცენტრალური, მთავარი პერსონაჟი. ფთიაში მცხოვრები მირმიდონების მეფე – პელევსის და ზღვის ქალღმერთ თეტიდას ვაჟი.

იმისათვის, რომ აქილევსი უკვდავი გაეხადა, თეტიდა მას დღისით ამბროსიაში აბანავებდა, ღამ–ღამობით კი ცეცხლის ალით რუჯავდა. ერთხელ ეს შენიშნა პელევსმა და შეშინებულმა ბავშვი ცეცხლიდან გამოაყვანინა. ამის გამო თეტიდამ პელევსი მიატოვა. სხვა მითის მიხედვით თეტიდა აქილევსს ბანდა სტიქსის წყლით, რის გამოც არავითარ იარაღს არ შეეძლო მისი სხეულის დაზიანება.

ცეცხლის ალისაგან თუ სტიქსის წყლისაგან შეუხებელი რჩებოდა ბავშვის მხოლოდ ერთი ქუსლი, რომელზეც ხელი ეკიდა თეტიდას (ეს იყო აქილევსის სუსტი ადგილი). თეტიდას წასვლის შემდეგ პელევსმა აქილევსი კენტავრ ქირონს მისცა აღსაზრდელად. ქირონი აქილევსს ლომებისა და გარეული ტახების შიგნეულით კვებავდა. მან აქილევსს ექიმობა და სხვა საუცხოო ხელოვნებანი ასწავლა. მოხუცმა ფენიქსმა კი ლამაზი მეტყველება და ომის ხელოვნება.

აქილევსი იზრდებოდა თავის მეგობარ პატროკლესთან ერთად. როდესაც აქილევსს უთხრეს ხანგრძლივი და უსახელო სიცოცხლე ერჩია თუ მოკლე და სახელოვანი, აქილევსმა ეს უკანასკნელი აირჩია. აქილევსის სიამოვნებით დათანხმდა ტროას ომში მონაწილეობაზე, როდესაც მასთან ამის თაობაზე ნესტორი და ოდისევსი მივიდნენ.

თავის მასწავლებელ ფენიქსთან, პატროკლესა და მირმიდონელ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1322 | Added by: NaTia | Date: 07.05.2010

ნოიშვანშტაინის სასახლე (გერმ.: Schloss Neuschwanstein) მდებარეობს გერმანიაში, ბავარიაში, შვანგაუს მახლობლად. სასახლე ბავარიის შეშლილი მეფის ლუდვიგ II-ის ფანტაზიის ნაყოფია. არქიტექტურული თვალსაზრისით იგი XIX საუკუნის რომანტიული ჰისტორიზმის და ეკლექტიზმის მწვერვალს წარმოადგენს, რის გამოც მას "ზღაპრულ სასახლესაც"უწოდებენ. ნოიშვანშტაინის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მისამართია გერმანიაში.

ისტორია.
სასახლის ადგილზე თავდაპირველად არსებობდა 2 ციხესიმაგრე: წინა და უკანა ჰოენშვანგაუ, რომლებიც ლუდვიგ II-ის მეფობის დროისათვის მხოლოდ ნანგრევების სახით იყვნენ შემორჩენილი. ეს ნანგრევები სასახლის შენების დასაწყისისათვის მთლიანად იქნა აღებული. დღევანდელი ჰოენშვანგაუს სასახლის ადგილზე არსებობდა ციხესიმაგრე "შვანშტაინი". ამ ორი ადგილის სახელები არეულ იქნა XIX საუკუნის დასაწყისში.

როგორც 1868 წლის 15 მაიის რიხარდ ვაგნერისადმი მიწერილი წერილიდან ირკვევა, ლუდვიგ II-ს ჩაფიქრებული ჰქონდა სასახლე აეშენებინა გერმანული რაინდული ციხესიმაგრეების სტილში. ნიმუშად მას ვარტბურგის ციხესიამგრე მიაჩნდა, რომლითაც ის მოიხიბლა 1867 წელს აიზენახში მოგზაუდობის დროს.

მას სურდა გერმანული შუა საუკუნეების სტილის, ესპანური მავრული და ვაგნერის თქმულების ზღაპრული სასახლეების ელემენტების ერთმანეთში შერწყმა. რაც მოახერხეს კიდეც არქი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1188 | Added by: NaTia | Date: 07.05.2010

ეიფელის კოშკი (ფრანგ. Tour Eiffel) ლითონის კონსტრუქციაა შამ-დე-მარსზე, სენასთან, პარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.


სტატისტიკა .

კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახ. 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მ ნიშნულზე სწევს. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან 1930 წლამდე შეინარჩუნა, როცა ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის (319 მ) მშენებლობა დასრულდა, თუმცა ეიფელი სიმაღლეში მას მაინც უსწრებდა თუ სიმაღლეში ამ სტრუქტურების ანძები ჩაითვლებოდა.

ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა, 350 მ სიმაღლის ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის (1939) აგების შემდეგ. შემდეგ მოდის ლა ტურ მონპარნასი, პარიზის მონპარნასის უბანში (209 მ).

კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1235 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

ბურბონი ფრანგული წარმოშობის არისტოკრატული საგვარეულოს სახელია, რომელიც მათ მიიღეს „ბურბონის სასახლის" მიხედვით ('დღევანდელი ბურბონ-ლ'არშამბო)'

ბურბონები მონარქები იყვნენ/არიან ევროპის შემდგომ სუვერენულ ქვეყნებში: ნავარა, საფრანგეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ანდორა, ორივე სიცილიის სამეფო, ლუკას საჰერცოგო, პარმის საჰერცოგო. გარდა ამისა ბურბონები მრავალი ფრანგული საჰერცოგოს მფლობელები იყვნენ.


საფრანგეთის მეფეები .

ანრი IV დიდი - 1589-1610
ლუი XIII სამართლიანი - 1610-1643
ლუი XIV მზე - 1643-1715
ლუი XV - 1715-1774
ლუი XVI - 1774-1791
ლუი XVIII - 1814-1815 და 1815-1824
შარლ X - 1824-1830.


ესპანეთის მეფეები .

ფილიპე V - 1700-1724 და 1724-1746
ლუის I - 1724
ფერდინანდ VI - 1746-1759
კარლ III - 1759-1788
კარლ IV - 1788-1808
ფერდინანდ VII - 1808 და 1813-1833
ისაბელ II - 1833-1868 მეფობდა მეუღლე ფრანსისკო I-თან ერთად.
ალფონსო XII - 1874-1885
ალფონსო XIII - 1886-1931
ხუან კარლოს I - 1975-დღემდე.
... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1996 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

ჰაბსბურგები (გერმ Habsburger) — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სამეფო საგვარეულო შუა საუკუნეებიდან ახალ დრომდე. დინასტიის წარმომადგენლები ავსტრიას მართავდნენ 1282 წლიდან, რომელიც მოგვიანებით მრავალეროვნულ ავსტრიულ იმპერიად გარდაისახა (1918 წლამდე) და ევროპის ერთ-ერთი მძლავრი და წამყვანი სახელმწიფო იყო.

საგვარეულო იკავებდა ასევე საღვთო რომის იპმერიის ტახტს 1438-დან 1806 წლამდე. (მცირე წყვეტით 1742-45 წწ).



გარდა ავსტრიისა და საღვთო რომის იმპერიისა ჰაბსბურგებს შემდეგი სახელმწიფოების ტახტი ეკავათ:
უნგრეთის: 1437—1439, 1445—1457, 1526—1918 წწ;
ჩეხეთის 1306—1307, 1437—1439, 1444—1457, 1526—1618, 1621—1918 წწ;
ხორვატიის 1437—1439, 1445—1457, 1526—1918 წწ;
ესპანეთის 1516—1700 წწ;
პორტუგალიის 1580—1640;
ნეაპოლიტანური სამეფოსი 1516—1735 წწ;
მექსიკის 1864—1867 წწ;
ტრანსილვანიის 1690—1867 წწ;
ტოსკანის 1790—1859 წწ;
პარმის 1814—1847 წწ;
მოდენის 1814—1859 წწ;

ამას გარდა, არაერთი მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისა.

Category: სტატიები | Views: 1384 | Added by: NaTia | Date: 06.05.2010

« 1 2 ... 100 101 102 103 104 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები